
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს 33 სამობილიზაციო შეხვედრა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში - კოლექტიურ ცენტრებსა და სოფლებში. სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრებზე განხილული იყო სოფლად მცხოვრებ ქალთა და გოგონათა პრობლემები.
ოქტომბერში ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ორგანიზებით ჩატარდა 6 საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან - ძირითადად, სოციალურ სამსახურში და ასევე გამგეობასა და მერიაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)





ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარე ალლა გამახარია ქუთაისის მერს შოთა მურღულიას შეხვდა. გენდერული პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე, ქალთა მიმართ ძალადობა, სოციალური საკითხები - ამ თემებზე საუბარი თითქმის ერთი საათი გაგრძელდა.
- როცა ოჯახში ახალი წევრი შემოდის, ის მოდის სხვა სამყაროდან, სხვა ოჯახიდან, სადაც, ბუნებრივია, სხვა წესებია და სხვა ფასეულობებით ცხოვრობენ, ამიტომ ქალებს, სამწუხაროდ, ხშირად უწევთ, უარი თქვან საკუთარ ღირებულებებზე, სხვებს დაემორჩილონ, ან შექმნან კონფლიქტი ოჯახში. უმრავლესობა მორჩილებას ირჩევს და ასე აგვარებს პრობლემებს, - კონკრეტული მაგალითების გარჩევით მიმდინარეობდა ვორკშოპი ქალების ჯგუფთან.


