ვორკშოპები 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში

1 2 3

ზედა სიმონეთის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი), სენაკის №3 და ქუთაისის №11 საჯარო სკოლებში გაიმართა ვორკშოპები თემაზე „კონფლიქტის შესაძლო შედეგები და კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევის სახეები“. დეკემბრის დასაწყისში ჩატარებული ვორკშოპები მიეძღვნა საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.“

მოსწავლეებმა თავიანთი ნახატები წარმოადგინეს. ასევე იმუშავეს „უფლებების კედლის“ შედგენაზე. ზედა სიმონეთში ფონდი „სოხუმის“ მოხალისე სოფია ვაგნერიც იმყოფებოდა. მონაწილეებმა  ჯგუფებში იმუშვეს კონკრეტულ სავარჯიშოებზე და როლებში განასახიერეს ქცევის სახეები.

ვორკშოპების მონაწილეებმა დამოუკიდებლად ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები კონფლიქტის თემაზე სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვაჟები - მამაკაცის როლზე ოჯახსა და საზოგადოებაში

1 2 3 4 5 6 7 8

1 ნოემბერს დაიწყო და 24 ნოემბერს დასრულდა ვაჟებთან მორიგი შეხვედრები ფოთის, სენაკის, თერჯოლის, ლანჩხუთის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ოზურგეთის, სამტრედიის, ქუთაისის მუნიციპალიტეტებში.

შეხვედრაზე განხილული იყო მამაკაცის როლი ოჯახსა და საზოგადოებაში. ბიჭები ამბობდნენ, რომ მათ გააჩნიათ დამცველის, ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფის ფუნქცია. მამაკაცის როლზე ბავშვის აღზრდაში და სხვა საოჯახო საქმეებში ნაკლებად ამახვილებდნენ ყურადღებას. ამიტომ სწორედ ამ საკითხებზე გაკეთდა აქცენტი. ბოლოს აღინიშნა, რომ 25 ნოემბერს იწყება კამპანია „16 აქტიური დღეა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ და დაიგეგმა აქტივობები ყველა ჯგუფისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდული კლუბები ნიგვზიანში, ორსანტიაში, ღვანკითში

1 2 3

ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა ნიგვზიანის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) და ორსანტიის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში. ტოლერანტობის თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია ახალგაზრდებში.

ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდა მოხალისე, რომელიც გერმანიიდანაა ჩამოსული, აქტიურად ჩაერთო მუშაობაში ღვანკითის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში. მას ძალიან მოეწონა ახალგაზრდების დამოკიდებულება, როდესაც როლური თამაშის დროს დასვეს პრობლემა - მუსულმანი გოგონას გათხოვება სამეგრელოში. საინტერესო იყო მონაწილეების ანალიზი და დასკვნა: „ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც არ გინდა, რომ მოგექცნენ შენ.“

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ლია, გურიანთა, მელაური - კიდევ სამი ვორკშოპი

1 2 3

ვორკშოპზე კონფლიქტის ესკალაციის სტადიები და კონკრეტული ნაწარმოებები განიხილეს კონფლიქტის მართვის სწავლების ჯგუფის წევრებმა ლიის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) №1, გურიანთის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) და მელაურის (სამტრედიის  მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში. მათთვის საინტერესო აღმოჩნდა ეს საკითხები და ეს ფიდბეკის დროს გაკეთებულმა ჩანაწერებმაც დაადასტურა:

„ასეთი შეხვედრები მასწავლის, ვიყო არაკონფლიქტური და შემდეგში ძალადობაც ნაკლები იქნება.“

„კონკრეტული მაგალითების განხილვით მივხვდი, რომ კონფლიქტის დარეგულირება შესაძლებელია.“

„ერთი სიტყვით  - „ბოდიში“  - შესაძლებელია კონფლიქტის შეჩერება.“

„მინდა, მე თვითონ ჩავატარო ასეთი შეხვედრა“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისი, ლესა, განმუხური - კონფლიქტოლოგიის ვორკშოპები

1 2 3

ქუთაისის №11, ლესის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) და განმუხურის (ზუგდიდის  მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში  კონფლიქტის მართვის სწავლების ჯგუფებისთვის ჩატარდა ვორკშოპები კონფლიქტის ესკალაციის სტადიებზე. მონაწილეებმა  მოიფიქრეს და გაითამაშეს პატარა სცენები და ამ გზით უკეთ გაიაზრეს პრობლემა. უკუკავშირის დროს მათ აღნიშნეს ამგვარი სწავლების მნიშვნელობა და გამოხატეს თავიანთი ემოციები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები