მუშაობა ვაჟებთან თემაზე „ტოლერანტობა“

1 2 3 4

მაისში ვაჟებთან ონლაინ შეხვედრების თემა იყო „ტოლერანტობა“. ფონდი „სოხუმის“ ტრენერი დაუკავშირდა თერჯოლის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ქუთაისის, სენაკის, ფოთის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებს. ჩართვა მოხდა ჯგუფურადაც და ინდივიდუალურადაც. ვაჟები აღნიშნავენ, რომ ეს სიტყვა მათთვის უცხო არ არის, ხშირად ესმით, თუმცა მის შინაარსზე არასდროს უმსჯელიათ. ამიტომაც პირველი, რაც შეხვედრების დროს კეთდებოდა - იყო „ტოლერანტობის“ განმარტება. დიდი დრო დაეთმო იმაზე საუბარს, შეიძლება თუ არა ისწავლო ტოლერანტობა და რა მნიშვნელოვანია, ცხოვრობდე ტოლერანტულ საზოგადოებაში.

მუშაობაში იყო სიახლეც - ტრენერი ესაუბრა რამდენიმე მასწავლებელს, მათი გამოცდილების გასაზიარებლად. მასწავლებლების თქმით, ისინი მოსწავლეებთან მუშაობის დროს იყენებენ ვიდეორგოლებს, მულტფილმებს, პრეზენტაციებს, თანდათან პოზიტიური ნაბიჯები იდგმება ონლაინ სწავლების მხრივაც.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფახულანი, დვაბზუ, კულაში - ონლაინ შეხვედრები და ვიდეოგაკვეთილი

1 2 3

კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან მაისშიც ონლაინ გაიმართა მუშაობა. ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე კონფლიქტოლოგმა ატვირთა მორიგი გაკვეთილი „კონფლიქტის შესაძლო შედეგები, ქცევის სტილი კონფლიქტურ სიტუაციაში“.

ონლაინ შეხვედრები გაიმართა - ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) მეორე საჯარო სკოლის, დვაბზუს (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) და კულაშის (სამტრედიის  მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. მათ მოისმინეს ვიდეოგაკვეთილი, დაიწყეს ვიდეომიმართვების ჩაწერა კონფლიქტისა და  COVID-19-ის  თემაზე, ესეების და ნახატების მომზადება და მონაწილეობა საინტერესო რუბრიკაში  „წერილი სანდო ადამიანს“.

უკვე მიღებულია პირველი წერილები  და გამოქვეყნებულია ფეისბუქგვერდზე.

            პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფოთი, ღვანკითი, ქუთაისი - ახალგაზრდული კლუბები ონლაინ

1 2 3

ფოთის კერძო სკოლის, ღვანკითის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) და ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლების ახალგაზრდულ კლუბებშიც, როგორც სხვა კლუბებში - ტოლერანტობა იყო მსჯელობის თემა.

შეხვედრა ისევ ონლაინ გაიმართა, რადგან ჯერაც იკრძალება გარეთ გასვლა.

ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ განხილვაში, საინტერესო იყო მათი ანალიზი ტოლერანტობის თემაზე. შეხვედრის შემდეგ მათ გაუჩნდათ ინიციატივები - დაწერონ ესეები, შექმნან ვიდეორგოლები. სკოლის დირექტორებმა და პედაგოგებმა კმაყოფილება გამოხატეს მოსწავლეების აქტიურობის გამო.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ონლაინ შეხვედრები ლანჩხუთის, ქუთაისის, ნაბაკევის ახალგაზრდულ კლუბებთან

1 2 3

მაისის დასაწყისში სამი ონლაინ შეხვედრა ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის წევრებთან. ამჯერად ლანჩხუთის, ქუთაისის და სოფელ ნაბაკევის (სამტრედიის მუნიციპალიტეტი) სკოლების მოსწავლეები ჩაერთნენ. შეხვედრებზე განხილული იყო ძალადობის პრობლემა მოზარდებში, სკოლისა და ოჯახის როლი, დაცვის მექანიზმები. შეხვედრების მონაწილეებმა გულრფელად ისაუბრეს ძალადობის მიზეზებზე, მშობლებთან და მასწავლებელებთან ურთიერთობების პრობლემებზე, მოიყვანეს მაგალითები. აქცენტი გაკეთდა პანდემიის პირობებში გაზრდილ შემთხვევებზე და გამოსავალზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კიდევ სამი ონლაინ შეხვედრა

1 2 3

კიდევ სამი ონლაინ შეხვედრა გაიმართა  კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან. 13, 15 და 16 აპრილს - ძევრის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი), კულაშის (სამტრედიის მუნიციპალიტეტი) და ქუთაისის №13 საჯარო სკოლებში. სულ თვეში, როგორც ყოველთვის, 9 შეხვედრა მოეწყო.

მოსწავლეებმა მოისმინეს ვიდეოგაკვეთილი და შემდეგ ტრენერთან ერთად ისაუბრეს კონფლიქტის ესკალაციაზე, განიხილეს სტადიები, მიიღეს დავალებები - ჩაეწერათ ვიდეომიმართვები კონფლიქტისა და  COVID-19-ის  შესახებ, დაეწერათ ესეები, გაეკეთებინათ ნახატები... მოზარდებმა დიდი ინტერესით დაიწყეს საშინაო დავალების შესრულება და ზოგიერთმა უკვე გამოაგზავნა კიდეც.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები