ვორკშოპები კონფლიქტოლოგიაში ქალთა ჯგუფებთან

 

- რატომ არ  თანაუგრძნობს საზოგადოება მსხვერპლს, რა უნდა გააკეთოს თითოეულმა  ჩვენგანმა ძალადობის პრევენციისათვის - ამ თემაზე ქალთა ჯგუფებთან მორიგი ვორკშოპები ჩატარდა კონფლიქტოლოგიაში სენაკში, ქუთაისსა და ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).

- საზოგადოებაში სოლიდარობის დეფიციტია. ჩვენ ხშირად ვხედავთ ოჯახურ კონფლიქტებს, მაგრამ ხმას არ ვიღებთ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვეხება. ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ ხვალ შესაძლოა ჩვენი ახლობელი აღმოჩნდეს ასეთ დღეში და მისი დახმარება ვერ შევძლოთ.

მონაწილეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საზოგადოების ერთიანობა მნიშვნელოვანია. თუ მსხვერპლი დარწმუნებული იქნება, რომ მას საზოგადოება თანაუგრძნობს, რომ მას დაიცავს სახელმწიფო, კანონი, ის ბევრად უფრო ადვილად შეძლებს წინააღმდეგობების დაძლევას.

მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიაზე, რომელიც 25 ნოემბერს იწყება. ქალები მზად არიან, აქტიურად ჩაერთონ კამპანიაში და სოლიდარობა გამოხატონ ძალადობის წინააღმდეგ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპები ახალგაზრდებთან

  

ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას ახალგაზრდები განსაკუთრებით მწვავედ აღიქვამენ. მათი აზრით, თუ ამ პრობლემის მოგვარება გვსურს, პირველ რიგში, კონფლიქტების მართვაზე უნდა ვიფიქროთ, რომლებიც ოჯახებში ზოგჯერ ფარულად, ზოგჯერ ღიად მიმდინარეობს.

- ჩვენ ვქმნით საზოგადოებას, ამიტომ ისევ ჩვენზეა დამოკიდებული, საზოგადოება რა ზომებს მიიღებს მსხვერპლთა დასახმარებლად. ნებისმიერ ოჯახურ კონფლიქტში უნდა ჩავერიოთ, სანამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, - ასეთი იყო მონაწილეთა საერთო მოსაზრება.

ახალგაზრდების აზრით, მოძალადეს უნდა ეშინოდეს საზოგადოების სოლიდარობის. უნდა იცოდეს, მისგან წასულ მსხვერპლს მარტო არ დატოვებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემის პრევენციაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

პარტნიორთა გამოცდილების გაზიარების ვორკშოპი წყალტუბოში

20 სექტემბერს, წყალტუბოს სასტუმრო „პრომეთეში“, ფონდი „სოხუმის“ ჯგუფი დაესწრო გამოცდილების გაზიარების ვორკშოპს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია PIN-მა გამართა პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ პარტნიორებისთვის.  

მოწვეული ექსპერტის დახმარებით შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ჩეხეთის გამოცდილებას სოციალური ადვოკატირების კუთხით, ასევე ერთმანეთს გაუზიარეს, თუ რა საკითხების ადვოკატირებას ახორციელებენ ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე,  რა გამოწვევებს აწყდებიან, როგორ ხედავენ სამომავლოდ მრჩეველთა საბჭოს სიცოცხლისუნარიანობის საკითხს.

პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას და გამოთქვეს სურვილი, ასეთი ტიპის შეხვედრები მრჩეველთა საბჭოს სხვა წევრებისთვისაც გაიმართოს.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით 

დისკუსიის თემა: ურთიერთობები შვილებთან, მშობლებთან

  

ქუთაისში, ხურჩაში და სენაკში კონფლიქტოლოგიის ვორკშოპებს 30-დან 60 წლამდე ასაკის ქალები ესწრებოდნენ.

- როგორ გვზრდიდნენ ჩვენი მშობლები, რატომ ვუშვებთ იგივე შეცდომებს საკუთარ შვილებთან ურთიერთობისას, რატომ იქმნება კონფლიქტები თაობებს შორის - ამ საკითხებზე საინტერესო დისკუსიები გაიმართა.

- ჩვენ ხშირად გვესმოდა ჩვენი მშობლებისგან, რომ ამ თაობას არაფერი ესმის, ცუდად იქცევა და ასე შემდეგ. როცა ჩვენ გავხდით მშობლები, ამ ფრაზას უკვე  ჩვენ ვიმეორებთ.

-  ოჯახში განვითარებული კონფლიქტები, არასწორი აღზრდის ბრალია. ბიჭებს არ უნდა ვზრდიდეთ ოჯახის მმართველებად, გოგონებს არ უნდა ვასწავლიდეთ მუდმივ მორჩილებას.   

- ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ დედა ძალიან მკაცრი იყო, ხშირად ვკამათობდით ისეთ საკითხებზე, როგორიც იყო დაბადების დღეზე წასვლა, მეგობრებთან სეირნობა. ჩემს შვილთან ურთიერთობაში იგივე გავიმეორე, სამწუხაროდ, გვიან მივხვდი, რომ დედა ყოველთვის მართალი იყო. ალბათ, ჩემი შვილებიც გვიან მიხვდებიან. 

დისკუსიის ბოლოს მონაწილეებმა ფსიქოლოგის კომენტარები მოისმინეს და შესაბამისი რჩევებიც მიიღეს. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

თაობათა კონფლიქტები - ვორკშოპის თემა

  

თაობათა კონფლიქტები: მშობლები, შვილები და მათი ურთიერთობები - ამ საკითხებზე იმსჯელეს ახალგაზრდებმა ხონში, ფოთში, წყალტუბოში გამართულ ვორკშოპებზე. 

მათი მოსაზრებით, მარადიული თემაა თაობებს შორის კონფლიქტი, რასაც ხშირად განაპირობებს განსხვავებული შეხედულებები.

კონფლიქტის მოგვარების გზებში ახალგაზრდებმა დააფიქსირეს, რომ მშობლები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა მოქმედებდნენ შვილებთან ურთიერთობისას გარდატეხის ასაკში, უნდა გაითვალისწინონ, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და ის მეთოდი, რომელიც ვთქვათ, უფროს შვილთან გამოუყენებიათ, შესაძლოა მეორესთან ეფექტური არ გამოდგეს. 

გამოსავალზე საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ შვილებმა უნდა გააუმჯობესონ  კომუნიკაცია უფროს თაობასთან, მათ კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ მშობლები მათთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები არიან და მათგან წამოსულ წინააღმდეგობას პროტესტით არ უნდა ხვდებოდნენ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები