სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის მეოთხე შეხვედრა

1 2

 3 4

ონლაინ პლატფორმა Zoom-ის საშუალებით გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის რიგით მეოთხე შეხვედრა 8 სამიზნე მუნიციპალიტეტის 16 ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის მონაწილეობით.

მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის ფარგლებში ჩატარებული საგრანტო კონკურსის შედეგების და ადგილობრივ დონეზე ადვოკატირების კუთხით განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ. ასევე მონაწილეები გაეცნენ პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების შეფასების მოკლე წინასწარ ანალიზს, იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში ჩატარებული PAR მონიტორინგის შედეგებს და მოისმინეს პროექტის პიარ სტრატეგიის რეკომენდაციები.

დისკუსიის პროცესში მონაწილეთა მხრიდან საინტერესო აქცენტები გაჟღერდა, როგორ შეიძლება ადგილობრივ თვითმმართველობებში ვებგვერდების გამართვა, რათა გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა და ინტერაქციის ხარისხი.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

შეხვედრა პარტნიორ ორგანიზაციებთან გურიის რეგიონიდან

1იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა „სპექტრმა“ გამართა ონლაინ შეხვედრა თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან გურიის რეგიონიდან.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ „განათლებისა და თანასწორობის ცენტრის“, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის (ოზურგეთი), ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის, საქართველოს სასოფლო დარბაზის (ლანჩხუთი) წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეგრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტების განხორციელების საკითხები. ონლაინ შეხვედრის დროს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო სამიზნე მუნიციპალიტეტებში სამუშაო ჯგუფების შექმნას და მათი საქმიანობის დაგეგმვას.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ხონისა და თერჯოლის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები - კიდევ ერთი ეტაპი

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

კიდევ ერთი ეტაპი დაასრულეს ხონისა და თერჯოლის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა - ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილობრივი საჭიროებების შესწავლის კუთხით. საამისოდ გაიმართა ანკეტირება, ჩაღრმავებული ინტერვიუები და 4-4 ფოკუს ჯგუფი.

მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ:

ხონის მუნიციპალიტეტის ორგანიზაციები: დევნილთა საინიაციატივო ჯგუფი და განათლებისა და განვითარების ცენტრ „ედელვაისი“.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ორგანიზაციები: ა(ა)იპ ბავშვთა უფლებების დაცვისა და მოქალაქეობრივი აღზრდის კავშირი „ბავშვები - საქართველოს მომავალი“და „ქალები საქართველოს მომავლისთვის“.

ყველა ორგანიზაციამ მოიწვია სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლები, იყო ნაყოფიერი, საინტერესო შეხვედრები: ონლაინ რეჟიმშიც და უშუალო დასწრებითაც - მიუხედავად რთული ვითარებისა. ამასთანავე გაკეთდა აუდიომასალები, ანგარიშები.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ონლაინ შეხვედრები ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტების ორგანიზაციებთან

1 2 3

ონლაინ ფორმატში წარიმართა შეხვედრები ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წევრებთან.

შეხვედრებზე შეჯამდა ადგილობრივი საჭიროებების კვლევის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების შედეგები. იმსჯელეს გამოწვევებზე, რომელთაც ორგანიზაციები მუშაობის პროცესში წააწყდნენ. ორგანიზაციების წევრებმა ასევე განსახილველად წარადგინეს სამუშაო ჯგუფის სია, რომელიც ყალიბდება პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

მონიტორინგის ჯგუფის დისტანციური მუშაობა

1 2 3 4

ფონდი „სოხუმის“ მონიტორთა ჯგუფი დისტანციურად აგრძელებს მუშაობას.

გეგმის შესაბამისად, აპრილში ფოკუსირება მოხდა შემდეგ საკითხებზე - მოძალადეთა დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციის პროგრამები; სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება.

მაისში კი მონიტორინგის ჯგუფმა ცვლილებები შეიტანა სამოქმედო გეგმაში და იმუშავა  იმაზე, რა გავლენა  იქონია COVID 19-მა ძალადობის მსხვერპლზე, რა პრობლემები გამოიკვეთა იზოლაციისა და კარანტინის პერიოდში.

სწრაფი მოკვლევის პროცესში გამოიკითხნენ ძალადობის მსხვერპლი ქალები, აქტივისტები, ფსიქოლოგები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად მომზადდა პუბლიკაცია „COVID-19-ის გავლენა ოჯახში ძალადობაზე, მსხვერპლი ქალების მდგომარეობასა და სერვისებისადმი ხელმისაწვდომობაზე“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები