ფონდი „სოხუმის“ აქტიური ონლაინ მუშაობა

1 2 3 4 5 6 7

ფონდი „სოხუმი“ აქტიურ ონლაინ მუშაობაზე გადავიდა. თანამშრომლებს მუდმივი კავშირი აქვთ ერთმანეთთან, შექმნილია საერთო ჩათები. უფრო ხშირად ტარდება საერთო თათბირიც. ინტერნეტპლატფორმაზე შეკრებილები ერთმანეთს უზიარებენ, როგორ მუშაობენ ბენეფიციარებთან. საუბრობენ გეგმებზე, საპროექტო საქმიანობის გააქტიურებაზე.

ორგანიზაცია 16 მარტიდან დისტანციურ რეჟიმზეა და საკმაოდ ეფექტიანად შეძლო გადართვა ახალ ონლაინ მეთოდებზე. ორგანიზაციის ყველა რგოლის  აქტიური მუშაობა აისახება ფეისბუქ-გვერდზე და ვებგვერდზე.

პარტნიორთა მორიგი შეხვედრა - ონლაინ

1 2

შექმნილი საკარანტინო მდგომარეობის შესაბამისად, პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ პარტნიორთა (ფონდი „სოხუმი“, სპექტრი, მეწარმე ქალთა ფონდი) მორიგი შეხვედრა შედგა - ოღონდ ონლაინ რეჟიმში.

განხილულ იქნა შექმნილი ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორს-მაჟორულ ვითარებაში - როგორც პროექტის პარტნიორ, ასევე რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციებთან. გაკეთდა მიმოხილვა ჩატარებულ საპროექტო მუშაობასა და მიღებულ შედეგებზე, გამოწვევებსა და საჭიროებებზე. ისაუბრეს ასევე ნარატიულ და ფინანსურ ანგარიშებზე, სხვა საორგანიზაციო საკითხებზე.

შეხვედრის ბოლოს დაიგეგმა სამომავლო აქტივობები: საპროექტო მუნიციპალიტეტებში საჭიროებების შესწავლის, მათი სისტემატიზაციის და შედეგებზე ორიენტირებული რეკომენდაციების შემუშავების კუთხით. დეტალურად იქნა განხილული გეგმების შესრულების მექანიზმები, არსებული რეალობიდან გამომდინარე.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

შეხვედრა ვანის მუნიციპალიტეტში

11 მარტს ვანის მუნიციპალიტეტში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივ ორგანიზაციებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკა PAR-ის ადგილობრივ დონეზე რეალიზების მონიტორინგის შედეგები და გამოკვეთილი რეკომენდაციები.

დაიგეგმა ანკეტირების პროცესი, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს ადგილობრივ დონეზე საგზაო რუკის PAR რეალიზაციისთვის რეგიონალური საჭიროებების შეფასება.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

  

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ონლაინ საუბრები ოჯახურ წყვილებთან

1 2 3

ფონდი „სოხუმის“  ყველა ტიპის სერვისი დისტანციურად ხორციელდება. ასევე  ტარდება ჩართვები ონლაინ ოჯახურ წყვილებთან. მონაწილები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში არსებული ემოციური ფონი ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოჯახური კონფლიქტების განვითარებისთვის.

- როგორ ვმართოთ ნეგატიური ემოციები, როგორ გავაუმჯობესოთ კომუნიკაცია ერთმანეთთან, როგორ  ავიცილოთ თავიდან ოჯახური კონფლიქტები - კონსულტაციები, ძირითადად, ამ საკითხებს  შეეხებოდა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ბაღდათი - შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან

1 2 3 4
11 მარტს ბაღდათის  მუნიციპალიტეტში გაიმართა  შეხვედრა პროექტში ჩართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების - „თანადგომა ახლა“ და შშმ პირთა კავშირის „რწმენა და იმედის“ - წევრებთან. ორგანიზაციის წევრებმა იმსჯელეს სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკა PAR-ის ადგილობრივ დონეზე რეალიზების მონიტორინგის შედეგად გამოკვეთილ რეკომენდაციებზე. ასევე დაიგეგმა ანკეტირება რეგიონის საჭიროებების შეფასების მიზნით.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები