30 ადამიანი - ფსიქოლოგიურ შეხვედრებზე

  

ფსიქოლოგის შეხვედრებს წყალტუბოში, ფოთში და ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში 30 ადამიანი დაესწრო.

შეხვედრების ძირითადი თემა იყო სუიციდის რისკი ძალადობრივ გარემოში, ფსიქოლოგიური ტრავმების კვალი და სუიციდის პრევენცია. მიზანი კი - ქალთა ინფორმირებულობა ძალადობის ფატალური შედეგების თავიდან აცილებისთვის.

ფრაზები „დავიღალე, ცხოვრება აღარ მინდა, ახლა თავს მოვიკლავ და მერე შენ ნახე, რა მოგივა!“ – პასიური აზრებია, რომლებიც, შველისკენ მიმართული, გაუცნობიერებელი სიგნალებია და ამიტომ გარშემომყოფებმა უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ.

შეხვედრები ინტერაქტიულად წარიმართა და თემა კონსულტაციის ყველა მონაწილისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. განსაკუთრებით დიდი რეზონანსი გამოიწვია სოფელ ივანდიდში, რადგან სოფელს ახლო წარსულში ჰქონდა სამწუხარო გამოცდილება თანასოფლელის სუიციდის გამო.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფსიქოლოგიური შეხვედრები ქუთაისის, ხურჩის, სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში

  

ქუთაისის, ხურჩის, სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ჯგუფური ფსიქოლოგიური და ინდივიდუალური კონსულტაციები. ესწრებოდა 36 ქალი 25-დან 65 წლამდე.

შეხვედრების ძირითადი თემა იყო ნეგატიური ემოციების და სტრესოგენური ფაქტორების დაძლევა და მათზე კონტროლი, რაც ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი პრევენციული ზომაა - რათა ქალებმა შეძლონ პირობების შექმნა თავიანთი ნეგატიური ემოციების კონტროლისთვის, ამასთანავე განუვითარდეთ უნარი, გავლენა მოახდინონ და შეცვალონ ნეგატიური ემოციები სუნთქვითი ვარჯიშებისა და მედიტაციის მეშვეობით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

8 შეხვედრა ფსიქოლოგთან ქუთაისში

 
30 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე გაიმართა 8 ფსიქოლოგიური ჯგუფური შეხვედრა ქუთაისში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში. შეხვედრებს ესწრებოდა 67 ქალი 19-დან 67 წლამდე.
7 შეხვედრა მოხვდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ჩატარებული საერთაშორისო კამპანიის დღეებში. ამიტომაც საუბრების ძირითადი თემა იყო - ვაშენებთ ოჯახს ძალადობის გარეშე: თბილი ოჯახური მიკროკლიმატის შექმნა, მშობლის პასუხისმგებლობა და ძალადობის მიმართ შეურიგებლობა...
ასევე გაიმართა 3 ინდივიდუალური კონსულტაცია ოჯახურ ურთიერთობებში კრიზისის საკითხებზე.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფსიქოლოგთან შეხვედრები ქუთაისში

  
15-დან 28 დეკემბრამდე ჩატარდა 5 ფსიქოლოგიური ჯგუფური შეხვედრა ქუთაისში, რომელთაც ესწრებოდა 42 ქალი. შეხვედრების ძირითადი თემა იყო თბილი საოჯახო მიკროკლიმატის შექმნა. ინდივიდუალური კონსულტაციები გაიმართა დაბალი თვითშეფასების პრობლემებზე. იყო საუბარი ოჯახურ პასუხისმგებლობაზე, იმაზე, რომ ოჯახური ცხოვრება მოგზაურობას ჰგავს და არ შეიძლება გამგზავრება უმიზნოდ. მიზანი მაღალი უნდა იყოს, მნიშვნელოვანი, რომ მთელი ცხოვრება იარო მისკენ.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრები იურისტთან ქუთაისში

 
8 საინფორმაცო ჯგუფური იურიდიული შეხვედრა მოეწყო ქუთაისში, დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში - 67 ქალის მონაწილეობით.
შეხვედრები გაიმართა 30 ნოემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით. მათგან 7 - საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში.
შეხვედრებზე ქალები იურისტთან ერთად განიხილავდნენ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კანონს და მასში შესულ ახალ ცვლილებებს.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები