აქცია ოზურგეთში

  

ოზურგეთის ახალგაზრდული საკრებულოს ორგანიზებით ქალაქის თეატრალურ მოედანზე გაიმართა აქცია „ერთად ვებრძოლოთ ტერორიზმს!“

ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, აქცია არის პროტესტი ბოლო დროს გახშირებული ტერორისტული აქტების მიმართ.

აქციას შეუერთდნენ პარლამენტის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. 

ახალგაზრდული ინიციატივებისთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რომელსაც ისინი სამთავრობო უწყებებიდან გრძნიბენ.

კონკურსი „ქალთა სოლიდარობის კვირეული“ სკოლებისთვის

     

ფონდი „სოხუმის“ ოფისში შეჯამდა „ქალთა სოლიდარობის კვირეულის“ ფარგლებში  გამართული კონკურსის შედეგები.

კონკურსში აქტიურად ჩაერთო 5 სკოლა - მათ ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები, ფორუმ-თეატრის ჩვენებები, ესეების კონკურსი, გამოფენები.

ყოველივე ამის შესახებ ისაუბრეს მოსწავლეებმა და პედაგოგებმა შემაჯამებელ შეხვედრაზე.

ჟიურის გადაწყვეტილებით, 1-ლ ადგილზე გავიდა ოტია იოსელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლა (წყალტუბო), მეორე ადგილი მოიპოვა ჟიული შარტავას სახელობის  №6 საჯარო სკოლამ (ქუთაისი), ხოლო მესამე - კოკის საჯარო სკოლამ (ზუგდიდი).

გამარჯვებულებმა და მონაწილეებმა მიიღეს დიპლომები და საჩუქრები.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული“ - აქცია ბათუმში

    

- სასიხარულოა, როცა მოგაგებენ სითბოსა და სიყვარულს, მაგრამ ორმაგად სასიხარულოა, როცა თავადაც შეგიძლია გასცე! - ამ სულისკვეთებით ჩატარდა აქცია ბათუმში, რომელიც ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდა აქტივისტებმა საქველმოქმედო ფონდ „იალქანის“ აღსაზრდელებიც ჩართეს. მათ პატარებს სიმბოლური საჩუქრები მიართვეს, შემდეგ კი მათი მონაწილეობით ქალაქში ყვავილების თაიგულები, გულის სიმბოლოები, ბუშტები დაარიგეს.

„ბედნიერები ვართ, რომ მივულოცეთ  ბათუმელებს სიყვარულის დღე“, „გვინდა, ყველა დღეს უყვარდეთ ადამიანებს ერთმანეთი“, - ასე გამოეხმაურნენ პატარები აქციას.

 ღონისძიებისადმი მიძღვნილი ტელესიუჟეტები მოხვდა ტელეკომპანიების - „აჭარასა“ და „ტვ 25“-ის ეთერში.

ფონდი „სოხუმის“ კონკურსი სკოლებისთვის

 

ფონდმა „სოხუმმა“ გამოაცხადა კონკურსი „ქალთა სოლიდარობის კვირეულის“ ფარგლებში დასავლეთ საქართველოს  6 რეგიონის პარტნიორ სკოლებისთვის.

კონკურსში მონაწილეობენ ქუთაისის, წყალტუბოს, ფოთის და კოკის საჯარო სკოლები - ატარებენ აქციებს, საინფორმაციო შეხვედრებს, ფორუმ-თეატრის ჩვენებებს, გამოფენებს...

კონკურსის მთავარი პირობაა, ღონისძიებები პასუხობდეს თემას და მონაწილეობა მიიღოს არანაკლებ 100-მა ადამიანმა.

არჩეულია ჟიური. გამარჯვებულები მიიღებენ დიპლომებს და საჩუქრებს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სიყვარული - ძალადობის გარეშე!

   

 

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ინიცირებით ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, სენაკში, ფოთსა და სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ჩატარდა აქციები - სიყვარული ძალადობის გარეშე!

აქციებმა გააერთიანა ქალები და ახალგაზრდები ერთი მიზნის გარშემო - რომ ქალებს სჭირდება სიყვარული ძალადობის გარეშე!

ამ ღონისძიებებით ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრები შეუერთდნენ საერთაშორისო კამპანიას - ერთი მილიარდი ამბოხებული ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები