ოზურგეთი - დისკუსია ინიციატივებისთვის

  
ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა სახელწოდებით „დისკუსია ინიციატივებისთვის“, რომელშიც ჩაერთო ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭო. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და საზოგადოების წევრები. შეხვედრის მიზანი იყო ხელისუფლებისთვის ახალი ინიციატივებისა და რეკომენდაციების შეთავაზება, რომლებსაც 2016 წლის ბიუჯეტის დაგეგვისას გაითვალისწინებენ.
როგორც აღინიშნა, გენდერული ბიუჯეტი არ წარმოადგენს განსხვავებულ ბიუჯეტებს ქალისა და მამაკაცისათვის - ეს არის საბიუჯეტო პროცესში გენდერული ასპექტების გათვალისწინება. მუნიციპალიტეტის გამგეობამ სრულად გაიზიარა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ წარმოდგენილი პროექტების განხორციელების აუცილებლობა და ამისთვის ფინანსური სახსრებიც გამოყო. 
გენდერული საბჭოს მიერ შეხვედრაზე წარდგენილი იქნა სოციოლოგიური კვლევის ანალიზის შედეგად გამოკვეთილი რეკომენდაციები და გენდერული პოლიტიკის გეგმა, რომელიც ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით შემუშავდა. თვითმმართველობის წარმომადგენელთა მხრიდან დაფიქსირდა, რომ ისინი მზად არიან ნებისმიერი ინიციატივის განსახილველად.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე

 
ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭო მორიგ შეხვედრაზე შეიკრიბა.  მონაწილეებმა  შესწორებები შეიტანეს და საბოლოოდ დაამტკიცეს  ქუთაისის გენდერული პოლიტიკის იმპლემენტაციის გეგმა, რომელიც მომავალი წლის ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა აისახოს. შესწორებების ძირითადი ნაწილი რამდენიმე ინიციატივას და ფინანსურ მხარეს შეეხო.
შემუშავდა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა მოეწყოს შეხვედრები  ვიცე-მერთან და იმ ჯგუფებთან, რომლებიც მერიის ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობენ.
საბჭოს შემადგენლობიდან გამოიყო სპეციალური ჯგუფები, რომლებიც შეხვედრა- კონსულტაციებს გააგრძელებენ როგორც საკრებულოს, ასევე მერიის წარმომადგენლებთან, რათა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ მომზადებულ დოკუმენტში ასახული გენდერული ასპექტები ადგილობრივ ბიუჯეტში გამოჩნდეს.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

საინფორმაციო შეხვედრა სენაკში

მორიგი შეხვედრა მენჯში ჩასახლებულ დევნილებთან გაიმართა. აფხაზეთიდან დევნილებს  თვეზე მეტია, არ მიეწოდებათ წყალი იმ მიზეზით, რომ დაზიანებულია წყლის მილი და ტუმბო. ამ პრობლემის შესახებ ფონდმა „ სოხუმმა“ აცნობა სენაკის საკრებულოს თავმჯდომარეს ჯუმბერ ლაშქარავას, რომელიც დევნილ მოსახლეობას თავად შეხვდა, გაეცნო პრობლემას და აღნიშნა, რომ პრობლემა მალე მოგვარდება.
მეორე პრობლემად დევნილებმა ბუნკერების არარსებობა დაასახელეს. საინფორმაციო შეხვედრის შედეგად, მოსახლეობის თქმით, ადგილობრივი სტრუქტურების ჩარევით, პრობლემა რამდენიმე დღეში მოგვარდა და ყოფილი სანატორიუმის დაბინძურებული ტერიტორია დასუფთავდა.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

მრგვალი მაგიდა ბათუმში

  
22 სექტემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფონდი „სოხუმისა“ და ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ თვითმმართველობის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფონდი „სოხუმის“ ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები, ახალგაზრდები, ჟურნალისტები.
გენდერულმა საბჭომ საქმიანობის ორი წლის პრეზენტაცია წარმოადგინა და თვითმმართველობას და ფონდ „სოხუმს“ კონტრუქციული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ითქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროექტი დასრულდა, საბჭოს წევრები ჩვეული რეჟიმით გააგრძელებენ საქმიანობას და ეცდებიან, უპასუხონ გენდერული პრობლემატიკის კუთხით არსებულ გამოწვევებს.
საბჭომ შეხვედრის მონაწილეებს  ჩატარებული კვლევების შედეგები გააცნო და ის მთავარი პრობლემები დაასახელა, რომლებიც საქმიანობის დროს გამოიკვეთა. მოხდა  აზრთა გაცვლა  წარმოდგენილ რეკომენდაციებთან დაკავშირებით. გაჟღერდა საბჭოს წევრების სურვილი, საზოგადოებასთან კონსესუსით მოხდეს ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის საბოლოო ვარიანტის შემუშავება და საკრებულოსთვის წარდგენა.
ითქვა, რომ იწყება მუშაობა საბიუჯეტო პროგრამებზე, ამიტომ დადგა შესაფერისი დრო ყველაზე აქტუალური საკითხების ლობირებისათვის.
 
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით

სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

   
სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მე-12 სხდომა მიეძღვნა ქალაქის გენდერული პოლიტიკის ბოლო შტრიხებს. გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრება წარმოდგენილი რეკომენდაციების გეგმის მიმართ, მოყვანილ იქნა სათანადო არგუმენტები ამა თუ იმ ამოცანის შესრულების აუცილებლობის დასასაბუთებლად.
აქტიური დისკუსიის შემდეგ დამტკიცდა გეგმა, რომელიც მოიცავს სოციალური უზრუნველყოფის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებს.
დაგეგმილია გეგმის წარდგენა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე და 2016 წლის ბიუჯეტში გარკვეული მუხლების შეტანის ლობირება.
 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები