შეხვედრა ჟურნალისტებთან სენაკში

  
 
ჟურნალისტები სენაკის ქალთა მხარდაჭერის აივანზე შეიკრიბნენ. შეხვედრაზე  შეჯამდა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ორწლიანი საქმიანობა გენდერული პოლიტიკის დანერგვის მიზნით და მის ფარგლებში ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლობა ადგილობრივ მედიასთან...
საბჭოს წევრებმა ისაუბრეს გასულ თვეს ბათუმში გამართულ ერთობლივ ფორუმზე, სხვა ქალაქების საბჭოების გამოცდილებაზე, სამომავლო პერსპექტივებზე...
მალე ჟურნალისტები სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტის დამამთავრებელ ფორუმზე შეიკრიბებიან.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სიუჟეტი რადიო „თავისუფლების“ ეთერით

30 ივნისს რადიო „თავისუფლების“ რუბრიკა „გენდერული ამბები“ მოგვითხრობს 29-30 ივნისს ბათუმში გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელის შექმნის  შესახებ.
როგორც სიუჟეტში გაჟღერდა, ქსელში გაერთიანდა ბათუმის, ქუთაისის, ოზურგეთის, სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოები, რომლებიც მეორე წელია, აქტიურად თანამშრომლობენ თვითმმართველობებთან ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის დანერგვისათვის. ოზურგეთის საბჭოს თავჯდომარემ, საკრებულოს წევრმა ლელა ნაცვალაძემ აღნიშნა, რომ ქსელს საფუძვლად დაედო ოთხ მუნიციპალიტეტში უკვე არსებული გამოცდილება და პოლიტიკური ნება თვითმმართველობების მხრიდან. მომდევნო ეტაპი არის საერთო სტრატეგია, რომლის ნაწილიც იქნება ერთობლივი პროექტები. რაც მთავარია,
ინტერვიუში  სენაკის თვითმმართელობის წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს პროექტებს, რომლებიც საბჭოებმა განახორციელეს და იმედი გამოთქვეს, რომ ქსელი კიდევ უფრო გაზრდის მათ სოციალურ აქტივობას.
„დემოკრატია ვერ განვითარდება ჩვენი ჩართულობის გარეშე. საბჭოებმა ძალიან პროდუქტიულად იმუშავეს საერთო სტრატეგიაზე, გამოყვეს ადგილობრივი პრობლემები და თვითმმართველობებთან, სხვა ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გზები მათი მოგვარებისათვის“, - აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა, მერი გელაშვილმა.
„მოხარულები ვართ, რომ პარლამენტში შეტანილ კანონპროექტს, რომლის თანახმად უნდა მოხდეს ადგილობრივი გენდერული საბჭოების ინსტიტუციონალიზაცია, აქვს კარგი პრაქტიკული ილუსტრირება უკვე არსებული საბჭოების სახით, რომელთა „აქტივში“ არაერთი თვალსაჩინო შედეგია“, - ითქვა სიუჟეტში.
 
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

ოლიმპიური ჩირაღდანი და ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭო

ოლიმპიური ჩირაღდანი ქუთაისში 23 ივნისს შემოვიდა. სამზადისში გენდერული საბჭო აქტიურად იყო ჩართული მერიისა და ფონდი „სოხუმის“ ერთობლივი პროექტის „ოლიმპიადა თანაბარ შესაძლებლობებს იძლევა“ ფარგლებში.
პროექტიდან გამომდინარე, მომზადდა სხვადასხვა ატრიბუტი: თეთრი მაისურები წარწერებით - გენდერული საკონსულტაციო საბჭო, კეპები, ალმები, დაფნის გვირგვინები, ჰელიო ბუშტები.
ცერემონია დავით აღმაშენებლის მოედანზე გაიმართა.
 
   
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ელექტრონული ბიულეტენი #6

ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და კოკი/ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების საქმიანობის შედეგები, მიღწევები, ინიციატივები, გავლენა ქალებზე - სწორედ ეს არის შეკრებილი როგით მეექვსეელექტრონულ ბიულეტენში, რომელიც მომზადდა პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.

ბიულეტენში აღნიშნულია, რომ ივნისში გაიმართა 78 აქტივობა 951 ადამიანის მონაწილეობით.

 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ოლიმპიადა თანაბარ შესაძლებლობებს იძლევა“ - საინტერესო პროექტი ჟურნალიტებისთვის

  
ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევა და რეკომენდაციები ქუთაისის საკრებულოს 2016 წლის ბიუჯეტისთვის - ეს იყო ერთ-ერთი საკითხი ქუთაისელ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
თუმცა მათი ყურადღება მაინც განსაკუთრებული იყო გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტის „ოლიმპიადა თანაბარ შესაძლებლობებს იძლევა“ მიმართ. პროექტი, რომელიც საბჭომ დაუკავშირა 23 ივნისს ქუთაისში ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლას, მიზნად ისახავს საზოგადოებრივი სტერეოტიპების მსხვრევას და იმის გაცნობიერებას, რომ სპორტი გენდერულად თავისუფალი არენაა. სწორედ ამაზე ისაუბრეს პროექტის კოორდინატორმა და საბჭოს მდივან-ასისტენტმა.
შეხვედრა  გენდერის მედია ცენტრში გაიმართა. 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები