შეხვედრა თერჯოლაში

თერჯოლა - ახალი მუნიციპალიტეტია, სადაც ფონდი „სოხუმი“ იანვრიდან ინტენსიურ მუშაობას იწყებს ახალი პროექტის „ქალთა გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში. გაიმართა შეხვედრა თერჯოლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. ფონდის თანამშრომლებმა მათ პროექტის მიზნები და ამოცანები გააცნეს.

იგეგმება შეხვედრები ლანჩხუთისა და ოზურგეთის ადგილობრივ თვითმმართველობებშიც. ფონდის მუშაობა ამ მუნიციპალიტეტებშიც გავრცელდება იმ 6 მუნიციპალიტეტების პარალელურად, სადაც ბოლო წლებში უამრავი აქტივობა განხორციელდა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხონის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განხილული საკითხები

    

ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხონის სოციალურ საკითხებში მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.  

საბჭოს წევრებმა განიხილეს საბჭოს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

ხონის სოციალური ჩართულობის სტრატეგიის მიზნების და ამოცანების შესრულების  ანალიზი (2017 წლის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით); ხონის მუნიციპალიტეტის სოციალური ჩართულობის სტრატეგიის 2018 წლის სამოქმედო გეგმისთვის პრიორიტეტული მიმართულებების გამოკვეთა.

სხდომაზე   პოზიტიურად  შეფასდა 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულება და წარმოდგენილი იქნა არაერთი საინტერესო იდეა 2018 წლის სამოქმედო გეგმაში ინტერგირებისთვის, რომელზეც საბჭოს წევრები ორგანიზაცია «Реоplе in Need»-ის თაოსნობით უახლოეს მომავალში იმუშავებენ. 

რა მიმართულებით უნდა მოხდეს საბჭოს საქმიანობის ფოკუსირება, რომელ საკითხებში საჭიროებენ საბჭოს წევრები უნარების გაძლიერებას, რათა სამოქმედო გეგმას რეალური განხორციელება მოყვეს -  აქცენტი ამ საკითხებზეც გაკეთდა.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში

PIN მხარდაჭერით 

ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის შეფასება ბენეფიციარების და პარტნიორების მიერ

             

რესტორან „ამირანში“ გაიმართა შეფასებითი ვორქშოფი, რომელზეც ფონდი „სოხუმის“ საქმიანობა შეაფასეს პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოადგენლებმა, ფონდის აქტივისტებმა, ბენეფიციარებმა.

მუშაობის ფოკუსი იყო ორგანიზაციის საქმიანობის აქტუალურობა; პარტნიორების მიერ დანახული ცვლილებები და მიღწევები; ხედვა ორგანიზაციის პოტენციალზე და ინსტიტუციური ზრდის დინამიკის შენარჩუნების სურვილი; გამოწვევები, რომელთა საპასუხოდ ისურვებდნენ ფონდი „სოხუმის“ ძალისხმევის მიმართვას.

ფონდის ხელმძღვანელებმა თანამშრომლობისთვის გულწრფელი მადლობა გადაუხადეს  პარტნიორებს, ბენეფიციარებს. ითქვა, რომ  ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარ საქმიანობას შეხედო „გვერდიდან“ და მოისმინო საქმიანი რჩევები სამომავლო სტრატეგიაში გასათვალისწინებლად.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მუშაობა განაახლა მონიტორინგის ჯგუფმა

ახალი წლიდან მუშაობა განაახლა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც „ოჯახში/ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელებას ადევნებს თვალ-ყურს. ჯგუფმა შეისწავლა ეროვნული სამოქმედო გეგმის სამუშაო ვარიანტი. შეირჩა პრიორიტეტები, შესაბამისი უწყებები მონიტორინგის თემებისა და მიზნების მიხედვით. შემუშავდა მუშაობის კონცეფცია და 2018 წლის გეგმა.

კანონის მონიტორინგის ჯგუფი რეფერალური მექანიზმის სუბიექტებთან ჩატარებული  ფოკუს-ჯგუფების, ჩაღრმავებული ინტერვიუების და ანკეტირების მეშვეობით მოამზადებს  რეკომენდაციათა პაკეტს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „ადგილობრივი გენდერული პოლიტიკა - პერსპექტივები და გამოწვევები“

      

ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ფონდი „სოხუმის“ მიერ პროექტის - „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ – ფარგლებში ორგანიზებული იყო ინფორმაციის გაცვლის შეხვედრა. თემა - „ადგილობრივი გენდერული პოლიტიკა - პერსპექტივები და გამოწვევები“. 
შეხვედრას იმერეთისა და სამეგრელოს მუნიციპალიტეტების გენდერულ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი საჯარო მოხელეები, თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, სამოქალაქო სექტორის, მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რა მიღწევები არსებობს გენდერული პოლიტიკის კუთხით მუნიციპალურ დონეზე, რა გამოწვევების წინაშე დგას ადგილობრივი გენდერული თანასწორობის საბჭოები, რა მიმართულებით ისურვებდნენ მხარდაჭერას ადგილობრივი ხელისუფლებისგან, საპარლამენტო გენდერული თანასწორობის საბჭოსგან, სამინისტროებისგან ადამიანები, ვისაც შეხება აქვს ადგილებზე გენდერული დღის წესრიგის დანერგვასთან?

საინტერესო დისკუსიების შემდეგ შეხვედრის მონაწილეები ჩამოყალიბდნენ რეკომენდაციებზე, რაც საფუძველს დაუდებს დიალოგს ადგილობრივი გენდერული სტრატეგიის შემუშავებისა და მნიშვნელოვანი რეფორმების დანერგვისათვის.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები