დღის ცენტრში მუშაობა დაასრულა ორმა კურსმა

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11

ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრში მუშაობა დაასრულა ორმა კურსმა. მანიკიურის სპეციალობის შემსწავლელი კურსის მონაწილე სათანადოდ დაეუფლა მანიკიურის ტექნიკა. ჭრა-კერვის კურსების მონაწილეებმაც კარგად შეისწავლეს ყველა აუცილებელი ნიუანსი. შემაჯამებელ გაკვეთილზე წარმოდგენილი იყო მათი ნაშრომები, რომელთაც მოწონება დაიმსახურა.

კურსების მონაწილეები ამბობენ, რომ პროექტის შედეგად ისინი უფრო მოტივირებულები გახდნენ და გაუჩნდათ შესაძლებლობა, რეალობად აქციონ საკუთარი იდეები, წამოიწყონ მცირე ბიზნესი, რაც მათ ცხოვრებას გააუმჯობესებს.

პროექტი ხორციელდება ფონდ Human Doc-თან პარტნიორობით
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების
თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით

სექტემბერი ფსიქოლოგის დღის წესრიგში

1 2 3 4 5 6 7

სექტემბერი განსაკუთრებით აქტიური იყო ფსიქოლოგის დღის წესრიგში - შემოვიდა 61 სატელეფონო ზარი ქუთაისიდან და რეგიონებიდან… ბენეფიციარებმა მიიღეს ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. ფსიქოლოგი ეხმარებოდა მათ ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, საკუთარი რესურსების გაძლიერებაში, სიმშვიდის მოპოვებასა და პრობლემების მოგვარებაში.

ჩატარდა 5 ჯგუფური  ფსიქოლოგიური შეხვედრა სენაკის, ხონის, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), წალენჯიხის და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.    

ფსიქოლოგი აგრძელებს საკონსულტაციო მუშაობას ოჯახურ წყვილებთან და კრიზისულ ოჯახებთან, ატარებს ინდივიდუალურ კონსულტაციებს კლიენტებთან.

შედეგი ყოველთვის დადებითია - კლიენტები აღნიშნავენ თავიანთი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„საქმით ვებრძვით ძალადობას და სიღარიბეს“ - მცირე პროექტი თერჯოლაში

1 2 3 

4 5

თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „საქმით ვებრძვით ძალადობას და სიღარიბეს“ ფარგლებში მიმდინარეობს კულინარიისა და სერვირების შემსწავლელი კურსი - სპეციალური კომისიის მიერ შერჩეულ ბენეფიციარებთან. მონაწილეები აქტიურად არიან ჩართულები პროცესში. იგეგმება მომავალი მუშაობა, თუ როგორ გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას თვითრეალიზაციისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ზუგდიდი - მცირე პროექტების განხორციელება

1 2 3

 4 5

ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი აქტიურად მუშაობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

პროექტი „დავიცვათ თავი ბულინგისგან“ ხორციელდება სოფელ კოკში, ხოლო პროექტი „დაარღვიე დუმილი, დაამარცხე ძალადობა“ -  ხურჩაში. 

კოკის სკოლის მოსწავლეებთან ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ბულინგი და მისგან დაცვის მექანიზმები“. მათთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა კიბერბულინგის თემა.

ხურჩაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მექანიზმებზე, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენა და დროული პრევენცია.  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრები ლანჩხუთის საბავშვო ბაღებში

1 2 3

ლანჩხუთის საბავშვო ბაღებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები აღმზრდელებთან. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გამოავლინონ ძალადობის რისკ ფაქტორის ქვეშ მყოფი ბავშვები და, კანონის თანახმად, რა კუთხით ევალებათ რეაგირება. შეხვედრები იმართება ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის  „ძალადობის პრევენცია - ჰარმონიული გარემო პატარებისთვის“ ფარგლებში. აღინიშნა, რომ მსგავს საკითხზე მუშაობა მეტად მნიშვნელოვანია, რადგან აღმზრდელებს არ ჰქონდათ სათანადო ინფორმაცია. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები