ტელესიუჟეტი „გურია ნიუსში“ ოზურგეთის გენდერულ საბჭოზე

ტელესიუჟეტი მიეძღვნა ოზურგეთის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს. საკრებულოსა და საბჭოს წევრებმა ისაუბრეს იმაზე, რომ მიმდინარეობს მუშაობა თვითმმართველობისთვის წარსადგენი წინადადებების პაკეტზე და იმაზე, რომელი საკითხები განიხილება ლობირებისათვის: „გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომებზე მიმდინარეობს ინტენსიური მსჯელობა, რა ფორმით უნდა იქნეს წარდგენილი წინადადებებისა და პრიორიტეტების პაკეტი“.
როგორია ბიუჯეტში საბჭოს წინადადებების შეტანის პრაქტიკა? რომელი საკითხები იყო მხარდაჭერილი წინა ბიუჯეტში? პროექტის ასისტენტის თქმით, „გამართლებულია გენდერული პოლოტიკის შეთავაზების პრაქტიკა - კარგად ჩანს, რა რესურსებია ადგილობრივ დონეზე, რა ამოცანებია გადასაჭრელი ადგილებზე გენდერული პოლიტიკის დანერგვისთვის და ვინ არის პასუხისმგებელი“.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელი - ტელეგადაცემა «რიონის» ეთერით

გადაცემა შეეხო საკითხებს -  გენდერული საკონსულტაციო საბჭოების საერთო სტრატეგია, მთავარი მიმართულებები გენდერული პოლიტიკის დანერგვისა და ადგილობრივ დონეზე გენდერული ბიუჯეტირების კუთხით.
პროექტის ასისტენტებმა შეაჯამეს საპროექტო წელიწადის შედეგები, ისაუბრეს მიღწევებსა და გამოწვევებზე.
აღინიშნა, რომ ქუთაისის, სენაკისა და ოზურგეთის თვითმმართველობები ინტერესით უყურებენ გენდერულ საკონსულტაციო საბჭოებს, მხარს უჭერენ მის ინიციატივებს.
ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრმა ლელა ნაცვალაძემ ისაუბრა თვითმმართველობის მხარდაჭერაზე არა მხოლოდ პოლიტიკის დონეზე, არამედ პრაქტიკაში, რისი შედეგია ის, რომ ოზურგეთის ბიუჯეტი პარლამენტის გენდერული საბჭოს მიერ აღიარებული იქნა ყველაზე გენდერულ ბიუჯეტად. ამას თვითმმართველობა გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან თანამშრომლობის შედეგად მიიჩნევს.
მონაწილეებმა განაცხადეს, რომ გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელის შექმნა - ეს არის გაუმჯობესებული გენდერული პერსპექტივები და გამოცდილების გაზიარება. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა პარლამენტთან თანამშრომლობას. ითქვა, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება შეხვედრა და ახლა ხდება საკითხების განსაზღვრა გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელისა და პარლამენტის გენდერული საბჭოს ერთობლივი საქმიანობისთვის.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ტრენინგის ჩატარების ინიციატივა - ჟურნალისტებთან ჩატარებულ შეხვედრაზე

  
25 აგვისტოს ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრში („გურია ნიუსის“ ოფისი) ფონდი „სოხუმის“  წარმომადგენელი ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს დეპუტატი ლალი სიჭინავა. საუბრის თემა კი  გენდერული ბიუჯეტის საკითხებს შეეხებოდა.
აღინიშნა, რომ ჟურნალისტებმა მეტად უნდა მიაქციონ ყურადღება ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესს, გააკეთონ გენდერული აქცენტები.
იმისათვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს ზუსტი ინფორმაცია გენდერულ საკითხებზე, მნიშვნელოვანია ჟურნალისტების გენდერული განათლება.
შეხვედრაზე გაჩნდა ინიციატივა, ამ თემაზე გაიმართოს ტრენინგი. ტრენინგი ფონდი „სოხუმისა“ და გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით გაიმართება სექტემბრის დასაწყისში ოზურგეთის, ქუთაისის და სენაკის მედიის წარმომადგენლებისთვის.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სიუჟეტი ტრენინგის შესახებ

 
4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ტრენინგი თემაზე „ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ანალიზი, პოსტკონფლიქტური დარეგულირების გენდერული ასპექტები (კრეატიული მეთოდების ჩართვით)“.
სიუჟეტი, რომელიც ტელეკომპანია „რიონის“ ჟურნალისტებმა მოამზადეს, მაყურებელს მოუთხრობს ამ საინტერესო და უჩვეულო ტრენინგზე, მის მონაწილე გოგონებზე... და კიდევ ერთხელ აფიქსირებს ქართული საზოგადოების სამშვიდობო ხედვას.
ტრენინგი ჩატარდა ქართულ-აფხაზური პროექტის „ქალთა ხმის გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების დონეზე“ ფარგლებში შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით.
 
პროექტი ხორციელდება  შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური
დეპარტამენტის მხარდაჭერით

„გენდერული პერსპექტივები ადგილობრივ პოლიტიკაში“ - დიალოგი რადიო „რიონის“ ეთერში

ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს, ამომრჩეველ ქალთა კლუბის,  თვითმმართველობის, ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა რადიო „რიონის“ ეთერში ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით  ქუთაისის გენდერული საბჭოს და თვითმმართველობის, საზოგადოების თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
რას ნიშნავს გენდერული ბიუჯეტი და რამდენად არის გაცნობიერებული ადგილობრივ დონეზე  მისი აუცილებლობა; რა საკითხები გამოავლინა ჩატარებულმა გენდერული საჭიროებათა კვლევამ და როგორ აპირებს საბჭო მომავალ ბიუჯეტში მათი ასახვის ადვოკატირებას.
საუბარი შეეხო საბჭოების ქსელის შექმნას და მის მნიშვნელობას. ითქვა, რომ ფონდი „სოხუმის“ მიერ დაფუძნებულმა საბჭოებმა პრაქტიკაში უჩვენეს, რამდენად მნიშვნელოვანია, პარლამენტმა მხარი დაუჭიროს ამ კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებს.
ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს გენდერულ საბჭოსთან თანამშრომლობა: „მზად ვართ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, მხარი დავუჭიროთ საბჭოს ნებისმიერ საინტერესო ინიციატივას, რადგან საბჭო კარგად ხედავს მოქალაქეთა პრობლემებს და გამოსავალსაც გვთავაზობს  ამ პრობლემიდან“.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები