ხონის მრჩეველთა საბჭოს სხდომა და საქველმოქმედო აქცია

1 2
 3 4
სოციალური ჩართულობის პროექტის ფარგლებში ფონდი „სოხუმის“ ფასილიტაციით სოციალურ საკითხებში ხონის მუნიციპალიტეტის მრჩეველთა საბჭომ მეოცე სხდომა გამართა, სადაც მერის სამოქალაქო საბჭოს წევრებს ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდის“ (PIN) და თვითმმართველობის მიერ მხარდაჭერილი პროექტები გააცნეს. მოკლედ მიმოიხილეს ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის სამოქმედო გეგმა, გაეცნენ სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგებს; შედგა აზრთა გაცვლა მრჩეველთა საბჭოს სიცოცხლისუნარიანობის საკითხზეც.
სხდომა საქველმოქმედო აქციით დასრულდა. ხონის მერიის სოციალური სამსახურის,  ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელთა ინიციატივით და „საქართველოს კარიტასის“ მხარდაჭერით,   საბჭოს წევრები სოფელ ხიდში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულ ქალს ესტუმრნენ და ჰიგიენური საშუალებები და საკვები პროდუქტები მიუტანეს.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში
PIN მხარდაჭერით

ექსპერტთა შეხვედრა ბუდაპეშტში

  

  

7-8 მარტს, ბუდაპეშტში, პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობისათვის“ ფარგლებში კვლევებში ჩართულ ექსპერტთა მონაწილეობით შედგა შეხვედრა, რომელზეც კიდევ ერთხელ მოხდა ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების განზოგადება გენდერული მიდგომების დანერგვის, ადგილობრივი მართვის რეფორმებში საზოგადოების მონაწილეობის და პოლიტიკური რეფორმების ადვოკატირების კუთხით.  დაიწყო მუშაობა  პოლიტიკური სტრატეგიის დოკუმენტზე, რომელიც ორიენტირებული იქნება საქართველოში ადგილობრივი მმართველობის რეფორმაზე და გენდერულ მეინსტრიმინგზე. დაიგეგმა პროექტის სამომავლო აქტივობები.

შეხვედრას ესწრებოდა  ვიშეგრადის ფონდის წარმომადგენელი. ის ინტერესით გაეცნო პროექტის ფარგლებში განხორციელებულ მუშაობას და დააფიქსირა ფონდის პოზიცია, რომელიც მიესალმება გენდერულ საკითხებში გამოცდილების გაცვლის, პარტნიორთა ქსელის გაზრდის და ადგილობრივ პოლიტიკაში თანასწორობის საკითხებისადმი  ახალი მიდგომების დანერგვის ტენდენციას.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

„ადგილობრივი გენდერული პოლიტიკა - პერსპექტივები და გამოწვევები“ - შეხვედრა ოზურგეთში

     

გურიის სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზში, ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით, ჩატარდა შეხვედრა თემაზე „ადგილობრივი გენდერული პოლიტიკა - პერსპექტივები და გამოწვევები“.

შეხვედრას ესწრებოდნენ გურიის მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, თვითმმართველობის პასუხისმგებელი პირები, იმერეთიდან მოწვეული კოლეგები,  მედიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

მუნიციპალიტეტებში გენდერული პოლიტიკის დანერგვის პოზიტიური პრაქტიკის შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა, ადგილობრივი გენდერული თანასწორობის საბჭოების მუშაობაში არსებული გამოწვევების შეფასება იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებზედაც შეხვედრაზე ისაუბრეს.

„ჩვენი დიდი სურვილია, გავიზიაროთ სხვა ადგილობრივი საბჭოების,  განსაკუთრებით ფონდი „სოხუმის“ პილოტური გენდერული საკონსულტაციო საბჭოების (ერთ-ერთი მათგანი სამი წელი მოქმედებდა ოზურგეთში)  პოზიტიური გამოცდილება. ვფიქრობთ, ინფორმაციის გაცვლის ასეთი სისტემა ყველასთვის ძალიან სასარგებლო იქნება,“ - ითქვა შეხვედრაზე.

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა პროექტის  „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში.  მომდევნო  ეტაპზე მოხდება  სტრატეგიის შემუშავება და ადვოკატირება ადგილობრივ დონეზე გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვისთვის. 

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში - ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის თემა

1 2 3 4

ქუთაისში, პროფესიული სასწავლებლის სააქტო დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „დეცენტრალიზაცია - ადგილობრივი თვითმმართველობა - გენდერული პოლიტიკა, საქართველო“. ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტის მიმდინარეობაზე, ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილებაზე, ფონდი „სოხუმის“ გენდერული საკონსულტაციო საბჭოების მუშაობით მიღებულ შედეგებზე.  

შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, მასმედიის, საზოგადოების წარმომადგენლები. დისკუსიისას მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ფორმირებაში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის აუცილებლობას.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე, თანაბარი ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

მრჩეველთა საბჭოს სხდომა ხონში

    

22 თებერვალს საკრებულოს სააქტო დარბაზში ფონდი „სოხუმის“ ფასილიტაციით ხონის სოციალურ საკითხებში მრჩეველთა საბჭოს რიგით მე-19 სხდომა გაიმართა.

სხდომაზე სოციალური ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხები იქნა განხილული, რომლებითაც მუნიციპალიტეტში გრძელდება ადგილობრივი მოწყვლადი ჯგუფებისთვის ინოვაციური სოციალური სერვისების დანერგვის ტენდენცია. განხილული 13 პროექტის მიმართ გამოითქვა შენიშვნები, წინადადებები, რომელთა გათვალისწინებით მოხდება სამოქმედო გეგმის საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბება.

შეხვედრაზე მოკლედ იქნა მიმოხილული ასევე ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული სოციალური ბიუჯეტის მონიტორინგის მიმდინარე ეტაპის რეკომენდაციები.

 

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში

PIN მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები