ონლაინ თათბირები - უფრო აქტიური მუშაობისთვის

1 2 3 4 5 6 7

ფონდი „სოხუმი“ 16 მარტიდან დისტანციურ რეჟიმზე იმყოფება. თანამშრომლებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ ერთმანეთთან, ინტერნეტპლატფორმაზე ტარდება საერთო თათბირები, იხილავენ საპროექტო მუშაობას. მსჯელობენ  გეგმებზე. შედეგად -  სხვადასხვა  ონლაინ მეთოდის გამოყენებით აპრილში ყველა აქტივობა განხორციელდა.

ორგანიზაციის აქტიური მუშაობა ასახულია ფეისბუქგვერდზე https://www.facebook.com/fsokhumi/.

„თანადგომა ახლა“ და „რწმენა და იმედი“ - ონლაინ შეხვედრა ორგანიზაციის წევრებთან

1

15 აპრილს ონლაინ შეხვედრა ჩატარდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან: „თანადგომა ახლა“ და შშმ პირთა კავშირი „რწმენა და იმედი“. შეხვედრაზე შეჯამდა ანკეტირების პროცესი, რომლის ფარგლებშიც უნდა  მოხდეს ადგილობრივ დონეზე საგზაო რუკის რეალიზაციისთვის რეგიონალური საჭიროებების შეფასება. ასევე განხილულ იქნა ჩაღრმავებული ინტერვიუს კითხვარი და დაიგეგმა ინტერვიუების ჩატარების პროცესი, რათა არსებულ სიტუაციაში მაქსიმალურად განხორციელდეს პროექტის აქტივობები.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ონლაინ შეხვედრები ხონის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან

1 2

7 და 11 აპრილს ორი ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა ხონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

პირველი შეხვედრა ჩატარდა დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ზაზა კალანდიასა და ბაჩანა ბასილაიასთან. მეორეში კი მონაწილეობდნენ ხონის განათლებისა და განვითარების ცენტრის „ედელვაისის“ თავმჯდომარე ნაზი ჯიქია და ორგანიზაციის წევრი თამარ გენძეხაძე.

განხილული იყო ანკეტირებასთან დაკავშირებული სამუშაო პროცესი, სამომავლო გეგმები სამუშაო ჯგუფების შექმნის კუთხით, რომლებშიც გენდერული საბჭოს წევრებიც მოიაზრებიან.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

შეხვედრა ონლაინ ამბროლაურისა და ცაგერის ორგანიზაციებთან

1 2 3 4

მეწარმე ქალთა ფონდი, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დისტანციურად თანამშრომლობს ამბროლაურსა და ცაგერში პარტნიორ ორგანიზაციებთან პროექტში „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“.

ნიშანდობლივია, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა ზედმიწევნით სრულდება ონლაინ კონსულტაციებითა და სატელეფონო კომუნიკაციებით. აპრილში ონლაინ კონსულტაციები ჩატარდა ამბროლაურის სამოქალაქო ორგანიზაციების: რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმართველობის რესურს ცენტრისა და „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ჰაბი - „აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლებთან, ასევე ცაგერის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების „აქტიური მოქალაქე - ანგარიშვალდებული ხელისუფლება“ და „ცაგერის ქალთა უფლებებისა და თანასწორობის ცენტრის“ წარმომადგენლებთან.

ონლაინ შეხვედრებზე განხილულ იქნა პროექტით დაგეგმილი ჩაღრმავებული ინტერვიუების ჩატარების სპეციფიკა, ტრენინგის ჩატარების ფორმატი და ყველა ის გამოწვევა, რომელიც შეიძლება დაიძლიოს დისტანციური მუშაობის შედეგად.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ონლაინ სამუშაო შეხვედრა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ორგანიზაციებთან

1 2 3

ონლაინ სამუშაო შეხვედრა ჩატარდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან - ა(ა)იპ ბავშვთა უფლებების დაცვისა და მოქალაქეობრივი აღზრდის კავშირი „ბავშვები - საქართველოს მომავალი“ და ქალთა საინიციატივო ჯგუფი.

აღინიშნა, რომ დღევანდელ რთულ პირობებში მაინც მოხერხდა სამიზნე ჯგუფებთან დაკავშირება და მუშაობის გაგრძელება ადგილობრივი საჭიროებების შეფასების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად იჩენს თავს ტექნიკური პრობლემები ინტერნეტის სიჩქარის გამო, პროცესი მაინც დაიწყო, შერჩეულია რესპონდენტები და მიმდინარეობს გამოკითხვა ანკეტირების და ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდებით.

ასე აქტიურად ხორციელდება პროექტი „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები