რადიოსიუჟეტი „ძველი ქალაქის“ ეთერში - სენაკის საბჭოს შესახებ

რა გამოვლინდა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად და რას გეგმავს საბჭო იდენტიფიცირებული საჭიროებების ადვოკატირებისათვის; როგორ აფასებენ საბჭოს წევრები ქსელის შექმნას და რა მოლოდინები აქვთ გაზრდილი კოორდინაციისა და თანამშრომლობის ფონზე; რომელი საკითხების ინტეგრირებას ისახავენ მიზნად მომდევნო წლის ბიუჯეტში და რა გამოწვევებს ხედავენ საბჭოს საქმიანობისათვის.
სენაკის გენდერული საბჭოს წევრების მოსაზრებები რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერით ფონდის რადიოჟურნალისტის მიერ მომზადებულ სიუჟეტში გაჟღერდა:
„საბჭოები აქამდეც ვცდილობდით ინფორმაციის გაცვლას, მოხარული ვართ, რომ ქსელი ამის მეტ შესაძლებლობას მოგვცემს“; „შარშან ჩვენს მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების ნაწილი გათვალისწინებული იქნა საკრებულოს მიერ. იმედს ვიტოვებთ, რომ წელს ეს მეტი წარმატებით განხორციელდება“; „საბჭოს მიერ იმაზე მეტი გაკეთდა, ვიდრე მოლოდინი გვქონდა. გენდერული თემატიკა აღარ არის ისე უცხო საზოგადოებისთვის. ახლა მეტი გვაქვს გამოცდილებაც და რესურსიც, ამიტომ ვფიქრობთ, დაწყებულ საქმეს მეტი წარმატებით გავაგრძელებთ“.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სიუჟეტი ვორკშოპზე, ბავშვების გენდერულ აღზრდაზე

ააიპ-ის ბაღების გაერთიანების თანამშრომლებისთვის ფონდ „სოხუმში“ ჩატარდა ვორკშოპი თემაზე „გენდერი. გენდერული როლები. გენდერული აღზრდა სკოლამდელ დაწესებულებებში“. ვორკშოპმა დააინტერესა მონაწილეები და სამუშაო პროცესში კორექტივების შეტანის მოტივაცია გაუჩინა. სწორედ ამაზეა აგებული ტელეკომპანია „რიონის“ ჟურნალისტების მომზადებული სიუჟეტი.
 
პროექტი ხორციელდება ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის
„დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის“  მხარდაჭერით 

სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა - ტელეკომპანია „ეგრისის“ ეთერში

ტელეკომპანია „ეგრისის“ ეთერში გასული სიუჟეტი სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის შესახებ მოგვითხრობს. როგორც პროექტის ასისტენტი თავის ინტერვიუში აღნიშნავს, საბჭოს მორიგ  სხდომაზე კიდევ ერთხელ განიხილეს ჩატარებულ გენდერულ საჭიროებათა კვლევის შედეგები და მუშაობა დაიწყეს თვითმმართველობისათვის წარსადგენ სარეკომენდაციო წინადადებებზე. იყო საუბარი ახალ გენდერულ საპროექტო იდეებზეც.
საბჭოს წევრებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს გენდერული საბჭოების ქსელის შექმნა, რომელსაც სენაკის საბჭოც შეუერთდა.
როგორც ითქვა, ყოველ საბჭოს აქვს თავისი გამოცდილება და ქსელი საშუალებას იძლევა, ეს ფართოდ იქნეს გაზიარებული. დაანონსდა ფორუმი, რომელიც სენაკის საბჭოს ეგიდით ჩატარდება და მასზე ქსელის ოზურგეთის, ბათუმის და ქუთაისის  წარმომადგენლებიც  იქნებიან მოწვეული.
სხდომას ფონდი „სოხუმის“ ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ, რომელთაც მაღალი შეფასება მისცეს სენაკში გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მჭიდრო თნამშრომლობით მიმდინარე საქმიანობას. ეს ეხებოდა ქალთა მონაწილეობის გაზრდას, საბიუჯეტო პრიორიტეტების შერჩევას, გენდერული ბიუჯეტის პრაქტიკის დანერგვას,  დონორების მოძიებას. დადებითად  შეფასდა 2015 წლის ბიუჯეტში დანერგილი ახალი პროგრამები, რომლებიც პასუხობს მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებებს. გამოითქვა იმედი, რომ ამ მიმართულებით ჩატარებული საქმიანობა კიდევ უფრო გაიზრდება 2016 წლისათვის.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

შეხვედრა ბათუმელ ჟურნალისტებთან

 
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ გაზეთ „ბათუმელების“ და სატელევიზიო არხების „იმედისა“ და „მაესტროს“ ადგილობრივი წარმომადგენლები, რომლებიც ფონდი „სოხუმის“ საქმიანობით დაინტერესდნენ.
ფონდი „სოხუმის“ პროექტის ასისტენტი მათ ესაუბრა გენდერული კუთხით ჩატარებულ კვლევაზე, მის შედეგებზე და ბათუმში გამართულ გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელურ შეხვედრაზე.                                                                                                                                                   
ჟურნალისტებთან შეხვედრა ადგილობრივ მედიაში გაშუქდება.
 
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

სიუჟეტი „რიონზე“ - ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შესახებ

15 ივლისს ტელეკომპანია „რიონის“ საინფორმაციო გამოშვებაში გასულმა სიუჟეტმა ქუთაისის  გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრის   თემები გაგვაცნო: საბჭოს წევრებმა საჭიროებათა კვლევის შედეგები განიხილეს და გაკეთებული დასკვნების საფუძველზე თვითმმართველობისათვის წარსადგენი წინადადებებისა და რეკომენდაციების პაკეტზე დაიწყეს მუშაობა.
საბჭოს თავმჯდომარემ თავის ინტერვიუში ყველაზე პრაქტიკული საკითხები გააჟღერა, რომლებიც კვლევის ჯგუფებმა წამოსწიეს, პასუხობს მოქალაქეების საჭიროებებს და, რაც მთავარია, შედის ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაში - გაჩერებებზე მისათითებელი ნიშნების დამონტაჟება, ხანდაზმულებისათვის შემეცნებით-გასართობი ცენტრის შექმნა და სხვა.
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს ჩატარებული კვლევის  მიზანზე. ითქვა, რომ ჩატარებულმა საქმიანობამ გამოავლინა ქალების, ახალგაზრდების, სოციალურად დაუცველების, შშმ ჯგუფების არაერთი სასიცოცხლი საჭიროება. საბჭოს წევრები იმედოვნებენ, რომ მოხდება ყველაზე საშური საკითხების ამორჩევა და თვითმმართველობისთვის შეთავაზება 2016 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები