მცირე პროექტები ზუგდიდში

1 2 3

ხურჩის/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრი ახორციელებს ორ პროექტს „დავიცვათ თავი ბულინგისგან“ და „დაარღვიე დუმილი, დაამარცხე ძალადობა“.

პირველი პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა კოკის სკოლის პედაგოგებთან. მათ მიეწოდა ინფორმაცია ბულინგისა და კიბერბულინგის ფაქტებზე, რეაგირების მექანიზმებზე. გაიგეს, როგორ უნდა გამოავლინონ ბულინგის მსხვერპლი მოსწავლეები და რა დახმარება უნდა გაუწიონ მათ.

მეორე პროექტის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა და მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მექანიზმებზე, რომელთა მეშვეობითაც შეეძლებათ ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენა და დროული პრევენცია. საუბარი შეეხო ასევე ადგილობრივ მუნიციპალურ სერვისებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მარათონი ფოთში - მცირე პროექტის აქტივობა

1 2

 3 4

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა პროექტის „ქალის უფლება - თავის -უფლება“ ფარგლებში ოქროს ტბაზე ქალთა კლუბის ჩართულობით გარბენი (მარათონი) გამართა თემატიკით - სპორტი ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია.  პროექტი მოიაზრებს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალბატონების გააქტიურებას, რადგანაც ისინი ძალადობის რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. მარათონი პროექტის ბენეფიციართა ფსიქოთერაპიის კურსის ერთ ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელშიც ისინი დიდი ენთუზიაზმით და ინტერესით ჩაერთნენ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

პროექტის პირველი ეტაპი თერჯოლაში

1 2 3 4 5 6

აქტიურ ფაზაშია თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი „საქმით ვებრძვით ძალადობას და სიღარიბეს“. მიმდინარეობს მეცადინეობები თექისა და ხალიჩის ქსოვის თეორიული და პრაქტიკული შემსწავლელი კურსის მიხედვით. დამთავრდა პროექტის პირველი ეტაპი. მონაწილეები ხალისით და დიდი ინტერესით სწავლობდნენ, მათმა ნაშრომებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. დაიგეგმა მომავალი საქმიანობა, როგორ შეძლებენ ისინი მიღებული ცოდნის გამოყენებას პრაქტიკაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრები სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტების ფარგლებში

1 2 3

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტების ფარგლებში განხორციელდა საინფორმაციო შეხვედრები სამიზნე ბაღების გამგეებთან და აღსაზრდელთა მშობლებთან. მათ მიიღეს ინფორმაცია კანონზე ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ და ძალადობაზე რეაგირების მექანიზმებზე.

პროექტის ერთ-ერთი აქტივობა იყო ფონდი „სოხუმის“ იურისტისა და ფსიქოლოგის ონლაინ შეხვედრა სამიზნე სკოლების მოსწავლეებთან. შეხვედრაზე მოზარდებს მიეწოდათ ინფორმაცია ბულინგზე, მის მავნე შედეგებზე, პრევენციასა და რეაგირების გზებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქობულეთი - შეხვედრები პროექტის ფარგლებში

1 2 3 4

„ჰარმონიული გარემო პატარებისთვის“ - ასე ჰქვია ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტს. აგვისტოში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სამიზნე საბავშვო ბაღების გამგეებთან და აღსაზრდელების მშობლებთან. ერთ-ერთი შეხვედრა  გაიმართა  საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხო შემდეგ თემებს: კანონი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, რეაგირების მექანიზმები, არსებული მუნიციპალური და სახელმწიფო სერვისები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები