40-მდე ადამიანი შეიკრიბა ზუგდიდის ცენტრში, კინოთეატრ „ატრიუმის“ წინ.
ფონდი „სოხუმის“ ბენეფიციარ ქალბატონებთან ერთად აქციაზე გამოვიდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, პედაგოგები, ახალგაზრდები.
ასე შეუერთდა ზუგდიდის ხმა მსოფლიოს პროტესტს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)