აქცია ქუთაისში

1 2 3

ქუთაისის ცენტრში საინფორმაციო გაიმართა სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერლთა, დაზარალებულთა დაცვის და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ ორგანიზებული აქცია. აქციას შეუერთდნენ ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები, სტუდენტები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. დარიგდა საინფორმაციო ბროშურები სახელმწიფო ფონდის სერვისების შესახებ, ბუშტები, მაისურები და ჩანთები ცხელი ხაზის 116006 მითითებით.

8 მარტი - ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე!

  

 

8 მარტის აღნიშვნის ტრადიცია „ცარიელი ქვაბების მარშს“ უკავშირდება, რომელიც 1857 წელს ნიუ-იორკში სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალებმა გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნები იყო: სამუშაო დღის შემცირება, შრომის ანაზღაურების პირობების გათანაბრება მამაკაცებისთვის არსებულ პირობებთან და საარჩევნო უფლების მიღება.

1975 წელი გაერომ ქალთა საერთაშორისო წლად გამოაცხადა, ხოლო 8 მარტი - ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღედ.

ფონდმა „სოხუმმა“ ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია გამართა. ბანერებზე განთავსებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ ქალთა უფლებები ირღვევა და ბევრი რამაა გასაკეთებელი სახელმწიფოს, საზოგადოების მხრიდან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საერთაშორისო კამპანია WAVE #stepup და აქციები სხვადასხვა ჯგუფების მონაწილეობით

     

21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა. ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა და ახალგაზრდულმა კლუბებმა ამ დღეს სხვადასხვა ჯგუფების მონაწილეობით  აქციები გამართეს და ასე აქტიურად შეუერთდნენ  საერთაშორისო კამპანიას WAVE #stepup.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)

უჩვეულო გამოფენა - ქუთაისის ცენტრალურ პარკში

ძალადობის მსხვერპლი ქალების სულისშემძვრელი ისტორიები.

მოწოდებები:

„STOP ქალთა მიმართ ძალადობას!“

„ეს უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ჩვენ გვგონია!

„არ არსებობს მიზეზი, რომელიც გაამართლებს ძალადობას!“

„გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!“

„ქალს აქვს ბედნიერების უფლება!“

„იგრძენი პასუხისმგებლობა - შეაჩერე ძალდობა!“

დიდი ბანერი წარწერით: „ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ შევცვლით, ჩვენ შევაჩერებთ ქალთა მიმართ ძალადობას!“

ქუთაისის ცენტრალურ პარკში გამართული ასეთი უჩვეულო გამოფენით შეუერთდა ფონდი „სოხუმი“ საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

გამვლელები - ქალები და მამაკაცები, ახალგაზრდები და ასაკოვანი ადამიანები - ეცნობოდნენ ისტორიებს, კითხულობდნენ საგანგებოდ კამპანიისთვის დაბეჭდილ საინფორმაციო ფურცლებს, ფოტოებს იღებდნენ ბანერებთან, ინტერვიუს აძლევდნენ ტელეჟურნალისტებს და გამოხატავდნენ პროტესტს...

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფონდი „სოხუმის“ და კლინიკა „უნიქალმედის“ ერთობლივი აქცია წყალტუბოში

     

1 ივლისს წყალტუბოში, დევნილთა პოლიკლინიკაში  კლინიკა „უნიქალმედის“ და ფონდი „სოხუმის“ ერთობლივი აქციის ფარგლებში, ჩატარდა უფასო სამედიცინო კონსულტაცია/კვლევები სოციალურად დაუცველი დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

150-მდე ადამიანმა გაიარა ექიმის კონსულტაციები შემდეგი მიმართულებებით: რადიოლოგია, ექოსკოპიური კვლევა, კარდიოლოგია, ნევროლოგია, თერაპია, უროლოგია,  გასტროენტოროლოგია,  ქირურგია და ენდოკრინოლოგია.

ფონდი „სოხუმი “და კლინიკა „უნიქალ მედი“ ზაფხულის განმავლობაში გააგრძელებენ  აქციებს ხონის, ფოთის, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები