ვაჟებთან მუშაობა განსხვავებული ფორმატით

1 2 3 4 5 6

ვაჟებთან მუშაობა მარტის თვეში განსხვავებულად მიმდინარეობს. პროექტის ასისტენტი ბექა ფოცხვერია აღნიშნავს:

- აქტიურად გადავედით ვიდეოლექციებზე. მომზადდა და ფონდი  „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე აიტვირთა ვიდეომიმოხილვა. რომელშიც ყურადღება გავამახვილე, რა გზა გაიარეს ქალებმა დღემდე და რას აკეთებენ გენდერული ბალასის მიღწევისთვის.  ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოყვა. კომენტარები გამოხატეს როგორც ქალებმა, ასევე ვაჟებმა.

ონლაინლექციების და ვიდეოჩართვების გარდა მარტში ბიჭებმა თავადაც იაქტიურეს. სიქთარვის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლის მოსწავლემ გიგი ჯიქიძემ ვიდეორგოლი მოამზადა. სენაკის საჯარო სკოლის მოსწავლემ დახატა ნახატა თანასწორობის თემაზე. ბიჭებმა დაწერეს ჩანახატები ძალადობის მავნებლობასთან დაკავშირებით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ონლაინ შეხვედრები პატარა კონფლიქტოლოგებთან და აქცია ფეისბუქზე

1 2 3 4 5 6

სოფელ ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), დვაბზუს (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი),   სუფსის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) და ფოთის საჯარო სკოლების კონფლიქტის მართვის ჯგუფის აქტიურ წევრებთან  ჩატარდა ონლაინ შეხვედრები.

მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ. მათ მოეწონათ ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე ატვირთული ვიდეოგაკვეთილი, გაიგეს კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებზე და ყველამ გამოთქვა თავისი მოსაზრება. მომავალ თვეშიც ვიდეოგაკვეთილი ჩატარდება, თუმცა ყველას აქვს მალე შეხვედრის იმედი.

კორონავირუსის თემას თავიანთი ნამუშევრები მიუძღვნეს კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებმა  სუფსის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), თეკლათის (სენაკის მუნიციპალიტეტი) და ანაკლიის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებიდან. მოსწავლეებმა ამით მხარი დაუჭირეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, რომელთაგან უმთავრესია - დარჩი სახლში!

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მენჯი, ღვანკითი, ნაბაკევი - ახალგაზრდული კლუბების ონლაინ შეხვედრები

1 2 3

მენჯის (სენაკის მუნიციპალიტეტი), ღვანკითის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) და ნაბაკევის (სამტრედიის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში ახალგაზრდული კლუბების  ონლაინ შეხვედრები გაიმართა.

განხილული იქნა მსოფლიოში Сovid-19-თან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია და პრობლემები, რომლებიც ხშირად ოჯახურ ძალადობას იწვევს.

ახალგაზრდებმა ცხოვრებისეული მაგალითები მოიყვანეს და საინტერესო დისკუსიაც გაჩაღდა. გამოვლინდა მონაწილეთა დიდი სურვილი - მალე ადგილებზე ცოცხალი შეხვედრები ჩატარდეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ონლაინ მუშაობა ვაჟებთან

1 2 3 4 5 6 7 

ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ფონდი „სოხუმი“ აქტიურად გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე. ონლაინ მუშაობა მიმდინარეობს ვაჟებთანაც. ფონდის ტრენერი აქტიურად დაუკავშირდა იმ მოსწავლეებს, რომლებიც ჩართულები არიან ექვსთვიან კურსში - თერჯოლის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ქუთაისის, სენაკის, ფოთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებიდან. ჩართვა მოხდა როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად. სამწუხაროდ, ჭირს ინტერნეტით საუბარი, ამიტომ ტრენერი ზოგიერთს ტელეფონით დაეკონტაქტა.

მარტის თემა იყო გენდერული როლები. საუბრის დროს აქტიურად განიხილეს საზოგადოებაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და თავად ბიჭების როლი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კონფლიქტოლოგის ვიდეოგაკვეთილი ფეისბუქგვერდზე

ფონდი „სოხუმის“ კონფლიქტოლოგის პირველი აქტივობა - კორონოვირუსთან დაკავშირებული პანდემიის რთულ პირობებში - იყო 16 მარტს ფონდის ფეისბუქგვერდზე ვიდეოგაკვეთილის ატვირთვა. ვიდეოგაკვეთილს მოჰყვა ბევრი გამოხმაურება.

აზიარებდნენ და აკომენტარებდნენ მოსწავლეები და მათი მშობლები, ასევე პედაგოგები, სკოლების დირექტორები და უბრალოდ - ფეისბუქმკითხველები.

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა პირად საუბრებსა და მიმოწერებში აღნიშნეს, რომ მოეწონათ ვიდეოგაკვეთილი. მათი თქმით, ფონდმა „სოხუმმა“ რთულ ვითარებაში  ეფექტიანი  გამოსავალი იპოვა და მოზარდებს, იზოლაციის პირობების მიუხედავად, მისცა არაფორმალური განათლების მიღების, ინფორმირების და გააქტიურების საშუალება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები