„ჯანსაღი თაობისთვის“ - პროექტი ფახულანში

1 3 12

ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრი წარმატებით ახორციელებს მცირე პროექტს „ჯანსაღი თაობისთვის“. პროექტის თანახმად, ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი და იურისტი შეხვდნენ მშობლებს. შეხვედრის მიზანი იყო მშობელთა ინფორმირება იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათი ჩართვა და მონაწილეობა მოზარდის აღზრდის და სწავლის პროცესში. ასევე მათ მიეწოდათ ინფორმაცია ბულინგის და ძალადობის პრევენციის მექანიზმებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შფოთვა და განგაში - ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრების თემა

12 2 3+

 4 5

შფოთვა და განგაში იყო ივლისში ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრების ძირითადი თემა, რადგან ეს ქალების ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. როგორ ავირიდოთ თავიდან მღელვარება, როგორ დავიმშვიდოთ თავი, რომ ოჯახშიც სიმშვიდემ დაისადგუროს – ამაზე საუბრობდნენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მიერ ორგანიზებულ ჯგუფურ შეხვედრებზე სენაკში, ქობულეთში, ლანჩხუთში, ფახულანში, ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი). მონაწილეთა რაოდენობა ცოტა არ იყო – 42 ბენეფიციარი 16-დან 67 წლამდე.     

თვის განმავლობაში ფსიქოლოგმა დისტანციურადაც იმუშავა - მისი ტელეფონის ნომერზე შევიდა ზარები სხვადასხვა რეგიონიდან. ქალებმა მიიღეს ინდივიდუალური კონსულტაციები და მხარდაჭერა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მცირე პროექტის პრეზენტაცია ფოთში

1 2 3 4 5

„ქალის უფლება - თავის-უფლება“ - ასე ჰქვია მცირე პროექტს, რომელზეც ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი მუშაობს. „გალერეა 34-ში“ შედგა პროექტის პრეზენტაცია „ქალთა კლუბის“ წევრების ჩართულობით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადრეული ქორწინების და ოჯახში ძალადობის საკითხს. პრეზენტაციის შესახებ სიუჟეტი მოამზადა სამაუწყებლო კომპანია „მე-9 ტალღამ“. პროექტი ითვალისწინებს ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირებას ოჯახში ძალადობის თემაზე.

.be

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მცირე პროექტი ლანჩხუთში - ძალადობის პრევენციისთვის

1 2 3

ლანჩხუთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი აგრძელებს პროექტის „ძალადობის პრევენცია - ჰარმონიული გარემო პატარებისთვის“ განხორციელებას. პროექტის ფარგლებში ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტის 22 საბავშვო ბაღის  აღმზრდელებსა და აღსაზრდელთა მშობლებს მიეწოდათ ინფორმაცია ძალადობისა და ბულინგის თემაზე, ჩატარდა შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი და იურისტი შეხვდნენ შრომისუბნის ბაღის თანამშრომლებს. მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია, როგორ უნდა გამოავლინონ ძალადობის რისკ-ფაქტორის ქვეშ მყოფი ბავშვები და რა კუთხით ევალებათ რეაგირება კანონის ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„საქმით ვებრძვით ძალადობას და სიღარიბეს“ - პროექტი თერჯოლაში

1 2 3

„საქმით ვებრძვით ძალადობას და სიღარიბეს“ - ეს თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტია. პროექტი ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრებ ქალთა სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას. ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები, რისკ-ჯგუფის წარმომადგენლები შეისწავლიან ხელსაქმეს (თექა-ხალიჩის ქსოვა, კულინარია, სერვირება), რაც მოტივაციას შეუქმნის მათ საკუთარი ბიზნესის წამოწყებისთვის.

უკვე ჩატარდა პირველი აქტივობები, საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „ძალადობა ოჯახში, ადგილობრივი პროგრამები და სხვა სახელმწიფო სერვისები“. დაკომპლექტდა და მუშაობას შეუდგა თექისა და ხალიჩების ქსოვის შემსწავლელი ჯგუფი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები