საინფორმაციო ბიულეტენის მე-10 ნომერი

გამოვიდა ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენის მე-10 ნომერი. ის აჯამებს თვის განმავლობაში ჩატარებულ აქტივობებს პროექტში „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“.
ნომერში მოთხრობილია ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთისა და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობისა და  წარმატებული შედეგების შესახებ.
ბიულეტენის მიხედვით, ოქტომბერში ჩატარდა 82 აქტივობა. მონაწილეობა მიიღო 995 ადამიანმა.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მუშაობის შეჯამება რადიოგადაცემაში

გადაცემა რადიო „რიონის“ ეთერით იყო შეჯამება ფონდი „სოხუმის“ პროექტისა  „ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკის შეცვლა გენდერულ ბიუჯეტირებასთან  მიმართებაში“. სტუდია, „დიალოგში“ სასაუბროდ მიწვეულნი იყვნენ პროექტის მონაწილეები - პროექტის კოორდინატორი, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი, ერთ-ერთი ბაგა-ბაღის მეთოდისტი და ტელეკომპანია „რიონის“ ჟურნალისტი.
გადაცემის მსვლელობისას იყო საუბარი პროექტის ფარგლებში მიმდინარე აქტივობებზე, ბაგა-ბაღებში ჩატარებულ სამუშაოზე, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობაზე  და სამომავლო პერსპექტივებზე. განსაკუთრებით აღინიშნა პროექტის კეთილი გავლენა მის მონაწილეებზე და ქალაქის გენდერულ პოლიტიკაზე. გამოიკვეთა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ინიცირებული წინადადებები, რომლებიც მომზადდა საკრებულოში წარსადგენად და, სავარაუდოდ, გათვალისწინებული იქნება 2016 წლის ბიუჯეტში.
 
პროექტი ხორციელდება ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია
„დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის“ ხარდაჭერით 

საინფორმაციო ბიულეტენის მეცხრე ნომერი

გამოვიდა ყოველთვიური ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენის მეცხრე ნომერი პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში, მასში ასახულია სექტემბრის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგები.
სტატისტიკა ასეთია: ჩატარდა 81 აქტივობა, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 916 ადამიანმა.
ბიულეტენი აღწერს ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობას.
 
 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

2016 წლის ბიუჯეტი და ადგილობრივი გენდერული პერსპექტივები

  
21 ოქტომბერს ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში ტელეგადაცემა გავიდა, რომელმაც მაყურებელს გააცნო ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობა 2016 წლის ბიუჯეტში გენდერული კომპონენტების ინტეგრირებისათვის.
გადაცემისთვის მომზადებულმა ტელესიუჟეტმა საბჭოს რეკომენდაციებისადმი ქუთაისის საკრებულოსა და მერიის მესვეურთა კონსტრუქციული დამოკიდებულება გამოკვეთა და თვალსაჩინო გახადა ის საკითხები,  რომლებიც ახალ ბიუჯეტში აისახება. მათ შორის გენდერული კომპონენტების გათვალისწინება სოციალურ ინფრასტრუქტურაში, აუტიზმით დაავადებული ბავშვების დახმარების პროგრამები და სხვა.  თვითმმართველობის წევრების განცხადებით, საბჭოს  ახალი ინიციატივები აუცილებლად წაადგება ქალაქს.  
გადაცემაზე  საბჭოს წევრების მიერ ხაზგასმული იყო თვითმმართველობასთან ურთიერთობის ახალ, უფრო პროდუქტიული თანამშრომლობის რეჟიმში გადასვლა. ამისი დასტური - მერიის მიერ საბჭოში საკუთარი წარმომადგენლის დელეგირება, რაც უფრო მჭიდრო კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სიუჟეტები რადიო „თავისუფლების“ ეთერით - ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობაზე

26 და 29 სექტემბერს რადიო „თავისუფლების“ რუბრიკა „გენდერული ამბები“ სამ  ბლოკში შეეხო ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის შედეგებს.
საბჭოს პოზიციით, ქალაქის მომავალ  ბიუჯეტში უნდა აისახოს  ჩატარებული კვლევების შედეგა შემუშავებული რეკომენდაციები. იყო საუბარი თვითმმართველობის პერსონალთან გამართული ტრენინგების შესახებ, რომელთაც გენდერული განათლების საკითხები მოიცვა, მათ შორის  სამართლიანობის კუთხით არსებული ყველაზე დიდი გამოწვევა - გენდერული დისკრიმინაცია და ძალადობის სხვადასხვა ფორმა. ასევე გამოიკვეთა ოჯახში ძალადობის  წინააღმდეგ არსებული მექანიზმები  და  პრობლემაზე რეაგირების კუთხით თვითმმართველობის შესაძლებლობები და პასუხისმგებლობა.
 
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები