ადგილობრივი საჭიროებების შეფასებაზე მუშაობის დაწყება ხონში

ხონში ადგილობრივი საჭიროებების შეფასებაზე მუშაობას შეუდგნენ. სწორედ ამას მიეძღვნა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები - ხონის ააიპ განათლებისა და განვითარების ცენტრი „ედელვაისი“ და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფი.

განხილული იყო რაოდენობრივი მონაცემების შეგროვების, კერძოდ ანკეტირების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები. საქმე განაწილდა ორივე ორგანიზაციაზე: „ედელვაისსა“ და დევნილთა საინიციატივო ჯგუფზე.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

1 2 3

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმი ქუთაისში

   

21 თებერვალი. ქუთაისი. სასტუმრო „ბაგრატი 1003“. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმი. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ პარტნიორები რეგიონებიდან (გურია, იმერეთი, რაჭა ლეჩხუმი) - 16 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის (სსო) წარმომადგენელი.

შეკრებილები გაეცნენ მუნიციპალიტეტის პროგრამულ ბიუჯეტირებას გენდერული კომპონენტის გათვალისწინებით.

ფორუმზე მოსმენილ იქნა ინფორმაციები ამბროლაურის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში საჯარო მმართველობაში არსებული მდგომარეობის შესახებ.

ეს იყო პარტნიორული პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი  საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის“ სსო ფორუმის მორიგი შეხვედრა, რომელიც გაიმართა მეწარმე ქალთა ფონდის ორგანიზებით.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

შეხვედრა ოზურგეთის საკრებულოში

მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა  ჩაატარეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. შეხვედრას ესწრებოდნენ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები, აპარატის და მერიის თანამშრომლები. ეს იყო პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ პრეზენტაცია, რომელიც გაიმართა ადგილობრივ ორგანიზაციებთან - „განათლებისა და თანასწორობის ცენტრთან“ და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ პარტნიორობით. შეხვედრაზე აღინიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიღწევებზე საჯარო და ელექტრონული მმართველობის მიმართულებით.

პროექტს ახორციელებს კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“, მეწარმე ქალთა ფონდთან და იმერეთის მეცნიერთა კავშირის „სპექტრთან“ პარტნიორობით, ევროკავშირის მხარდაჭერით.

    

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

პროექტის შემსრულებელთა მორიგი შეხვედრა

 

პარტნიორთა მორიგი შეხვედრა გაიმართა 11 თებერვალს ფონდი „სოხუმის“ ოფისში.  შეხვედრაზე აქტიურად განიხილეს სამიზნე მუნიციპალიტეტებში საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის (PAR) მონიტორინგის განხორციელების პროცესი. აგრეთვე ისაუბრეს მომავალ ტრენინგთან დაკავშირებით. ტრენინგი ჩატარდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის წევრებისთვის - საჭიროებათა შეფასების საკითხებზე.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

თერჯოლის მერიასთან გაფორმებული მემორანდუმის ხელმოწერა

 

თერჯოლის მერმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რაც მუნიციპალიტეტის მერიასა და ფონდ „სოხუმს“ შორის მომავალ აქტიურ თანამშრომლობას განაპირობებს. მემორანდუმის ხელმოწერა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შედგა.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები