„ჯანსაღი თაობისთვის“ - პროექტი ფახულანში

1 2  3

„ჯანსაღი თაობისთვის“ - ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ეს პროექტი ოჯახში ძალადობისა და ბულინგის პრობლემას ეხება. პროექტის მიხედვით, ჩატარდა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა სკოლის პედაგოგებთან.  შეხვედრაში ჩაერთნენ იურისტი და ფსიქოლოგი. ისინი მონაწილეებს ესაუბრნენ მოზარდებზე, რომლებიც რთულ სიტუაციაში იმყოფებიან. აღინიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ფაქტების გამოვლენა და დროული რეაგირება, რომ ძალადობამ ბავშვის ფსიქიკაზე გამოუსწორებელი კვალი არ დატოვოს. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ადგილობრივ ბიუჯეტში გაწერილ მუნიციპალურ სერვისებზე და ასევე - COVID-19-ის პრევენციის კუთხით შემუშავებულ რეგულაციებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ორი პროექტი ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში

1 2

 3 4

ორ პროექტზე მუშაობს ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი.

კოკში პროექტის „დავიცვათ თავი ბულინგისგან“ ფარგლებში ჩატარდა ონლაინ შეხვედრა იურისტისა და ფსიქოლოგის ჩართულობით. შეხვედრის მონაწილე  მშობლებმა და პედაგოგებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ რა მავნე გავლენა აქვს მოზარდის ფსიქიკაზე ბულინგს. დიდი აქცენტი გაკეთდა კიბერბულინგზე და მისი გამოვლენის მნიშვნელობაზე, იმ მექანიზმებზე, რომლებიც კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირებაში დაეხმარებათ. 

მეორე მცირე პროექტი „დაარღვიე დუმილი, დაამარცხე ძალადობა“ ხურჩაში ხორციელდება. პროექტის მიხედვით, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ბენეციფიარებთან და მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მექანიზმებზე, რომელთა მეშვეობითაც მათ შეეძლებათ ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენა და დროული პრევენცია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

პრაქტიკული და საჭირო მუშაობა კომპიუტერულ კურსზე

1 2 3 4 5 6

საოფისე კომპიუტერული პროგრამები, საჩვენებელი პრეზენტაციების შექმნა და გაშვება, ინტერნეტში მუშაობა, ინფორმაციის ძებნა, ელფოსტასთან კვალიფიციური მუშაობა - ამ საკითხებს შეისწავლიდა ქალების ერთი ჯგუფი ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრში.

კომპიუტერის შემსწავლელი კურსის დასასრულს მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ეს იყო პრაქტიკული და საჭირო მუშაობა, რომელიც დაეხმარება მათ დასაქმების მხრივ. კურსების ერთ-ერთი მიზანიც ეს არის.

პროექტი ხორციელდება ფონდ Human Doc-თან პარტნიორობით
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების
თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით

აქტუალური პროექტები სენაკში

1 2 3 4 5

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ორი პროექტი ხორციელდება. ჩატარდა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები სამიზნე საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებთან. ფონდი „სოხუმის“ იურისტი მათ ესაუბრა რეაგირებაზე ოჯახში ძალადობის ფაქტებზე, COVID-19-თან დაკავშირებულ რეგულაციებზე. ფსიქოლოგმა მისცა რჩევები სტრესის მართვის მექანიზმებზე.

ფსიქოლოგის ჩართულობით ჩატარდა შეხვედრა სოფელ ნოსირის სკოლის მოსწავლეებთან ბულინგის თემაზე, საუბარი შეეხო ბულინგის გავლენას მოზარდებზე, რეაგირების გზებს. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ახალგაზრდული ჯგუფი, რომლის ერთ-ერთმა აქტივისტმა უმცროსკლასელებთან ჩაატარა შეხვედრა ბულინგთან დაკავშირებულ საკითხებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კულინარიის და სუფრის სერვირების კურსის შეჯამება თერჯოლაში

1 2 3

 4 5 6

მწნილის ასორტის დაგემოვნება მეტად ხალისიან, გულწრფელ ვითარებაში წარიმართა. აქტივობას მაღალი შეფასება მისცეს პროექტის მონაწილეებმა და  სტუმრებმა. ეს იყო კულინარიის და სუფრის სერვირების შემსწავლელი მოკლევადიანი კურსის შემაჯამებელი ღონისძიება. კურსი გაიარეს სპეციალური კომისიის მიერ შერჩეულმა ბენეფიციარებმა. კურსი განხორციელდა თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „საქმით ვებრძვით ძალადობას და სიღარიბეს“ ფარგლებში. იგეგმება მომავალი საქმიანობები, თუ როგორ შეუძლიათ ამ ცოდნის გამოყენება თვითრეალიზაციისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები