ქალთა საინიციატივო ჯგუფების აქცია წყალტუბოში

 

ხონის, წყალტუბოს და ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფებმა აქცია მოაწყვეს პროექტის „ქალები იმპლემენტაციას უწევენ ინკლუზიურ მიდგომებს ადამიანური უსაფრთხოების სფეროში მყარი მშვიდობის დასამყარებლად“ ფარგლებში. მათ შეაგროვეს მეორადი მოხმარების ნივთები და გადასცეს წყალტუბოს ინკლუზიურ ცენტრს. ცენტრის ხელმძღვანელთან საუბრისას ფონდ „სოხუმთან“ სამომავლო თანამშრომლობის კონტურებიც გამოიკვეთა. ქალთა საინიციატივო ჯგუფები მსგავს აქციას მომავალშიც გეგმავენ.  

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

აქცია 8 ქალაქში ქალი-კანდიდატების მხარდასაჭერად

ქუთაისი

  

ხონი

  

ბათუმი

 

ოზურგეთი

 

სენაკი

 

ზუგდიდი

 

წყალტუბო

 

8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია. ქალ-კანდიდატებს შორის წარმოდგენილია ბევრი ღირსეული და გამოცდილი ქალბატონი. მთავარია, ამომრჩეველმა მათზე გააკეთოს არჩევანი. სწორედ ქალი-კანდიდატების მხარდასაჭერად გამართეს აქცია 4 ოქტომბერს ფონდი „სოხუმის“ ამომრჩეველ ქალთა კლუბებმა.

მშვიდობიანი მდუმარე აქცია ერთდროულად მოეწყო დასავლეთ საქართველოს შვიდ ქალაქში - ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ხობი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. აქციები გაშუქდა მედიასაშუალებების მეშვეობით.

აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოხატეს ქალი-კანდიდატების მიმართ, მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდეს საზოგადოებას და შეახსენეს, რომ თანასწორობა ქვეყნის სიძლიერეა, რომ მეტი ქალი პოლიტიკაში არის მშვიდობა, დემოკრატია, კეთილდღეობა!

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

აქცია წყალტუბოსა და ქუთაისში „კარიტასთან“ ერთად

   

 

ფონდი „სოხუმი“ ამ ბოლო დროს თანამშრომლობს საქველმოქმედო ფონდ „კარიტასთან“.

იტალიელ მისიონერ ლორედანა მონეტის გულისხმიერების შედეგად მოეწყო რამდენიმე ერთობლივი საქველმოქმედო აქცია ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებისთვის.

21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღეს, 6 ოჯახს წყალტუბოსა და ქუთაისში გადაეცა ტანსაცმელი, სურსათი და ჰიგიენური საშუალებები მწოლიარე ავადმყოფებისთვის.

მგავსი აქცია მომავალშიც იგეგმება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მშვიდობის გაკვეთილი წყალტუბოში

     

ასეთი ფერადი, ლამაზი და საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა წყალტუბოს პირველ საჯარო სკოლაში. გაკვეთილი მშვიდობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

პატარებმა ხალისით შეასრულეს უჩვეულო „დავალება“ - ფერად ბუშტებზე დაწერეს მოწოდებები, თავიანთი ფიქრები.

აქციის ორგანიზატორია წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

აქცია ქუთაისში

 

აქციის ორგანიზატორი - ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი - ყოველწლიურად ეხმაურება მშვიდობის საერთაშორისო დღეს. წელს ამ დღის აღნიშვნა ცენტრის მობილიზატორმა 29-ე საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელებთან ერთად გადაწყვიტა.

მოსწავლეებმა ლამაზი ნახატებით გააფორმეს ფერადი ბუშტები, ფურცლებზე დაწერეს სამშვიდობო მესიჯები. მათგან მთავარი ასე ჟღერს: „ჩვენ მშვიდობა გვინდა!“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები