ხონის სოციალურ საკითხებში მრჩეველთა საბჭოს ბოლო სხდომა

 2 31

17 აპრილს ხონის სოციალურ საკითხებში  მრჩეველთა საბჭოს ბოლო  სხდომა გაიმართა. სხდომა შეეხო მრჩეველთა საბჭოს სიცოცხლისუნარიანობის, სოციალური სტრატეგიის 2018 წლის სამოქმედო გეგმის შესრულებას და  სოციალური ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგების შეჯამებას.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი დამთავრდა, სოციალურ საკითხებში მრჩეველთა საბჭო განაგრძობს ფუნქციონირებას და მისი საქმიანობის  ფასილიტაცია მერიის მიერ განხორციელდება.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს საბჭოს მუშაობაში  ჩართულ ყველა ადამიანს. მათი თქმით, პროექტის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება დინამიკა გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის განხორციელებისათვის.

საერთაშორისო ორგანიზაცია PIN („ადამიანი გაჭირვებაში“) პროექტის ხელმძღვანელების აღნიშვნით, ისინი მოხარული არიან, რომ პროექტის პოზიტიური შედეგები სახეზეა და მზად არიან ხონის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში
PIN მხარდაჭერით

ევროპული გამოცდილება, ქართული რეალობა, პერსპექტივები - საინფორმაციო შეხვედრაზე განხილული საკითხები

1 2 3

კიდევ ერთი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქუთაისში, პროფესიულ სასწავლებელში პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე, თანაბარი ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში.

შეკრებილთა შორის იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასწავლებლის მასწავლებლები და სტუდენტები.

მათთვის საინტერესო აღმოჩნდა ინფორმაცია პროექტის შესახებ და წარმოდგენილი თემები: დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი გენდერული პოლიტიკა, გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა მუნიციპალიტეტებში, ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება. დისკუსიის დროს დაკონკრეტდა და გამოიკვეთა აქტულური საკითხები. გამოჩნდა, რა მნიშვნელობა აქვს სამართლიან ბიუჯეტირებას - ყველა გენდერული ჯგუფის საჭიროებების გათვალისწინებას.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

ოზურგეთი, თერჯოლა, ხონი, სენაკი - შეხვედრები კანონის მონიტორინგის მიზნით

1 2

მარტში „კანონის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მონიტორიგის მიზნით ჩატარდა შეხვედრები შსს მხარდაჭერით და თანადგომით: ფოკუს ჯგუფები შსს წარმომადგენლების მონაწილეობით - ოზურგეთისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში, ჩაღრმავებული ინტერვიუები - ხონისა და სენაკის მუნიციპალიტეტების უბნის ინსპექტორ გამომძიებლებთან. შეხვედრებზე მიღებული რეკომენდაციები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის სტრუქტურებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

თერჯოლა - საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივი გენდერული სტრატეგიის თემაზე

31

 2  4

27 მარტს ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ადგილობრივი აქტიური სამოქალაქო ჯგუფების და ტყიბულისა და ბაღდათის გენდერულ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირების მონაწილეობით.

შეხვედრის მთავარი საკითხი იყო ფონდი „სოხუმის“ ადგილობრივი გენდერული სტრატეგიის დოკუმენტის ორიენტირები, რომელიც პროექტის დასასრულს წარედგინება საზოგადოებას, ადგილობრივ თვითმმართველობებს. შეხვედრის მონაწილეებმა  ფონდი „სოხუმის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევებისა და პროექტის  ფარგლებში ჩატარებული საქმიანობის  შესახებაც მოისმინეს ინფორმაცია. ისაუბრეს ადგილობრივ გენდერულ პოლიტიკაზე, პერსპექტივებსა და გამოწვევებზე. ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტების გენდერულ პოლიტიკასა და გამოცდილებაზე, გენდერული თანასწორობის საბჭოების როლსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობაზე. 

„მოხარული ვარ, რომ თერჯოლა ადგილობრივ გენდერულ სტრატეგიაზე დისკუსიას მასპინძლობს. მზად ვართ, აქტიურად ვიმუშაოთ გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩამოყალიბებისთვის,“ - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ ნინო ჯანელიძემ.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

გენდერული პოლიტიკის საკითხების განხილვა - შეხვედრა ფოთში

1 2

 3 4

ფოთის მერიის დარბაზში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „დეცენტრალიზაცია - ადგილობრივი თვითმმართველობა - გენდერული პოლიტიკა, საქართველო“. ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა შეკრებილებს გააცნეს ამ კუთხით არსებული სიტუაცია და ფონდის გამოცდილება.

შეხვედრის მონაწილეთა შორის იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები, ფოთის მუნიციპალიტეტის და მასმედიის წარმომადგენლები. ისინი აქტიურად ჩაერთნენ გენდერულ პოლიტიკასთან  დაკავშირებული საკითხების განხილვაში.

შეხვედრა ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე, თანაბარი ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები