სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივობები

1 2 3 4 5 6

პროექტის „არაძალადობრივი გარემო მომავალი თაობისთვის“ ფარგლებში გაიმართა  ტრენინგი საბავშვო ბაღების მშობლებთან თემაზე „ოჯახში ძალადობა, რეაგირების გზები და მექანიზმები“. მართალია, ფორმატი ონლაინ იყო, მაგრამ მუშაობა საკმაოდ  აქტიურად წარიმართა.

საინტერესო დინამიკა ჰქონდა პროექტის „მომავალი ბულინგის გარეშე“ ფარგლებში შექმნილი ახალგაზრდული ჯგუფის აქტივობებს. აქტივისტებმა უმცროსკლასელებთან ჩაატარეს შეხვედრები ბულინგის მავნე ზეგავლენაზე. შეხვედრებში ჩართული იყვნენ პედაგოგებიც.

პანდემიასთან დაკავშირებული რთული სიტუაციის მიუხედავად, სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის საპროექტო ღონისძიებები გეგმის მიხედვით ხორციელდება.

 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრა მობილიზატორებთან და პროექტების მოდერატორებთან

1 2 3

ონლაინ ფორმატში ჩატარდა მობილიზატორების საერთო კრება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 11 ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორმა და მცირე პროექტების მოდერატორმა. დასაწყისში შეჯამდა მიმდინარე მუშაობა, განხილულ იქნა ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული პრობლემები.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიაზე. მონაწილეებმა წარმოადგინეს თავიანთი გეგმები, თუ რა აქტივობებით ჩაერთვება თითოეული მუნიციპალიტეტი კამპანიაში. აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარების კუთხით, მით უმეტეს - ასეთ სტრესულ სიტუაციაში მუშაობის დროს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ქალის - უფლება თავის - უფლება“ - მუშაობა ფოთში

1 2

 3 4

„ქალის - უფლება თავის - უფლება“ - გრძელდება აქტივობები ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტის ფარგლებში. ამჯერად გაიმართა შეხვედრა ფოთის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სამოქალაქო სექტორსა და ადგილობრივ მთავრობას  შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე ძალადობის  პრევენციის კუთხით. აღინიშნა, რომ მზარდია ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკა და სამიზნე ჯგუფები საჭიროებენ ინფორმირებას, სახელმწიფო სერვისებზე წვდომას. პრევენციული ზომების გატარება შესაძლებელია სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლთა კოორდინირებული მუშაობით. შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცა გაზეთები, სადაც ფოთის ქალთა კლუბის აქტივობებია ასახული.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სამობილიზაციო შეხვედრები ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, ოზურგეთში

1 2 3 4

ქუთაისის, ხონის, წყალტუბოსა და ოზურგეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა ჩაატარეს სამობილიზაციო შეხვედრები. ბენეფიციარებს მიეწოდათ ინფორმაცია, კორონავირუსის პრევენციისთვის რა უნდა გააკეთონ, რა მექანიზმები არსებობს, როგორ უნდა მოიქცნენ კონკრეტულ შემთხვევებზე რეაგირებისათვის. ასევე ისაუბრეს მუნიციპალურ სერვისებზე, განსაკუთრებით ძალადობის პრევენციის და მსხვერპლის დაცვის კუთხით. შეხვედრებზე გამოიკვეთა საკითხები ადვოკატირებისათვის, რომლებზეც მუშაობა დაიწყო ადვოკატირების ჯგუფებმა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მცირე პროექტი ქობულეთში

1 2

პანდემიის გამო ონლაინ გაგრძელდა ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი „ჰარმონიული გარემო პატარებისთვის“. ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა სამიზნე ბაღების აღსაზრდელთა მშობლებთან. შეხვედრებში ჩაერთნენ ფონდი „სოხუმის“ იურისტი და ფსიქოლოგი. მათ მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის თემაზე, რეაგირების მექანიზმებსა და იმ გავლენაზე, რაც ასეთ სიტუაციაში ყოფნამ შეიძლება მოუტანოს პატარას. შეხვედრამ აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია COVID-19-თან დაკავშირებულ რეგულაციებზე და რთულ სიტუაციაში სტრესის მართვაზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები