ვორკშოპების ციკლის დასრულება სენაკში, ორულუში, ფოთში

1 2 3

დასრულდა ვორკშოპების ციკლი სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმში, სოფელ ორულუს (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ფოთის №1 საჯარო სკოლებში. მოსწავლეების თქმით, კონფლიქტოლოგიის საკითხებზე ჩატარებული ვორკშოპები საჭირო და აუცილებელია მათთვის. ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ ინფორმაცია მიწოდებული იყო მარტივ და გასაგებ ენაზე, მუშაობა საინტერესოდ და ხალისიანად მიმდინარეობდა.

ვორკშოპებს პედაგოგებიც ესწრებოდნენ. მათ აღნიშნეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ხელს უწყობენ  მოსწავლეთა ჯანსაღი ცნობიერების ჩამოყალიბებას, მათ ინფორმირებას და გააქტიურებას. ვორკშოპებიც ამის დასტურია და საუკეთესო შესაძლებლობა - ადრიდანვე ისწავლონ კონფლიქტების მართვა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრები ნახახულევში, გურიანთაში, წყალტუბოში

1 2 3

ივნისის პირველი სამი შეხვედრა ჩატარდა ნახახულევის (ხონის მუნიციპალიტეტი), გურიანთას (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლების და წყალტუბოს კერძო სკოლა  „ოცნებას“ ახალგაზრდულ კლუბებში. შეხვედრების თემა იყო: ეთიკისა და ესთეტიკის, ჯანსაღი ცხოვრების, სქესობრივი აღზრდის ნორმები.   

მონაწილეები მაქსიმალურად ჩაერთნენ მუშაობაში, ისაუბრეს ინფორმაციის დეფიციტზე, ასეთი სწავლების აუცილებლობაზე. იყო დისკუსიები, აზრთა დაფიქსირება, ანალიზი. განსაკუთრებით საინტერესოდ გამოჩნდა მოზარდების თვალით დანახული პრობლემები და მათი სურვილი, მოაგვარონ, იპოვონ გამოსავალი, უკეთესი გახადონ ცხოვრება...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ინიცირებული შეხვედრები მოსწავლეებთან

1 2 3

ფონდი „სოხუმის“ კონფლიქტოლოგთან ერთად ჩატარებული ვორკშოპების შემდეგ „კონფლიქტის მართვის“ ჯგუფის წევრებმა დაიწყეს საინფორმაციო შეხვედრები თავიანთ სკოლებში.

ქალაქ ფოთის №1, სოფელ ნიგვზიანის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) და სოფელ გვიშტიბის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) ჯგუფების წევრებმა უკვე ჩაატარეს რამდენიმე ასეთი შეხვედრა, რომელსაც დირექტორი და პედაგოგები ესწრებოდნენ.

მოსწავლეთა თქმით, ძალიან საინტერესოა წამყვანის როლში ყოფნა, ცოდნის გაზიარება, გამოცდილების შეძენა...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შემაჯამებელი ვორკშოპები კონტუათში, გვიშტიბში, ოზურგეთში

1 2 3

კონფლიქტოლოგიის საკითხებზე შემაჯამებელი ვორკშოპები ჩატარდა კონტუათის (ხონის მუნიციპალიტეტი), გვიშტიბის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) და ოზურგეთის მე-4  საჯარო სკოლებში. ვორკშოპებს მოსწავლეები, დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ. აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ძალიან საჭიროა, რადგან კონფლიქტების მართვა საკმაოდ აქტუალურია.

პედაგოგების თქმით, არასამთავრობო სექტორი სკოლებს ეხმარება, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ ემოციების მართვა და ადამიანებთან ურთიერთობა კონფლიქტების გარეშე. მათ  აქვთ შესაძლებლობა, იყვნენ ლიდერები - უფრო განვითარებულები, თამამები, სამართლიანები - და იცხოვრონ არაძალადობრივ გარემოში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპები ნიგვზიანში, ქვედა სიმონეთში, ქუთაისში

1 2 3

სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ჩატარდა ვორკშოპები ნიგვზიანის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), ქვედა სიმონეთის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) და ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.

მოსწავლეების შეფასებები ასეთია:

„შევიტყვე, როგორ მოვიქცე კონფლიქტურ სიტუაციებში“, „ხანდახან ბრაზი იმდენად მიტევს, რომ ვერ ვაკონტროლებ ემოციებს, მაგრამ ამ შეხვედრების შემდეგ უფრო მშვიდი გავხდი“, „გავიგე, რომ ცხელ გულზე არ მივიღო გადაწყვეტილება“, „ძალიან კარგია ასეთი სახის შეხვედრები. უკეთესია, უფრო ხშირად ვხვდებოდეთ ერთმანეთს“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები