გადაცემაზე გამოიკვეთა, რა როლი შეასრულა ბათუმის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ, როგორც ადგილობრივმა საზოგადოებრივმა რგოლმა გენდერული პერსპექტივების ხელშეწყობისათვის და როგორც შუამავალმა ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასა და თვითმმართველობას შორის. რამდენად შეძლო მან, ეთქვა თავისი სიტყვა, როგორც გენდერული იდეების „გამტარმა“ და რა შეიცვალა არსებულ მიდგომებსა, პოლიტიკასა და პრაქტიკაში. როგორი პროგნოზები შეიძლება გაკეთდეს სამომავლოდ - რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება და როგორ გაგრძელდება დაწყებული საქმიანობა...
გადაცემის სტუმრებმა - გენდერული საბჭოს წევრებმა ისაუბრეს მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებზე, დასახელდა კონკრეტული მიღწევები, მათ შორის - მერიის მიერ მხარდაჭერილი პროექტები, რომლებიც საბჭოს მიერ იყო ინიცირებული, გათვალისწინებული კონკრეტული რეკომენდაციები. საუბარი შეეხო ძირითად გამოწვევებს.
როგორც გადაცემაზე გაცხადდა, პროექტის დასრულების მიუხედავად, საბჭო აგრძელებს აქტიურ საქმიანობას ადგილობრივი გენდერული პერსპექტივების ხელშეწყობისათვის.

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით






ოზურგეთელი, სენაკელი და ქუთაისელი ჟურნალისტებისთვის, ფონდ „სოხუმთან“ აქტიური თანამშრომლობის შედეგად, გენდერული თემა მშობლიურად იქცა. მაგრამ, როგორც თავად ამბობენ, ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ სასწავლი ამ კუთხით.


ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები სასტუმრო „ხვამლის“ კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ. ისინი ამბობენ, რომ შენობა საცხოვრებლად უვარგისია. მათი მთავარი პრობლემა განსახლებაა, რომელზეც სრული ინფორმაცია არ გააჩნიათ.