
ფორუმ-თეატრმა წარმოდგენები გამართა ბათუმში - ქალაქის მეორე საჯარო სკოლაში მაყურებელთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა. აქ შეიკრიბნენ ქალაქის 6 სკოლის წარმომადგენლები. ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრი ხელს უწყობს ამ სკოლებში ფორუმ-თეატრების ჩამოყალიბებას.
მოეწყო ძალიან საინტერესო დისკუსია, სცენებში ჩართულობა ძალიან აქტიური იყო - 5-ჯერ გათამაშდა ოჯახური ძალადობის სცენა, მოსწავლეებიც ჩაერთნენ და მასწავლებლებიც. ჩატარდა კასტინგი და თითო სკოლიდან არჩეულ იქნა 5 მსახიობი. ახლა იგეგმება მასტერ-კლასები ბათუმელი ახალბედა მსახიობებისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

6 წარმოდგენა გამართა ხონის ცენტრალურ პარკში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა. მაყურებელთა შორის იყვნენ ახალგაზრდებიც და შედარებით ასაკოვანი ადამიანებიც. მათ მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში, მოეწონათ სცენები, მაგრამ არ შეუცვლიათ მათი მიმდინარეობა - არ უცდიათ თავად ეთამაშათ მსხვერპლისა თუ მოძალადის როლი.
კოკში ჩატარდა ფორუმ-თეატრი მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის - დედა-შვილის ურთიერთობა, ოჯახური ძალადობის სცენა. წარმოდგენებს მოყვა საინტერესო დისკუსია, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ახალგაზრდები. ყველაზე ცხარე დისკუსია გამოიწვია ეჭვიანობის სცენამ, რადგანაც ეს პრობლემა ბევრ ოჯახს აწუხებს.



