შეხვედრა ქუთაისის მერთან

ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარე ალლა გამახარია ქუთაისის მერს შოთა მურღულიას შეხვდა. გენდერული პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე, ქალთა მიმართ ძალადობა, სოციალური საკითხები -  ამ თემებზე საუბარი თითქმის ერთი საათი გაგრძელდა. 
- ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ვიცხოვროთ უკეთესად, ხელი შევუწყოთ ისეთი საზოგადოების შექმნას, სადაც იქნება თანასწორობა, არჩევანის უფლება, სადაც არ იქნება ქალზე ძალადობა, - ითქვა შეხვედრაზე.
ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერს გენდერული პოლიტიკის დანერგვას ადგილობრივ დონეზე.  მისი თქმით, აუცილებელია ერთობლივი პროექტები, ერთობლივი ღონისძიებები, საგანმანათლებლო მუშაობა, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია გენდერულ თანასწორობაზე. შეხვედრაზე გამოიკვეთა ადგილობრივ ხელისუფლებასთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.  
 
პროექტი ხორციელდება ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის
„დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის“  მხარდაჭერით 

კონკრეტული მაგალითი - სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე

  
კონკრეტული მაგალითი დაისვა სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე - ახალგაზრდა ქვრივ ქალბატონს, რომელსაც ორი შვილი ჰყავს, გაურკვეველი მიზეზებით მოუხსნეს სოციალური  დახმარება...
ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრეს კლუბის წევრებმა მოწვეულ სტუმრებთან -სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი ირმა მურღულია და უფროსი სპეციალისტი ნონა ჟვანია - ერთად.
კლუბის წევრებს ბევრი რამ აინტერესებდათ და შეხვედრაზე მიიღეს საინტერესო და საჭირო ინფორმაცია.
რაც შეეხება ახალგაზრდა ქალბატონს, მისი საქმე უახლოეს დღეებში გადაიხედება და მოგვარდება.
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სტუმრები ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე

  
ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბს ხშირად ჰყავს სტუმრები, რომლებიც აქტუალურ თემებზე საუბრობენ. ამჯერად სხდომაზე მოიწვიეს ქუთაისის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ჭიღლაძე მისი მოადგილე ლელა ხურციძე. კლუბზე არაერთხელ დასმულა  სოციალურ  ქულებთან დაკავშირებული საკითხი. სააგენტოს წარმომადგენლებმა ამომწურავი და ვრცელი  ინფორმაცია მიაწოდეს შეკრებილებს და უპასუხეს მათ კითხვებს.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე

 
ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ მომზადებული გენდერული პოლიტიკის გეგმა ქუთაისის მერიას გაეგზავნა განსახილველად. წერილზე მალევე მოხდა რეაგირება. საბჭოს წევრები შეხვდნენ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს ზვიად ჯავახიას და მის მოადგილეს ფიქრია ხაჭაპურიძეს. შეხვედრაზე თითოეული რეკომენდაცია სათითაოდ იქნა განხილული. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აბსოლუტური მხარდაჭერა გამოუცხადეს წარმოდგენილ დოკუმენტს. მათი თქმით, გაგრძელდება კონსულტაციები სხვადასხვა სამსახურთან, რათა მომავალი წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გენდერული კომპონენტები უფრო მეტად იყოს ასახული.
გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა სწორედ ამ შეხვედრის ანალიზით დაიწყო. სხდომას ესწრებოდა ფიქრია ხაჭაპურიძე, რომელიც საბჭოს წევრი გახდა და გენდერული მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად შეითავსებს.
საბჭოს წევრების აზრით, დაწყებული მუშაობა ეფექტურად უნდა გაგრძელდეს.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

მრგვალი მაგიდა სენაკის საკრებულოში

  
2 ოქტომბერს  სენაკის საკრებულოში გაიმართა მრგვალი მაგიდა დეპუტატების, საკრებულოს თანამშრომლების და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრების მონაწილეობით.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო რეკომენდაციები, რომლებიც გამოიკვეთა სოციოლოგიური კვლევის შედეგად, აგრეთვე - გენდერული პოლიტიკის გეგმა, რომელიც  გენდერულმა საბჭომ  შეიმუშავა ამ რეკომენდაციების თანახმად.
აღნიშნული გეგმის აქტიური განხილვა მიუთითებს იმაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მზად არიან, იმსჯელონ და მხარი დაუჭირონ საბჭოს ინიციატივებს.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები