ვორკშოპები სტუდენტებთან გენდერის თემაზე

  

 

გრძელდება ქუთაისის გენდერული საბჭოს პროექტი „გენდერული ასპექტების გაძლიერება ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ფორმირებაში აქტიური ჩართვისათვის“.

ტრენინგის შემდეგ, რომელშიც 21 სტუდენტი მონაწილეობდა, ჩატარდა  ვორკშოპების ციკლი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქუთაისის კორპუსში. ვორკშოპებში 600-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.

როგორც ფასილიტატორების ანგარიშებში აისახა, სტუდენტებს შორის გენდერის საკითხების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, რაც, მათი აზრით, ინფორმირების დეფიციტით არის გამოწვეული.

ვორკშოპების ბოლოს შემუშავდა წინადადებები სტუდენტურ საჭიროებებზე, რაც საბოლოოდ რეკომენდაციის სახეს მიიღებს და ადგილობრივ ხელისუფლებას წარედგინება.  

პროექტის თანახმად, ამ ეტაპზე სტუდენტები კონფერენციისთვის ემზადებიან.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ვორკშოპი თემაზე „ინკლუზიური უსაფრთხოება“

    

ფონდ „სოხუმში“ ვორკშოპი გაიმართა თემაზე „ინკლუზიური უსაფრთხოების კონცეფცია ქალთა ადამიანური უსაფრთხოების გასაძლიერებლად“. ვორკშოპს ესწრებოდნენ აქტივისტი ქალები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფიდან. მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ სტრატეგიას ადამიანური უსაფრთხოების გასაძლიერებლად. მოისმინეს ინფორმაციები მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ქალთა სამშვიდობო  გამოცდილებაზე. 

ვორკშოპს თან ახლდა ჯგუფური სავარჯიშოები. მონაწილეებმა იმ პრობლემებზე იმუშავეს, რომლებიც საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებს აწუხებთ და რომელთა ადვოკატირება ადგილობრივ დონეზე შესაძლებელია.

შეხვედრას  დონორი ორგანიზაციის - Kvinna till Kvinna-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ვორკშოპი კონფლიქტოლოგიაში ქალების ჯგუფთან

  

საინტერესო დისკუსიის ფონზე წარიმართა ვორკშოპები კონფლიქტოლოგიაში  ქალების ჯგუფთან სენაკში, წყალტუბოში და სოფელ კუხში (ხონის მუნიციპალიტეტი). მონაწილეთა დაინტერესება გამოიწვია განსახილველმა თემამ: „ქალთა მიგრაცია, ოჯახური კონფლიქტების მიზეზი თუ მართვის მექანიზმი“. 

დასაწყისშივე გამოიკვეთა, რომ მიგრაციის საკითხი საკმაოდ აქტუალურია, რადგან ბევრ ოჯახს ეხება. ხშირად ოჯახური კონფლიქტების მიზეზი მცირე შემოსავალია და ქალები სამუშაოს საზღვარგარეთ ეძებენ, მაგრამ არის შემთხვევები, როცა გამოგზავნილ ფულს ქმრები სასმელში ფლანგავენ და ახალი კონფლიქტები იქმნება. თითქოს შეკრული წრეა, საიდანაც თავის დაღწევა ძნელია. მონაწილეების აზრით, სახელმწიფო პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს, ქალებს მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ დასაქმების კუთხით, რათა ამ პრობლემის პრევენცია მოხდეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპები ახალგაზრდებთან ფოთში, კოკში, ქუთაისში

  

ქალთა მიგრაცია პირდაპირ კავშირშია ოჯახურ კონფლიქტებთან - ეს საკითხი წინა პლანზე წამოსწიეს მონაწილეებმა კონფლიქტოლოგიის ვორკშოპებზე, რომლებიც ჩატარდა ახალგაზრდების ჯგუფებთან ფოთში, კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ქუთაისში.

მონაწილეთა აზრით, ძალადობა ასოციაციას იწვევს ქალთა მიგრაციასთან, რადგან საქართველოში, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე,  ყოველი მეათე ქალი, ამ ტიპის ძალადობის პოტენციური მსხვერპლია.  

აღინიშნა, რომ საკითხი ყველასთვის მტკივნეულია, გამოსავალი ძალიან რთულია, რადგან მიზეზების გადაწყვეტა უახლოეს დროში შეუძლებელია. ამიტომ ქალს პირველ რიგში ოჯახის წევრების მხარდაჭერა სჭირდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ის ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლებიც გაუცხოებას ახლავს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპების ციკლი სენაკის მუნიციპალიტეტის სასოფლო თემებში

  

 

5 მაისს სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები შეუდგნენ ვორკშოპების ციკლის ჩატარებას გენდერისა და ძალადობის თემაზე პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენცია სენაკის მუნიციპალიტეტში“.

ვორკშოპები უკვე გაიმართა 6 სასოფლო თემში (ახალსოფელი, ნოქალაქევი, ეკი, ზანა, ნოსირი, გეჯეთი) იქ ჩამოყალიბებული გენდერული საინიციატივო ჯგუფებისთვის. მონაწილეთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. პროექტი დაფინანსებულია სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფონდი „სოხუმის“ მიერ. მასში აქტიურად არიან ჩართულები გამგებლის წარმომადგენელები სენაკის ყველა სასოფლო თემში და მაჟორიტარი დეპუტატები. მსგავსი ვორკშოპები კიდევ რვა თემში გაიმართება.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები