გამწვანების აქცია ლიტერატურულ სახლში

    

21 აპრილს, ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ქუთაისში  ანდრია სინაურის ლიტერატურული სახლი-ბიბლიოთეკის ეზოს გამწვანება-დასუფთავების აქცია მოაწყო. აქციას მხარი დაუჭირა ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ, რომელმაც დეკორატიული ნარგავები გამოყო ეზოს გასამწვანებლად.

აქციაში აქტიურად ჩაერთნენ მოხალისე სტუდენტები, სხვა ბიბლიოთეკების  და ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლები.

ლიტერატურულ სახლში სასიამოვნო გარემოა კულტურული თავშეყრისა და სხვა საინტერესო ღონისძიებებისათვის. ფონდმა „სოხუმმაც“ დაგეგმა სხვადასხვა ფორმატის აქტივობები.

აქცია დედამიწის საერთაშორისო  დღის ფარგლებში გაიმართა.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სიყვარული - ძალადობის გარეშე!

   

 

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ინიცირებით ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, სენაკში, ფოთსა და სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ჩატარდა აქციები „სიყვარული ძალადობის გარეშე!“

ამ ღონისძიებებით ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრები შეუერთდნენ საერთაშორისო კამპანიას „ერთი მილიარდი ამბოხებული ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!“

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

აქცია ძალადობის წინააღმდეგ ოზურგეთში

  

კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქტიურად შეუერთდა ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭო და ამომრჩეველ ქალთა კლუბი. მათი ორგანიზებით მერიასთან ჩატარდა მშვიდობიანი აქცია, რომელსაც შეუერთდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ახალგაზრდები. აქციაზე სიტყვით გამოვიდა ქალაქის მერი, რომელმაც დააფიქსირა თვითმმართველობის მზაობა პრობლემის პრევენციისათვის.

აქცია გაშუქდა  ადგილობრივი ტელეარხის მეშვეობით.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

აქცია-ველორბოლა

     

ორიგინალურად, ველოსიპედებით ჩაერთნენ ახალგაზრდები საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. კოკი-ხურჩას მონაკვეთზე გამართულ აქცია-ველორბოლაში მონაწილეობა მიიღეს გოგონებმა და ბიჭებმა კოკიდან, ხურჩიდან, ორსანტიიდან (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ნაბაკევიდან (გალის მუნიციპალიტეტი). ასე გამოხატეს მათ პროტესტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, სლოგანების კონკურსში გამარჯვებულ ორ მონაწილეს კი - სიმბოლური პრიზები და დიპლომები.

ღონისძიება ჩატარდა ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ახალგაზრდები ძალადობის წინააღმდეგ“  ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

დაიწყო 16-დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

  

დაიწყო ყოველწლიური საერთაშორისო-საინფორმაციო კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ლოზუნგით „ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას“. ბოლო წლებში კამპანია ხორციელდება სლოგანით „სახლში მშვიდობიდან - მსოფლიოში მშვიდობამდე“.

წელს ფონდი „სოხუმისთვის“ კამპანიის სახეა - 2015-2016 წლების სუპერლიგის გამარჯვებული - საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი - 2010“.  დაიბეჭდა ასობით საინფორმაციო ფურცელი, კალენდრები.

ფონდი „სოხუმი“ - ორგანიზაციის ქალთა მხარდაჭერის 6 ცენტრი, ამომრჩეველ ქალთა 8 კლუბი, 3 გენდერული საკონსულტაციო საბჭო, 6 ახალგაზრდული კლუბი, ფორუმ-თეატრი -  16 აქტიური დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ჩაატარებს ათობით ღონისძიებას...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები