
25-დან 65 წლამდე ასაკის 19 ქალბატონი დაესწრო შეხვედრებს ფსიქოლოგთან სენაკისა და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში თემაზე - როგორ გავუმკლავდეთ აგრესიულ სტრესს.
სტრესის გაზომვის კუთხით ჩატარებულმა მუშაობამ აჩვენა, რამდენად მაღალია სტრესის აღქმა ქალების მხრიდან.
აღინიშნა, რომ რაც უფრო მეტი სტრესული სიტუაცია მოდის ჩვენს წილზე დროის უმოკლეს პერიოდში, მით მეტი ენერგიის დახარჯვა გვიწევს და მით უფრო ადვილად შეიძლება შეგვეყაროს ნებისმიერი დაავადება.
შეხვედრებზე გაკეთდა რელაქსაციისა და აუტოტრენინგის სავარჯიშოები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)




მორიგი შეხვედრა მენჯში ჩასახლებულ დევნილებთან გაიმართა. აფხაზეთიდან დევნილებს თვეზე მეტია, არ მიეწოდებათ წყალი იმ მიზეზით, რომ დაზიანებულია წყლის მილი და ტუმბო. ამ პრობლემის შესახებ ფონდმა „ სოხუმმა“ აცნობა სენაკის საკრებულოს თავმჯდომარეს ჯუმბერ ლაშქარავას, რომელიც დევნილ მოსახლეობას თავად შეხვდა, გაეცნო პრობლემას და აღნიშნა, რომ პრობლემა მალე მოგვარდება.



