საკონსულტაციო შეხვედრა გურიის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან

1 2

პროექტის  „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა „სპექტრმა“ გამართა მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა პროექტში ჩართულ გურიის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. კერძოდ, მასში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს სასოფლო დარბაზის (ლანჩხუთი), განათლებისა და თანასწორობის ცენტრისა და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის (ოზურგეთი) წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში საჯარო მმართველობის საგზაო რუკის განხორციელების საჭიროებების კვლევის მიმდინარეობა და საგრანტო კონკურსისათვის საპროექტო განაცხადების მზადების პროცესი. ორივე მუნიციპალიტეტში წარმატებით მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის გამოკითხვა საჭიროებების კვლევის მიზნით. ახლო მომავალში ცნობილი გახდება კვლევის შედეგები.

            პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

კონსულტაცია ცაგერისა და ამბროლაურის აპლიკანტი ორგანიზაციებისთვის

1 2 3

ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომუშავე პარტნიორ აპლიკანტ ორგანიზაციებს ჩაუტარდათ ონლაინ კონსულტაცია საპროექტო განაცხადების ფორმების შევსების წესთან დაკავშირებით. მეწარმე ქალთა ფონდის ორგანიზებით კონსულტაცია გაწია მაღალკვალიფიციურმა ტრენერმა ეკატერინე გამახარიამ, რომელმაც 22 აპრილს ონლაინ ჩაატარა ტრენინგი/ვებინარი თემაზე „პროექტებისა და საგრანტო განაცხადების შემუშავება“. ვებინარში რაჭა-ლეჩხუმის ორგანიზაციების გარდა მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გურიიდან და იმერეთიდან.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

კითხვარის შემუშავება „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციისთვის“

ჩვენი ორგანიზაცია აპირებს ევროპაში წარმატებული მოდელის - ონლაინ პლატფორმის „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის“ (Voter Advice Application) დანერგვას  წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით. „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია“ გულისხმობს ონლაინ პლატფორმის შექმნას. აპლიკაციაში ასახულ კითხვებზე პასუხების გაცემით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნება, გაეცნონ  საარჩევნო პოლიტიკური სუბიექტის პოზიციას. ეს დაეხმარება ამომრჩეველს, გაიგოს, რომელი პოლიტიკური სუბიექტი დგას ყველაზე ახლოს მის შეხედულებებთან, რათა  გააკეთოს ინფორმირებული და გააზრებული არჩევანი.

მიუხედავად Covid-19 ვირუსით ქვეყანაში შექმნილი საგანგებო ვითარებისა, ფონდი „სოხუმი“ აგრძელებს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ განხორციელებას.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს კითხვარის შემუშავების პროცესი, რომელშიც აისახება სხვადასხვა მწვავე საკითხი, მათ შორის Covid-19 პანდემიით  გამოწვეული პრობლემები.

დისტანციურ რეჟიმში მოხდა საზოგადოებაზე ვირუსის გავლენის შესწავლა. მონიტორინგის ფარგლებში უკვე გამოკითხულია 300-ზე მეტი ადამიანი.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების შეხვედრა

1 2 3

4 მაისს გაიმართა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი  საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” პარტნიორების მორიგი შეხვედრა ონლაინ რეჟიმში.

განხილულ იქნა სამიზნე მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ადგილობრივი საჭიროებების შეფასების პროცესი, მაისის თვეში დაგეგმილი ღონისძიებები და პროექტის მედიაკამპანიის ეფექტიანი განხორციელების საკითხები.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

პროექტის ადვოკატირების სტრატეგია

 

მიუხედავად Covid-19 ვირუსით ქვეყანაში შექმნილი საგანგებო ვითარებისა, ფონდი „სოხუმი“ აგრძელებს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ განხორციელებას. პროექტის გუნდი დისტანციურ მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. შემუშავდა ადვოკატირების სტრატეგია, რომელშიც აღწერილია, როგორც პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის და მუშაობის დეტალური გზები და მიდგომები, ასევე მოქალაქეების „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველის“ შესახებ ინფორმირების, მათი საარჩევნო აქტიურობის გაზრდის კონკრეტული სამოქმედო გეგმა. არსებული გამოწვევების საპასუხოდ, ადვოკატირების სტრატეგიაში გათვალისწინებულია პოლიტიკურ პარტიებთან და მოქალაქეებთან დისტანციური თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა, განისაზღვრა კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუტები, გადაწყვეტილების მიმღებნი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებთანაც აქტიური კომუნიკაციის გზით, ფონდი „სოხუმი“ დასახული მიზნების მიღწევას შეეცდება და უზრუნველყოფს მოქალაქეების მაქსიმალურ ინფორმირებას და ჩართვას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები