აქცია ზუგდიდში

  

პროტესტის აქცია გაიმართა ქალაქ ზუგდიდის ცენტრში. მასში მონაწილეობა მიიღეს ფონდი „სოხუმის“ ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტებმა, ახალგაზრდული კლუბის და  ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა.

ისინი შეუერთდნენ დასავლეთ საქართველოს კიდევ 8 ქალაქში მიმდინარე აქციებს და გამოხატეს  სოლიდარობა  საერთაშორისო  კამპანიისადმი „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სოლიდარობის აქცია სენაკში

  

ტრადიციულად, წელსაც გამოხატეს სენაკში მცხოვრებმა ადამიანებმა თავიანთი სოლიდარობა საერთაშორისო კამპანიისადმი „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

აქციაზე გვერდიგვერდ იდგნენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტები,  გენდერული საკონსულტაციო საბჭოს, ახალგაზრდული კლუბის და  ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები. სწორედ ასე ერთიანად დაუჭირეს მათ მხარი კამპანიის სლოგანს „სახლში მშვიდობიდან -  მსოფლიოში მშვიდობისკენ“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

16-დღიან კამპანიას წყალტუბოს საკრებულოც შეუერთდა

  

ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფი წყალტუბოში აქტიურად ჩაერთო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.  მისი ინიციატივით 25 ნოემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიხსნა ინფორმაციით კამპანიის შესახებ. საკრებულოს წევრებმა პროტესტი ცალსახად დააფიქსირეს და სოლიდარობა  გამოხატეს.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ახალგაზრდული საინფორმაციო აქცია

      

ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბი და ფორუმ-თეატრი შეუერთდნენ საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. 25 ნოემბერს ახალგაზრდებმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოსახლეობას გადასცეს საინფორმაციო ფურცლები, ლენტები. გადაიღეს ფოტოები, რომლითაც ადამიანებმა გამოხატეს სოლიდარობა, დაგმეს ძალადობა და აღნიშნა, რომ მხარს უჭერენ სლოგანს „სახლში მშვიდობიდან - მსოფლიოში მშვიდობამდე“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

აქცია ხონსა და სენაკში „კარიტასთან“ ერთად

  

ფონდი „სოხუმი“ საქველმოქმედო ფონდ „კარიტასთან“ ერთად ერთობლივ საქველმოქმედო აქციებს აწყობს ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებისთვის.

ამჯერად 5 ოჯახს გადაეცა ტანსაცმელი, სურსათი და ჰიგიენური საშუალებები. სენაკში საჩუქრები მიიღო 3 ოჯახმა, ხონში კი - ორმა მრავალშვილიანმა ოჯახმა: ერთ ოჯახში 5 ბავშვია, მეორეში - 9.

ბენეფიციარებმა მადლიერება გამოხატეს  აქციის ორგანიზატორების მიმართ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები