ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ქუთაისში

 
 
ფორუმ-თეატრის წარმოდგენების გამართვას საზოგადოებრივ ადგილებში ყოველთვის დიდი ეფექტი მოყვება.
12 მაყურებელი ესწრებოდა ფორუმ-თეატრის წარმოდგენასერთ საღამოს ქუთაისში, ნინოშვილის პარკში. ახალგაზრდა მსახიობებმა ითამაშეს 5 სცენა. აქტიური დისკუსია გაიმართა, შთამბეჭდავი აღმოჩნდა მაყურებლისთვის ამ ფორმით ნაჩვენები ოჯახური ძალადობის პრობლემა. იყო აზრთა სხვადასხვაობა - ასაკოვანი მამაკაცი და ახალგაზრდა ქალი ერთმანეთს არ უთმობდნენ, თავიანთ პოზიციას ასაბუთებდნენ. თუმცა, ორივე იმ აზრზეა, რომ ძალადობა დაუშვებელია.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრი წყალტუბოსა და ქუთაისში

  
1 სექტემბერს ფორუმ-თეატრმა ჩაატარა 6 წარმოდგენა წყალტუბოს ცენტრალურ პარკში, მაყურებელთა შორის იყვნენ დამსვენებლები აზერბაიჯანიდან, რომლებიც დაინტერესდნენ ფორუმ-თეატრის სპეციფიკით, მაგრამ არ დაეთანხმნენ, რომ არ არსებობს ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა. ხშირად იმეორებდნენ, რომ ესა თუ ის ქცევა არ ითვლება ძალადობად, რომ ქალის მოვალეობაა, ემსახუროს და დაუჯეროს მამაკაცს.
მეორე დღეს ფორუმ-თეატრმა ჩვენება გაიმართა ქუთაისში, ახალგაზრდულ ცენტრ „სულიკოში“. აქ ესწრებოდა 13 ახალგაზრდა, ნაჩვენები იყო 7 სცენა. შინაურული სიტუაცია შეიქმნა, მინაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, იყვნენ გულახდილები, საკუთარი ისტორიებიც მოყვეს, რომლებიც გარკვეული დროის შემდგომ ფორუმ-თეატრის სცენარებში იქნება გამოყენებული.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრი „სულიკოში“

 
ქუთაისში, ახალგაზრდულ ცენტრ „სულიკოში“ ჩატარდა ფორუმ-თეატრის წარმოდგენები. ნათამაშები იყო 6 სცენა.
დიდი შთაბეჭდილება გამოიწვია დედა-შვილის ურთიერთობის ამსახველმა სცენამ. მაყურებელმა აქტიური მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში. ახალგაზრდებმა განსხვავებული პოზიციები გამოხატეს, საინტერესო მაგალითები მოიყვანეს თავიანთი ცხოვრებიდან. ზოგი მათგანი თამაშში ჩაერთო და სცენარიც კი შეცვალა.   
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ხონში

 
ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრი ახალი შემადგენლობით თამაშობს. აგვისტოს პირველი წარმოდგენა გაიმართა ხონში, დევნილთა კოლექტიური ცენტრის კლუბში. აქტიური დისკუსია მოყვა ოჯახური ძალადობის სცენას. დიდი ინტერესით განიხილეს შეყვარებული წყვილის მინი-ისტორია. როცა სცენიდან დედა-შვილის კონფლიქტი გამოჩნდა, მაყურებელი დაიძაბა. ერთი ახალგაზრდა კაცის თქმით, დედა ვალდებულია, მთელი ცხოვრება ემსახუროს შვილს.
მაყურებლის აზრით, ეს სცენები რეალობას ასახავს და ბევრ რამეზე აფიქრებს ადამიანს.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ბათუმში სტარტი აიღო გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტმა

  
ბათუმში სტარტი აიღო გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტმა „ბათუმის ახალგაზრდები - არაძალადობრივი საზოგადოებისთვის“, რომელიც ბათუმის მერიისა და ფონდი „სოხუმის“ მიერ არის დაფინანსებული. გავრცელდა  პრეს-რელიზი, რომლითაც საზოგადოებას პროექტის დაწყების შესახებ მიეწოდა ინფორმაცია.
18 ივნისს N2 სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა დიდი შეხვედრა, რომელზეც ექვსი სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები შეიკრიბნენ.
სასკოლო ფორუმ-თეატრებისთვის შეირჩა მოსწავლეები, დაიწყო მუშაობა სცენარებზე.
პროექტს სოლიდარობა გამოუცხადა ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა, რომელმაც იმ დღეს საჩვენებელი წარმოდგენა გამართა და დამსწრეთათვის თვალსაჩინო გახადა ფორუმ-თეატრის დისკუსიების სპეციფიკა.
შემდეგი აქტივობა  ტრენინგი იქნება, რომელიც პროექტის მონაწილეებს ფორუმ-თეატრის არსის შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს მისცემს.
 
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები