ფოკუს-ჯგუფები და ჩაღრმავებული ინტერვიუ წყალტუბოში, ხონში, ქუთაისში

1 2

 3 4

ადგილობრივი ხელისუფლების ჩართვა კანონის იმპლემენტაციაში: ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დახმარება, პრევენცია. „კანონის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მონიტორიგის ფარგლებში ჩატარდა ფოკუს-ჯგუფები და ჩაღრმავებული ინტერვიუ წყალტუბოში, ხონსა და ქუთაისში. გამოვლინდა მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოების პოზიცია.

ამომწურავი თვისობრივი ინფორმაციის მიღების მიზნით ჩაღრმავებული ინტერვიუ გაიმართა საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმართველობების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მრჩეველთან გენდერულ საკითხებში, რომელზეც დაფიქსირდა სამინისტროს პოლიტიკა ამ კუთხით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მრგვალი მაგიდა ზესტაფონში გენდერული მეინსტრიმინგის საკითხებზე

1 2 3

ფონდმა „სოხუმმა“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მრგვალი მაგიდის ფორმატში   შეხვედრა გამართა. თემა - „გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ პოლიტიკაში (გენდერული მეინსტრიმინგი)“. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების, სამოქალაქო ჯგუფების გარდა, შეხვედრას დაესწრნენ  ხარაგაულის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მოხდა ფონდის მიერ შექმნილი ადგილობრივი გენდერული სტრატეგიის გზამკვლევის  პრინციპების და ოთხი  ძირითადი  მიმართულების გაცნობა:  რა  საკითხები უნდა აისახოს ადგილობრივ პოლიტიკურ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმებში, ვინ შეიძლება იყვნენ გზამკვლევის მომხმარებლები.

მრგვალ მაგიდაზე გაიმართა საინტერესო დისკუსიები მუნიციპალიტეტების  გენდერულ პოლიტიკასა და პრაქტიკაზე, გამოცდილებებსა და გამოწვევებზე. მონაწილეებმა ისაუბრეს საჭიროებებზე, რომელიც იკვეთება პერსონალის   გენდერული  განათლების, გენდერული ბიუჯეტირების, საჭიროებათა კვლევების მეთოდოლოგიის კუთხით და ხაზი გაუსვეს კვალიფიციურ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის აუცილებლობას. გამოიკვეთა სამომავლო მუშაობის კონტურები. გაჟღერდა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება მონაწილეთა აზრით, აუცილებლად აისახება ქალთა ახალგაზრდების, და სხვა ჯგუფების    მდგომარეობაზე.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი ფონდ „სოხუმში“

1 2

შვედეთის ქალთა ორგანიზაციის Kvinna till Kvinna-ს მხარდაჭერით ფონდი „სოხუმი“ 2002 წლიდან მუშაობს. 2 მაისს ფონდ „სოხუმში“ საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა Kvinna till Kvinna-ს საველე წარმომადგენელი საქართველოში ჯოანა არკასენი. შეხვედრას ესწრებოდნენ ორგანიზაციის ხელმძღვანელები, პროექტში ჩართული პირები.

შეხვედრის მონაწილეებმა მიმდინარე პროექტის დეტალებზე და მომავალი თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

„ვიშეგრადის „V4“ ქვეყნებისა და საქართველოს გამოცდილება ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობისათვის“ - კონფერენცია თბილისში

1 2 3 4 5 6 7 8 9 10  12 11 13 14 15 16 17 18

11 მაისს თბილისში გაიმართა კონფერენცია „ვიშეგრადის „V4“ ქვეყნებისა და საქართველოს გამოცდილება ადგილობრივ დონეზე  თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობისათვის“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საელჩოების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურების და  დასავლეთ საქართველოს 15 მუნიციპალიტეტის  წარმომადგენლებმა.  ექსპერტებმა პოლონეთიდან, უნგრეთიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან და საქართველოდან წარმოადგინეს 8 პრეზენტაცია გადაწყვეტილების მიღების დონეზე საზოგადოების ჩართულობის, გენდერული მეინსტრიმინგის, მონაწილეობითი ბიუჯეტირების და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

მონაწილეებმა შეკითხვები დაუსვეს ექსპერტებს და მიიღეს პასუხები 5 ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

შემაჯამებელი კონფერენცია თბილისში

1 2
 3 4

საერთაშორისო ორგანიზაცია „ფიფლ-ინ ნიდის“ (PIN) თაოსნობით თბილისში პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა - სამიზნე ორგანიზაციების, მათ შორის ფონდი „სოხუმის“, ბენეფიციარების, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, სამთავრობო სტრუქტურების მონაწილეობით.

ღონისძიება მოიცავდა სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების,   პროექტის განმახორციელებელი გუნდის პრეზენტაციებს.

კონფერენციაზე პროექტის მნიშვნელობისა და შედეგების შესახებ ისაუბრა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, რომელმაც პოზიტიურად შეაფასა   „ფიფლ ინ ნიდის“, ფონდი „სოხუმის“, ხონის მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენელთა ძალისხმევა და წარმოაჩინა ცვლილებები, რომლებიც ადგილობრივ სოციალურ პოლიტიკაში გამოჩნდა. 

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში
PIN მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები