სომეხი კოლეგები - ფონდ „სოხუმში“

1 2 3 4 5 6 7

„ქალები განვითარებისათვის“ - ასე ჰქვია ფონდი „სოხუმის“ პარტნიორ ორგანიზაციას, რომელიც სომხეთის ქალაქ გიუმრიში მუშაობს.

30 აპრილს ორგანიზაციის წარმომადგენლები არმინე შიროიანი და არპინე ნიკოლიანი ქუთაისში ჩამოვიდნენ და შეხვდნენ ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებს. ვიზიტის ნაწილი დაეთმო შეხვედრას ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებთან და აქტივისტებთან. ბოლოს კი გაეცნენ ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს. სომეხი კოლეგების თქმით, ფონდი „სოხუმი“სხვადასხვა მეთოდებით საკმაოდ ეფექტურად მუშაობს ქალთა მიმართ ძალადობის  პრევენციისთვის. მათ სურვილი აქვთ, სომხეთში მიიწვიონ ახალგაზრდა მსახიობები და თავიანთ ფორუმ-თეატრს შეახვედრონ, რადგან გამოცდილების გაზიარება მეტად მნიშვნელოვანია აგვნითარებისა და უკეთესი შედეგებისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საკოორდინაციო შეხვედრა პარტნიორებთან

15-16 აპრილს გაიმართა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლების საკოორდინაციო შეხვედრა პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან პროექტის „ნაადრევი კონფლიქტების პრევენცია - თეორია და პრაქტიკა“ ფარგლებში.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო დონორი ორგანიზაციის - Kvinna till Kvinna წარმომადგენელმა. განხილულ იქნა პროექტის შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

„ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა“ - მრგვალი მაგიდა ბაღდათში

1 2 3

ფონდმა „სოხუმმა“ ბაღდათის მუნიციპალიტეტში გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე „გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ პოლიტიკაში“. შეკრებილები  გაეცნენ ფონდის მიერ შექმნილი ადგილობრივი გენდერული სტრატეგიის გზამკვლევის ძირითად პრინციპებს. შედგა საუბარი საკითხებზე, რომლებიც იკვეთება მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის დროს.

შეხვედრას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების და ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფების გარდა ქუთაისის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

იმავე დღეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიას და კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდ „სოხუმს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფორმდა  მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დანერგვას ადგილობრივ დონეზე.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

შეხვედრები კანონის მონიტორინგის ფარგლებში

1 2
 3 4

„კანონის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მონიტორიგის ფარგლებში აპრილში ჩატარდა შეხვედრები სხვადასხვა არასამეწარმეო იურიდიული პირების წარმომადგენლებთან ლანჩხუთში, წყალტუბოში, ფოთსა და თერჯოლაში. შეხვედრების მიზანია - ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის გარკვევა კანონის იმპლემენტაციაში (ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დახმარება, პრევენცია). გამოიკვეთა ამ სეგმენტის კონკრეტული საჭიროებები პრობლემაზე რეაგირებისთვის.  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

დამოუკიდებელი შემფასებელი ფონდ „სოხუმში“

1 2 3 4

ფონდ „სოხუმს“ სტუმრობდა შევედეთის ქალთა ფონდის Kvinna till Kvinna-ს დამოუკიდებელი შემფასებელი დაიონ ბეთერსბაი.

- რა აკავშირებს ორგანიზაციას Kvinna till Kvinna-თან - სამშვიდობო საქმიანობით დაწყებული ისტორია, რომელიც ბოლო წლებამდე აქტუალურია. მნიშვნელოვანი მიღწევები, რომლებიც ფონდ „სოხუმს“  დაუგროვდა სხვადასხვა მიმართულებით - ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ, ძირითადად, ამ საკითხებზე ისუბრა.

 - თანამშრომლობა პარტნიორ ორგანიზაციებთან, ქსელური მუშაობა, პროექტის აქტივობები და მიღწეული შედეგები -  პროექტის კოორდინატორმა მერი გელაშვილმა ამ შეკითხვებს გასცა პასუხი.

ვიზიტის მეორე ნაწილში დაიონ ბეთერსბაი ფონდი „სოხუმის“ აქტივისტებს და პროექტის ბენეფიციარებს შეხვდა. მონაწილეებმა კონკრეტულ ქეისებზე ისაუბრეს.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები