ბიუჯეტების გენდერული ანალიზი

1 2

 3 4

ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფმა ივნისში ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების გენდერული ანალიზი გააკეთა, რისთვისაც ორივე მუნიციპალიტეტში ჩატარდა ფოკუს-ჯგუფები მერიის და საკრებულოს სხვადასხვა კომისიის წარმომადგენლების ჩართულობით. ასევე გაიმართა ჩაღრმავებული ინტერვიუები ექსპერტებთან. შეხვედრებზე გამოიკვეთა ის პროგრამები, რომლებიც გენდერული თვალსაზრისით მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში არის შეტანილი, ასევე პროგრამები, რომლებიც ამ ჭრილში დახვეწას საჭიროებენ. ანალიზის დოკუმენტი და რეკომენდაციები წარედგინება ორივე მუნიციპალიტეტს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საინფორმაციო შეხვედრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან

1 2 3

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან.

შეხვედრაზე იმსჯელეს ფონდი „სოხუმის“ მიერ შემუშავებულ ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის სტრატეგიულ გზამკვლევზე, კერძოდ: გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა ადგილობრივ დონეზე, რა უნდა გაითვალისწინონ ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანებმა, რას ნიშნავს გენდერული აქცენტები ბიუჯეტში და ა.შ.  განიხილეს აგრეთვე გენდერული თანასწორობის საბჭოს სამუშაო გეგმის პროექტი. გამოიკვეთა ის მიმართულებები, რაზეც საბჭომ უნდა იმუშაოს.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

შეხვედრა ტყიბულის მუნიციპალიტეტში გენდერული მიდგომების დანერგვის საკითხებზე

1 2
 3 4

ფონდი  „სოხუმის“ ინიციატივით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში  ჩატარდა  შეხვედრა  ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირების, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლების, სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივი სამსახურის, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით.     

შეხვედრაზე მოხდა ფონდის მიერ შექმნილი ადგილობრივი გენდერული სტრატეგიის გზამკვლევის, მისი ზოგადი პრინციპების გაცნობა. გაიმართა საინტერესო დისკუსია მუნიციპალიტეტის გენდერულ პოლიტიკასა და პრაქტიკაზე, გამოცდილებასა და გამოწვევებზე. მონაწილეებმა ისაუბრეს საჭიროებებზე, რომლებიც იკვეთება  სოციალური პოლიტიკის მეტი ეფექტურობის კუთხით.

როგორც გამოჩნდა, მუნიციპალიტეტს აქვს ძალიან კარგი პრაქტიკა ადგილობრივი მოწყვლადი ჯგუფებისთვის სოციალური სერვისების დანერგვის, ქალების, ახლგაზრდების, განსაკუთრებით ხანდაზმულების სოციალური ინტეგრაციის  ხელშეწყობისთვის. ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლების შეფასებით, გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების დანერგვა ადვილია იქ, სადაც არის სამართლიანი, მოწყვლად ჯგუფებზე ორიენტირებული სოციალური პრაქტიკა, რისი მაგალითიც ბლომად არის ტყიბულში - ორგანიზაცია PIN-ის  სოციალური ჩართულობის პროექტის დამსახურებით, რომელსაც დახვდა შესაბამისი პოლიტიკური ნება ადგილობრივი თვითმმართველობისგან.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

შეიქმნა რეგიონული სამშვიდობო პლატფორმა

1 2 3

შესაძლებლობა - სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა იმუშაონ სამშვიდობო კუთხით, კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და სამშვიდობო განათლებისთვის, ითანამშრომლონ და ერთმანეთს გაუზიარონ მოწინავე პრაქტიკა, მიღებული გაკვეთილები როგორც ინტერნეტში, ასევე ავტონომიურ რეჟიმში. აგრეთვე განიხილონ სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები. ამ მიზნით 28-31 მაისს თბილისში ჩატარდა რეგიონული სამშვიდობო პლატფორმის მეორე შეხვედრა.

პლატფორმაში შევიდა ორი ორგანიზაცია სომხეთიდან, ორი - საქართველოდან და ერთი - ყირგიზეთიდან. შეხვედრაზე განიხილეს და მიიღეს თანამშრომლობის მემორანდუმი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარე ალლა გამახარია და ასისტენტი ლარისა შენგელია.

არასამთავრობო ორგანიზაციათა პარტნიორობა, ორგანიზებული ორგანიზაცია „ქალები განვითარებისათვის“ მიერ  (სომხეთი) BfdW (გერმანია) მხარდაჭერით

ავსტრიის პროფკავშირების წარმომადგენლები - ფონდ „სოხუმში“

1 2 

3 4

27 მაისს ფონდ „სოხუმს“ ავსტრიის პროფკავშირების 18 წარმომადგენელი ესტუმრა. ისინი დიდი ინტერესით გაეცნენ 20-წლიანი ისტორიის მქონე ორგანიზაციის მუშაობის ძირითად მიმართულებებს. სტუმრებმა ისაუბრეს თავიანთ საქმიანობაზე, მიმდინარე პროექტებზე და გამოთქვეს მომავალი თანამშრომლობის სურვილი.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები