ონლაინ შეხვედრები და მადლობა მშვიდობისმყოფელთა რეგიონული პლატფორმისგან

1 2

 3 4

7, 8 და 10 აპრილს ჩატარდა ონლაინ შეხვედრები სუფსის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი),  დვაბზუს (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) და თეკლათის (სენაკის მუნიციპალიტეტი)   საჯარო სკოლების  კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან.

მოსწავლეებმა ტრენერთან ერთად განიხილეს თემა „კონფლიქტის ესკალაცია“, ისაუბრეს კონკრეტულ მაგალითებზე თავიანთი ცხოვრებიდან.  

შემდეგ მათ დაიწყეს საშინაო დავალების შესრულება: ვიდეომიმართვები კონფლიქტისა და  COVID-19-ის შესახებ, ესეები, ნახატები... ზოგიერთი მათგანის ნამუშევარი უკვე გამოქვეყნდა ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე.

უნდა აღინიშნოს, რომ მშვიდობისმყოფელთა რეგიონულმა პლატფორმამ მადლობა გადაგვიხადა იმ შრომისთვის, რომელსაც მოსწავლეებთან ვეწევით პანდემიის პირობებში.

ფეისბუქგვერდზე აღნიშნულია: ძალიან გვიხარია, რომ ამ სიტუაციაში ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ აგრძელებს ონლაინ სემინარებს კონფლიქტების მართვაში. უღრმესი მადლობა ლელა შენგელიას, რომელიც ამ მუშაობას წარმართავს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ონლაინ შეხვედრები, ვიდეოგაკვეთილი, საშინო დავალება

1 2 3

2, 4 და 6 აპრილს ჩატარდა ონლაინ შეხვედრები ფოთის შპს „გიმნაზიის“, ანაკლიის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლების  კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან.

მოსწავლეებთან ერთად განხილული იყო თემა „კონფლიქტის ესკალაცია“, ხოლო მესენჯერის ჯგუფებში გაიგზავნა მოთხრობები, რომლებშიც მოცემულია კონფლიქტის  ესკალაციის მაგალითები.

7 აპრილს ფონდი „სოხუმის“კონფლიქტოლოგმა ფეისბუქგვერდზე ატვირთა მორიგი ონლაინ გაკვეთილი კონფლიქტის ესკალაციის თემაზე.

მოსწავლეებს მიეცათ დავალება, ჩაეწერათ ვიდეომიმართვები კონფლიქტისა და  covid 19-ის  შესახებ, გამოეგზავნათ ესეები, ნახატები... ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე უკვე გაჩნდა მათი ნამუშევრები, რომელთაც ინტერესით ეცნობა მკითხველი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ტოლერანტობა, როგორც გრძნობა - ახალგაზრდულ კლუბებში

1 2 3

ტოლერანტობა, როგორც გრძნობა - ეს საკითხი განიხილეს ნაბაკევის (სამტრედიის მუნიციპალიტეტი), ლიის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) და ლანჩხუთის საჯარო სკოლების ახალგაზრდულ კლუბებში. დღევანდელი საკარანტინო სიტუაციიდან გამომდინარე, შეხვედრები ინტერნეტის საშუალებით შედგა. ამ სივრცეშიც იგრძნობოდა ბავშვების ჩართულობა, ინტერესი და აქტიურობა... მათ  დაგეგმეს, სოციალურ ქსელში განაგრძონ დისკუსია ტოლერანტობის თემაზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ონლაინ ჩართვები ახალგაზრდულ კლუბებთან

1 2 3

ონლაინ ჩართვები მოეწყო მენჯის (სენაკის მუნიციპალიტეტის), განმუხურის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ოზურგეთის საჯარო სკოლების ახალგაზრდულ კლუბებთან.

საუბრის თემა იყო ტოლერანტობა, რომელიც პანდემიის ვითარებაშიც საკმაოდ აქტუალურია -დღესაც არის შემწყნარებლობის, სიყვარულის დეფიციტი. მოსწავლეებმა  პანდემიის თემაზე მოამზადეს და ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე განთავსდა სამი ვიდეორგოლი, რაც მათი ინიციატივის და აქტიური ჯგუფური მუშაობის შედეგია.

სამწუხაროდ, ზოგან არის ტექნიკური პრობლემები და ამის გამო ყველა მოსწავლე ვერ ჩაერთო, თუმცა მას პროექტის მოდერატორი ინდივიდუალურად შეეხმიანა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრები უჩვეულო ფორმატით - ცხემლისხიდი, წალენჯიხა, ფოთი

1 2 3 4 5

ახალ, უჩვეულო, მაგრამ საინტერესო ფორმატში გაიმართა შეხვედრები ახალგაზრდულ კლუბებთან. ონლაინ ჩართვები განხორციელდა ცხემლისხიდის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), წალენჯიხის და ფოთის სკოლების ახალგაზრდული კლუბის წევრებთან. თავიდან საუბარი შეეხო არსებულ მდგომარეობას, აღინიშნა,რომ ყველა უნდა დარჩეს სახლში, დაიცვას სათანადო რეკომენდაციები და ამით ხელი შეუწყოს პრევენციას.

შეხვედრებზე, რა თქმა უნდა, განხილული იყო გეგმური საკითხებიც, რომლებიც ოჯახში ძალადობას და კონფლიქტების განვითარებას უკავშირდება. ონლაინ ფორმატის მიუხედავად, ჩართულობა აქტიური იყო და დისკუსიაც განსაკუთრებულად საინტერესო.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით  (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები