პრევენციული მექანიზმები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ - საზოგადოებრივი დებატები ფოთში

  
- სერიოზული რეფორმებია საჭირო განათლების სისტემაში, თუ გვინდა ხვალინდელი საზოგადოება იყოს არაძალადობრივი, ამას საფუძველი დღეს უნდა ჩავუყაროთ.
- საპატრულო პოლიციის უფლებამოსილება კიდევ უნდა გაფართოვდეს.
- ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას წინ აღვუდგეთ, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს კოორდინაციის პრობლემა. სახელმწიფომ უნდა შექმნას ერთიანი სტრატეგია, სადაც სხვადასხვა სტრუქტურის ფუნქციები და როლი იქნება განსაზღვრული.
ასეთი რეკომენდაციები გაჟღერდა ფოთში, ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ჩატარებულ საზოგადოებრივ დებატებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, მერიის სოციალური და ჯანმრთელობის განყოფილების ხელმძღვანელები, პედაგოგები, ჟურნალისტები, აქტივისტი ქალებია.  
დებატები ქალთა მიმართ ძალადობის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა რეკომენდაციების შემუშავებას ძალადობის პრევენციული მექანიზმების შესაქმნელად.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და ჟურნალისტების ერთობლივი შეხვედრა სენაკში

    
სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები ფონდი სოხუმის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტებთან ერთად გამოვიდნენ აქციაზე კამპანიის პირველ დღეს - 25 ნოემბერს.
მეორე დღეს კი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს წევრებთან ერთად ესწრებოდნენ ფონდი სოხუმის თანამშრომლები და ჟურნალისტები. გახილულ იქნა საკითხები, რომლებიც საინტერესო იყო შეხვედრის ყველა მონაწილისთვის: 16-დღიანი კამპანიის მნიშვნელობა და ფონდის ჩართულობა, საკანონმდებლო ცვლილებები ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება 2016 წლის ბიუჯეტში.
ეს ის საკითხებია, რომლებიც მოხვდება ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრში.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ფონდი „სოხუმი“ – ქსელის შეხვედრაზე

 
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მიერ თბილისში ორგანიზებულ შეხვედრაზე.
ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები წარუდგინა. 
კანონპროექტების მიზანია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობა და  საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგება.
აღინიშნა, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვა უმნიშვნელოვანესია და ეს სახელმწიფოს პრიორიტეტად არის გამოცხადებული. ამის შესაბამისად, ადგილებზე აუცილებელია თავშესაფრების და კრიზისული ცენტრების გახსნა.

100-ზე მეტი ღონისძიება - 16-დღიანი კამპანიის დღეებში

 
25 ნოემბრი - 10 დეკემბი - „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“
 
11 წელია, ფონდი „სოხუმი“ ჩართულია ყოველწლიურ საერთაშორისო-საინფორმაციო კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომლის ძირითადი ლოზუნგია „ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას“.
16 აქტიური დღის განმავლობაში გაიმართება შეხვედრები ადგილობრივ და ცენტრალურ სახელისუფლებო სტრუქტურებთან, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან. ჩატარდება პრეს-ბრიფინგები, მრგვალი მაგიდები, დებატები, ფილმების ჩვენება და დისკუსიები, ფორუმ-თეატრის წარმოდგენები.
კამპანიის კალენდრის მიხედვით,  100-ზე მეტი ღონისძიება გაიმართება.
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

დახმარება - ძალადობის მსხვერპლს

 
11 ნოემბერს ხონის კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ ერთ ოჯახს ბევრი სტუმარი ეწვია - ფონდი „სოხუმის“, ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის და ორგანიზაცია „კარიტასის“ წარმომადგენლები.
ამ ოჯახის დიასახლისი ძალადობის მსხვერპლია, მაგრამ თავის ორ შვილთან ერთად უკვე უსაფრთხოდ იმყოფება დევნილთა კოლექტიურ ცენტრში.
ამ ოჯახის პრობლემები ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ინიციატივით დაადგილობრივ თვითმმართველობასთან აქტიური თანამშრომლობით თანდათან გვარდება. ამ დღეს მათ გადაეცათ პირველადი მოხმარების ნივთები, სურსათი, ტანსაცმელი.
ბავშვები უკვე ჩაერთნენ ფონდის ახალგაზრდულ აქტივობებში, ქალბატონი კი მიიღებს ფსიქოლოგიურ დახმარებას. მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები