ონლაინ შეხვედრები ძევრის, თეკლათის, ანაკლიის ჯგუფებთან

1 2 3 4

 5 6

გრძელდება ონლაინ შეხვედრები. ამჯერად - ძევრის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი), თეკლათის (სენაკის მუნიციპალიტეტი) და ანაკლიის(ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლის კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან. მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ მუშაობაში. მათ ნახეს და მოეწონათ ვიდეოგაკვეთილი, დატოვეს კომენტარები, გააზიარეს თავიანთ ფეისბუქგვერდებზე. მოსწავლეებმა ასევე დაწერეს ესეები, რომლებიც განთავსდა ფონდი „სოხუმის“ ფესიბუქგვერდზე.

მათი თქმით, კარგია, რომ მუშაობა გრძელდება - ახლა განსაკუთრებით უნდა ვიზრუნოთ კონფლიქტების მართვაზე, რადგან რთულ დღეებში ხშირია კონფლიქტური სიტუაცია. მოსწავლეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ვითარება მალე სასიკეთოდ შეიცვლება და კონფლიქტოლოგიის ვორკშოპებიც განახლდება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ონლაინ შეხვედრები ახალგაზრდულ კლუბებთან

1 2 3 4

სენაკის, ქუთაისის და განმუხურის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდულ კლუბებთან ონლაინ შეხვედრები გაიმართა. ეს საინტერესო ფორმატია, რადგანაც ახალია და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე... შეხვედრებზე პროექტის მოდერატორმა მოსწავლეებთან ერთად განიხილა როგორც ოჯახში ძალადობის თემა, ასევე დღევანდელი სიტუაცია ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით.

რაც მთავარია, ახალგაზრდებში პანიკა არ არის. ისინი სწავლის განახლების მოლოდინში არიან და ჩვენი ინიციატივით ახალგაზრდული კლუბის წევრები უერთდებიან ახალგაზრდულ აქციას სოციალურ ქსელში „ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ გავიმარჯვებთ!“

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვაჟებთან შეხვედრები ქუთაისში, სენაკში, ფოთში

1 2 

3 4

თებერვლიდან განახლდა მუშაობა  ვაჟებთან, დაიწყო შეხვედრების ახალი ციკლი. პირველი შეხვედრები გაიმართა ქუთაისის (3 თებერვალი), სენაკის (5 თებერვალი) და ფოთის (7 თებერვალი)  მუნიციპალიტეტებში. განხილული იყო აქტუალური საკითხები: „ძალადობის მავნებლობა“ და „ვაჟკაცობის ცნების გააზრება“. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ვაჟების ინფორმირება და მოტივირება, რათა შემდეგ მათ გაავრცელონ ინფორმაცია.

შეხვედრებზე გამოყენებული იყო სხვადასხვა მეთოდი: მინი ლექცია, როლური თამაშები, დისკუსია, ჯგუფური სავარჯიშოები. ყოველივე ეს ვაჟებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ისინი აქტიურად ჩაერთნენ მუშაობაში და გამოხატეს საკუთარი აზრი. ბიჭების აზრით, ძალადობას ჯერ კიდევ არ მიიჩნევს საზოგადოება მნიშვნელოვან პრობლემად და ამიტომაც საჭიროა მეტი მუშაობა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპები თეკლათში, ქუთაისში, ფოთში

1 2 3

„ასეთი შეხვედრები საჭიროა კონფლიქტური სიტუაციების შესამცირებლად“, „უფრო მეტი  საგანმანათლებლო შეხვედრა უნდა ჩატარდეს, რათა ბავშვებმა ბევრი რამ შეიტყონ“, „ბავშვებთან აქტიური მუშაობაა საჭირო, რომ მათ კონფლიქტის მართვა შეძლონ“, „ვსწავლობთ ერთმანეთის აზრის პატივისცემას“, ეს თემა სკოლებში აუცილებელია“, „დღეს გავიგე, რას ნიშნავს სიტყვა „მედიატორი“, „ამ შეხვედრას 10-დან 10 ქულას დავუწერდი“, „მინდა რომ მუშაობა გაგრძელდეს“...

მასწავლებლებისა და მოსწავლეების ეს შეფასებები კარგად ასახავს ვორკშოპების მნიშვნელობას, საჭიროებას, ინტერესს, გავლენას და ცვლილებებს. ვორკშოპები მშვიდობისა და კონფლიქტის თემაზე ჩატარდა სოფელ თეკლათის (სენაკის მუნიციპალიტეტი) და ქუთაისის №13 საჯარო სკოლებში და ფოთის შპს „გიმნაზიაში“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კონფლიქტის თემაზე ვორკშოპების ციკლის დასრულება 9 სკოლაში

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

ხუთი თვის მანძილზე იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის 9 სკოლაში ჩატარდა ვორკშოპების ციკლი კონფლიქტის მართვის სწავლების კუთხით. იანვარში კი ფონდი „სოხუმის“ კონფლიქტოლოგმა გაწეული მუშაობა შეაჯამა.

მუშაობის გეოგრაფიული მონაცემები ასეთია:

სამი ქალაქი - სენაკის მე-3 საჯარო სკოლა, ფოთის შპს „თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზია და ქუთაისის მე-11 საჯარო სკოლა.

ექვსი სოფელი: გურიანთა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), მელაური (სამტრედიის მუნიციპალიტეტი), განმუხური (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლია (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), ზედა სიმონეთი (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) და ლესა (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი).

შემაჯამებელ შეხვედრებს პროექტში ჩართულ მოზარდებთან ერთად ესწრებოდნენ სკოლების დირექტორები, პედაგოგები და სხვა კლასის მოსწავლეები. მათი თქმით, კონფლიქტების თემა აქტუალურია და აუცილებელია ახალგაზრდებთან ამ კუთხით მუშაობა. როგორც აღინიშნა, ახალგაზრდები ვორკშოპებზე მიღებულ ცოდნას და უნარებს გამოიყენებენ პირად ცხოვრებაში და გამოცდილებას გაუზიარებენ სხვებსაც.

მოსწავლეებისა და პედაგოგების ფიდბეკიდან:

„ეს იყო დროული, საჭირო და სასარგებლო  ვორკშოპები“.

„მადლობა ფონდ „სოხუმს“ ჩვენი სკოლის არჩევისთვის“.

„კარგია, რომ მოსწავლეების აქტიურობა არ დარჩა შეუმჩნეველი და მათ გადაეცათ სერტიფიკატები“...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები