ფოთი, ნოსირი, ქუთაისი - ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრები

1 2 3

ფოთის, სოფელ ნოსირის (სენაკის მუნიციპალიტეტი) და ქუთაისის საჯარო სკოლებში ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა აქტუალურ თემაზე „ტოლერანტობის პრობლემა ახალგაზრდებში“.

კლუბები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ მოზარდებს აერთიანებთ პრობლემის მოგვარების სურვილი. ისინი მიიჩნევენ, რომ საზოგადოებაში დღეს ტოლერანტობის დეფიციტია და თავისებურად ხსნიან მიზეზებს. მათი აზრით, პატივი უნდა ვცეთ ყველა ადამიანის თვითმყოფადობას, ვიყოთ ტოლერანტულები. ამისთვის არ კმარა არაფორმალური განათლების საათები, არამედ  საჭიროა სკოლის, მასწავლებლების მაქსიმალური ჩართულობა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საუბრები კონფლიქტის ესკალაციაზე ფოთში, სენაკსა და სიმონეთში

1 2 3

1, 4 და 7 ნოემბერს ფოთის  შპს „თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიაში“, სენაკის №3 საჯარო სკოლასა და ზედა სიმონეთის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში კონფლიქტის მართვის სწავლების ჯგუფებთან ჩატარდა ვორკშოპი თემაზე „კონფლიქტის ესკალაციის სტადიები“. მონაწილეებმა კონკრეტული ნაწარმოებების განხილვით და როლური თამაშებით დაასკვნეს, რომ უმნიშვნელო მიზეზმაც კი შეიძლება გამოიწვიოს დიდი კონფლიქტი.  

მონაწილეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ვორკშოპებს:

„ჩემთვის ახალი იყო სიტყვა „ესკალაცია“, გავიგე ამ სიტყვის მნიშვნელობა და ძალიან მომეწონა აქტივობებიც.“

„უკვე ვიცი, კონფლიქტის რომელ სტადიაზე ჯობს შეჩერება.“

 „რჩევებს, რაც დღეს მოვისმინე, გამოვიყენებ მომავალშიც.“ 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer 
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდული კლუბები ნიგვზიანში, ორსანტიაში, ოზურგეთში

1 2

 3 4

ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა კიდევ სამ სოფელში: ნიგვზიანი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), ორსანტია (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ოზურგეთი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი). ეს იყო მონაწილეთა აქტიური ჩართულობა, განსხვავებული ხედვების დაფიქსირება, როლური თამაშები, დისკუსიები...

ყოველივე ეს ხელს უწყობს მოსწავლეებში არაძალადობრივი, ტოლერანტული ბუნების ჩამოყალიბებას. უკუკავშირის დროს მათ აღნიშნეს, რომ თავისუფლი სივრცე, რომელიც კლუბებზე ეძლევათ, მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ზედა სიმონეთი, ლია, მელაური - კიდევ სამი ვორკშოპი

1 2 3

კიდევ სამი ვორკშოპი ჩატარდა ოქტომბერში - ზედა სიმონეთის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი), ლიის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), მელაურის (სამტრედიის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში. თემა - კონფლიქტის გაჩენა და გამომწვევი მიზეზები.

ფონდი „სოხუმის“ კონფლიქტოლოგთან ერთად მოსწავლეებმა კონკრეტული დავალებები და როლური თამაშები შეასრულეს. ისინი აქტიურად ერთვებიან დისკუსიაში, სწავლობენ გუნდში მუშაობას. მათ აინტერესებთ ვორკშოპები, რადგან ბევრ სიახლეს იგებენ და პრაქტიკულ რჩევებსაც იღებენ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპები ლესაში, განმუხურში, გურიანთაში

1 2 3

10, 11  და 16 ოქტომბერს კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებზე ვორკშოპები ჩატარდა სოფელ ლესას (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), სოფელ განმუხურის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და სოფელ გურიანთას (ოზურგეთის  მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში.

კონკრეტული სავარჯიშოების განხილვის შედეგად მოსწავლეებმა გაიგეს კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები: დამახინჯებული ინფორმაცია, განსხვავებული ღირებულებები და სხვა.  ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები პროცესში და როგორც ფიდბეკზე აღნიშნეს, ეს ცოდნა გამოადგებათ ყოველდღიურ ურთიერთობებში.

დამსწრე პედაგოგების თქმით, თემა აქტუალურია და ასეთი შეხვედრებიც აუცილებელია, რადგან ხელს უწყობს სასკოლო კლიმატის გაუმჯობესებას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები