ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრები იმერეთის ორგანიზაციებისთვის

1 2 3 4

რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საკონსულტაციო შეხვედრები იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. ონლაინ კონსულტაციები გამართა ტრენერ-კონსულტანტმა ეკატერინე გამახარიამ და მასში მონაწილეობა მიიღეს თერჯოლის, ხონის, ვანის და ბაღდათის ორგანიზაციებმა.

დასაწყისში საკონსულტაციო ჩართვა მოეწყო თერჯოლის მუნიციპალიტეტის ორგანიზაციებთან: ა(ა)იპ  ბავშვთა უფლებების დაცვისა და მოქალაქეობრივი  აღზრდის კავშირი „ბავშვები - საქართველოს მომავალი“ და ახალი ორგანიზაცია „ქალები საქართველოს მომავლისთვის“.

შემდეგ შეხვედრაში ჩაერთნენ ხონის მუნიციპალიტეტის ორგანიზაციები:  დევნილთა საინიციატივო ჯგუფი და განათლებისა და განვითარების ცენტრი „ედელვაისი“.

ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ჩატარებულ კონსულტაციებში მონაწილეობდნენ ორგანიზაციები: „თანადგომა 2020“, „მოქალაქეთა აქტიურობა ეფექტური მმართველობისა და სამართლიანობისთვის“, „თანასწორობა ახლა“ და შშმ პირთა კავშირი „რწმენა და იმედი“.

პარტნიორი ორგანიზაციების წევრებმა კონსულტანტთან ერთად ისაუბრეს საგრანტო თემებზე, ფინანსურ საკითხებზე. განხილული იყო საგრანტო განაცხადების წარდგენის პრინციპები.

შეხვედრები ჩატარდა პროექტის გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

საკონსულტაციო ონლაინ შეხვედრა ოზურგეთის ორგანიზაციისთვის

1 2

საკონსულტაციო ონლაინ შეხვედრა გაიმართა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ განხორციელებაში ჩართული ორგანიზაციის „განათლებისა და თანასწორობის ცენტრის“ (ოზურგეთი) წარმომადგენლებისათვის. ჩართვაზე განხილულ იქნა საპროექტო იდეები და პროექტის შემუშავების თავისებურებები.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

მუშაობა ადგილობრივი საჭიროებების შეფასებისთვის ხონსა და თერჯოლაში

1 2 3 4 5 6

ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს ხონის და თერჯოლის მუნიციპალიტეტების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა - ადგილობრივი საჭიროებების შეფასების კუთხით.

კარანტინმა საკმაოდ ბევრი პრობლემა შექმნა, განსაკუთრებით - თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მაგრამ, ამის მიუხედავად, პროცესი ნორმალურად წარიმართა და მუშაობა დროულად დამთავრდა.

ანკეტირება და ჩაღრმავებული ინტერვიუები ხონის მუნიციპალიტეტში ჩაატარეს დევნილთა საინიციატივო ჯგუფმა და განვითარებისა და განათლების ცენტრმა „ედელვაისმა“, თერჯოლის მუნიციპალიტეტში კი: ა(ა)იპ ბავშვთა უფლებების დაცვისა და მოქალაქეობრივი აღზრდის კავშირმა „ბავშვები - საქართველოს მომავალი“ და ორგანიზაციამ „ქალები საქართველოს მომავლისთვის“.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე მუშაობა ვანსა და ბაღდათში

1 2 3 4 5 6 7

ვანის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა „თანადგომა 2020“ და „მოქალაქეთა აქტიურობა ეფექტური მმართველობისა და სამართლიანობისთვის“ და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სსო ორგანიზაციებმა „თანასწორობა ახლა“ და „სამოქალაქო სპექტრი თანასწორობა“ დაასრულეს ჩაღრმავებულ ინტერვიუებსა და ანკეტირებაზე მუშაობა. ამ მუშაობის შედეგად გამოვლინდა ვანის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები.

საქმიანობა ხორციელდება პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

საჭიროებების შეფასების კუთხით ამ ორგანიზაციებს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ცვლილებები საპროექტო მუშაობაში

  

პროექტი „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ თავიდანვე კარგად იყო გააზრებული და დაგეგმილი. ბოლო დროს Covid-19 ვირუსის გამო შექმნილმა საგანგებო მდგომარეობამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ეს პროექტი, მაგრამ გამოჩნდა ხელისშემშლელი ფაქტორებიც.

პროექტის მონაწილეები ონლაინ შეხვედრების დროს ახალ გზებს ეძებენ, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს. მორიგ შეხვედრაზე განხილულ იქნა ონლაინ პლატფორმის „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის“ (Voter Advice Application) დანერგვასთან დაკავშირებული საკითხები: პოლონელი ტრენერის მიერ ტრენინგის ჩატარება - ამჯერად ონლაინ; ონლაინ დაიწყება მუშაობა პოლიტიკურ პარტიებთან - მოხდება მათი ინფორმირება აპლიკაციის დანერგვის და  პანდემიის პირობებში გამოვლენილი საჭიროებების კუთხით.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვიდეორგოლის მომზადებაზე - ანიმაციური ვიდეორგოლი ამომრჩეველს კარგად დაანახებს ონლაინ პლატფორმის არსს, მის მნიშვნელობას გააზრებული არჩევანისთვის და მისცემს სათანადო ინსტრუქციას.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები