ფორუმ-თეატრის ექვსი წარმოდგენა ქუთაისში

  

ქუთაისი. სიყვარულის პარკი. ფორუმ-თეატრის ექვსი წარმოდგენა - საინტერესო გარემო, მაყურებელთა ჩართულობა, აქტიური დისკუსიები, მოწონება, ანალიზი, საკუთარი ისტორიების მოყოლა.

მაყურებლის აქტიურობა იგრძნობოდა ყველა წარმოდგენის შემდეგ, მაგრამ განსაკუთრებული გავლენა განაპირობა დედა-შვილის ურთიერთობის სცენამ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრი წყალტუბოში

  

წყალტუბოს დევნილთა დასახლებაში ჩატარდა ფორუმ-თეატრის წარმოდგენა, მაყურებელთა რაოდენობა მცირე იყო. ზოგიერთი მათგანი აგრესიით განეწყო. განაცხადა, რომ  ეს წარმოდგენები ახალგაზრდებზე უარყოფითად მოქმედებს. თუმცა დისკუსიის შედეგად მათ შეეცვალათ შეხედულება. აღინიშნა, რომ ფორუმ-თეატრი ცვლის ადამიანის ცნობიერებას, ბევრ რამეზე დააფიქრებს და ეცდება, სხვანაირად მოიქცეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ფოთში

 

 

ფოთის მე-7 სკოლაში ნაჩვენები იყო ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმოდგენები. ღონისძიებას დაესწრო  35 მოსწავლე.

მაყურებელი ძალიან გააღიზიანა პირველმა სცენამ, რომელშიც წარმოდგენილია მამის აგრესიული დამოკიდებულება ქალიშვილის მიმართ, თუმცა აღინიშნა, რომ ეს რეალური ცხოვრებისეული სცენაა. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში, გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები.

წარმოდგენას ესწრებოდა სკოლის დირექტორი, რომელმაც ახლებური კუთხით დაინახა მოსწავლეები, მათი შეხედულებები. მან გამოთქვა სკოლაში ფორუმ-თეატრის შექმნის სურვილი და ითხოვა დახმარება ამ საქმეში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრის წარმოდგენები კოკში

ფორუმ-თეატრის წარმოდგენები გაიმართა კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) სკოლაში უფროსკლასელების წინაშე. ნაჩვენები იყო 6 წარმოდგენა, რასაც მოჰყვა საინტერესო დისკუსიები და სცენებში ჩართულობა.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო დამსწრეთა უმეტესობამ. წარმოდგენების შემდეგ ისინი დიდხანს საუბრობდნენ რეჟისორთან და ახალგაზრდა მსახიობებთან ფორუმ-თეატრის ისტორიის და სპეციფიკის შესახებ.

  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრი წყალტუბოში

  

წყალტუბოს 1-ლ სკოლაში ჩატარდა ფორუმ-თეატრის წარმოდგენა. ესწრებოდა 55 ადამიანი, ნაჩვენები იყო 5 წარმოდგენა. გაიმართა  დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ მასწავლებლები და დირექტორი. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს წარმოდგენებშიც და ძალიან საინტერესოდაც გამოუვიდათ.

დედა-შვილის სცენის შემდეგ ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა დედა გაამართლა და აღნიშნა, რომ შვილი არასწორად იქცეოდა. ეს მეტყველებს მათ კარგ აღზრდაზე და უფროსის მიმართ პატივისცემაზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები