ჟურნალი - პროექტის ბოლოს

და­ს­რულდა პრო­ექ­ტი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ბა­თუმ­ში და­ფუძ­ნდა გენ­დე­რუ­ლი სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭო, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მი გენ­დე­რუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვე­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სათ­ვის.
ბოლოს გამოვიდა ჟურნალი, რომელმაც შეაჯამა პროექტის შედეგები და  მკითხველს გააცნო პროექტის მიმდინარეობა, განხორციელებული აქტივობები, მიღწევები და ცვლილებები გენდერული საბჭოს წევრების ცხოვრებასა და საზოგადოებაში.
 
 
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

შეხვედრები ჟურნალისტებთან სენაკში

 
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა სენაკში ტრადიციული შეხვედრები გამართა ჟურნალისტებთან.
ერთ-ერთი შეხვედრა ადგილობრივი გაზეთის რედაქციაში შედგა. „კოლხეთი“ სენაკის მუნიციპალიტეტის თავისუფალი გაზეთია. მის ფურცლებზე ხშირად იბეჭდება ინფორმაციები ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის შესახებ სენაკში. საუბარი შეეხო ფონდისა და რედაქციის თანამშრომლობის გაძლიერებას გენდერული საკითხების გაშუქების კუთხით.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ჟურნალი გენდერული საკონსულტაციო საბჭოების შესახებ

გამოვიდა ჟურნალი „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები - ქალთა როლის ამაღლება რეგიონებში სოციალური ცვლილებებისთვის“.
ეს არის ჟურნალი-ანგარიში, რომელმაც შეაჯამა ქუთაისის, ოზურგეთისა და სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოების მუშაობა, თვალსაჩინო გახადა შედეგები და მიღწევები, დაფინანსებული პროექტების არსი და აუცილებლობა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასალები თანამშრომლობაზე ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მასმედიასთან, აქტიურ მუშაობაზე ადგილობრივ დონეზე გენდერული კომპონენტების დამკვიდრებისათვის.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭო - პროექტის ორი წელი და სამომავლო პერსპექტივები - ტელეგადაცემა „ტვ-25“-ის ეთერში

გადაცემაზე გამოიკვეთა, რა როლი შეასრულა ბათუმის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ, როგორც ადგილობრივმა საზოგადოებრივმა  რგოლმა გენდერული პერსპექტივების ხელშეწყობისათვის და როგორც შუამავალმა ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასა და თვითმმართველობას შორის. რამდენად შეძლო მან, ეთქვა თავისი სიტყვა, როგორც გენდერული იდეების „გამტარმა“ და რა შეიცვალა არსებულ მიდგომებსა, პოლიტიკასა და პრაქტიკაში. როგორი პროგნოზები შეიძლება გაკეთდეს სამომავლოდ - რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება და როგორ  გაგრძელდება დაწყებული საქმიანობა...
გადაცემის სტუმრებმა - გენდერული საბჭოს წევრებმა ისაუბრეს მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებზე, დასახელდა კონკრეტული მიღწევები, მათ შორის - მერიის მიერ მხარდაჭერილი პროექტები, რომლებიც საბჭოს მიერ იყო ინიცირებული, გათვალისწინებული კონკრეტული რეკომენდაციები. საუბარი შეეხო  ძირითად გამოწვევებს.
როგორც გადაცემაზე გაცხადდა, პროექტის დასრულების მიუხედავად, საბჭო აგრძელებს აქტიურ საქმიანობას ადგილობრივი გენდერული პერსპექტივების ხელშეწყობისათვის.
 
 
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

საინფორმაციო ბიულეტენი #8

ქალთა მხარდაჭერის 6 ცენტრი, შეხვედრები და კონსულტაციები, სიახლეები და ინიციატივები, თანამშრომლობა სახელმწიფო სტრუქტურებთან, ადვოკატირებული და მოგვარებული პრობლემები, ქალებისა და გოგონების უკეთესობისკენ შეცვლილი ცხოვრება...  
აგვისტოს თვეში 77 აქტივობა და 838 მონაწილე...
უფრო დეტალურად - ფონდი „სოხუმის“ ყოველთვიური ბიულეტენის მერვე ნომერში.
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები