
ფონდმა „სოხუმმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრ „ბიჭვინთასთან“ (ქუთაისი), რომელთანაც ორგანიზაციას მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს.
19 მაისს ცენტრს გადაეცა 500 ცალი პირბადე. მრავალჯერადი მოხმარების პირბადეები სტანდარტების გათვალისწინებით დაამზადა ფონდის „დღის ცენტრმა“.
სამედიცინო პერსონალის გარდა, პირბადეები გადაეცემა სამედიცინო ცენტრში მოსულ განსაკუთრებით მოწყვლად პაციენტებს (მათ შორის: დევნილები, ქალები, სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანები, ხანდაზმულები, შშმ პირები და ა.შ.).


დასრულდა მუშაობა მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი საჭიროებების შესწავლის მიზნით. სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებს შორის აქტიური მუშაობა გასწია ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრმა. ქვეყანაში COVID19-ის გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ორგანიზაციამ კვლევის პროცესი დროულად დაამთავრა.
„ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ - ფონდი „სოხუმის“ ეს პროექტი გულისხმობს საქართველოში პირველი ონლაინ ხმის მრიცხველის შექმნას - წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით. შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ონლაინ რეჟიმში.
