დღევანდელ, ციფრულ ეპოქაში, როცა დიდ ნაწილს ინტერნეტში ვატარებთ, აქაც იგივე პასუხისმგებლობა გვეკისრება ციფრულ მოქალაქეებს, რაც ფიზიკურ სივრცეში - არ დავარღვიოთ სხვისი უფლებები. ბოლო დროს ინტერნეტში ყველაზე მეტად გავრცელებულ მავნებლობებს შორისაა გენდერული დეზინფორმაცია. სწორედ ამიტომ, უკეთესად უნდა ვიცოდეთ გენდერული დეზინფორმაციის ამოცნობა, რათა არც ჩვენი უფლებები დაირღვეს და არც სხვისი უფლებები დავარღვიოთ. ჩვენი ახალი სოციალური ვიდეო კლიპიც ამაზე გვიყვება.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალ სოციალურ კლიპში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები - ნინო ჭოლაძე და ნანცო ცხვირაშვილი ხსნიან, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ გენდერული დეზინფორმაცია.
მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია.
წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალ სოციალურ ვიდეორგოლს, სადაც მსახიობები - ნინო ჭოლაძე, ნანცო ცხვირაშვილი და საბა ნუცუბიძე განმარტავენ გენდერული დეზინფორმაციის არსს.
მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია!
ქუთაისში, იოსელიანის #13-ის მოსახლეობის უმთავრეს პრობლემას საცხოვრებელ კორპუსში დანესტიანებული ოთახები და კედლებზე გაჩენილი ობი წარმოადგენს. წვიმის დროს დასახლებაში კორპუსის სახურავიდან და კედლებიდან წყალი ჟონავს. ადგილობრივი ბიუჯეტით, რომელიც ახლა განხილვის ფაზაშია, მოქალაქეები პრობლემების გადაჭრას ელოდებიან და სჯერათ, რომ სასურველ შედეგს მიაღწევენ.
ქუთაისში, ოცხელის #2 დასახლებაში სანიაღვრე გაყვანილობების და საკანალიზაციო არხების გაწმენდას ითხოვენ. ნალექის დროს საცხოვრებელ ოთახებში წყალი აღწევს, რაც პრობლემებს წარმოშობს.
მოსახლეობამ ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარების თხოვნით უკვე მიმართა. ბიუჯეტი ახლა განხილვის ფაზაშია და მოქალაქეები რეაგირებას და ამ პრობლემის მოგვარებას ელოდებიან.
ქუთაისში, ახალგაზრდობის №19ა-ში შენობის სახურავები და ჟოლოფები გააკეთეს, თუმცა წვიმის დროს ოთახებში წყალი მაინც შედის და კედლები ზიანდება. მოსახლეობა, ადგილობრივი ბიუჯეტით, რომელიც ახლა განხილვის ფაზაშია, ამ პრობლემის მოგვარებას ელოდება.
ქუთაისში, ლესელიძის #3 -ში, მოსახლეობას ჟოლოფებისა და სანიაღვრე მილების პრობლემა აწუხებს. ნალექის დროს წყალი შესდით, ზიანდება კედლები, ოთახებში გაჩნდა ნესტი.
მოქალაქეები ადგილობრივი ბიუჯეტით ამ პრობლემის მოგვარებას ელოდებიან და იმედოვნებენ, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება.
ქუთაისში, გურამ გაბესკირიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში ადგილობრივი ხელისუფლების სპეციალურმა სამსახურებმა წლების მანძილზე შიდა გზა დააგეს, გარე განათებებიც დაამონტაჟეს, მაგრამ დღემდე პრობლემად რჩება შემოსასვლელი და სანიაღვრე სისტემა, რომელიც ნალექის დროს რამდენიმე ოჯახს ტბორავს.
მოსახლეობა თვითმმართველობისგან, ადგილობრივი ბიუჯეტით, ამ საკითხის საბოლოოდ მოგვარებას ელოდება.
სიუჟეტში შეჯამდა მუშაობა პროექტში „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება, გაეროს რეზოლუცია 1325-ის სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე განხორციელების ხელშეწყობა“.
ვიდეოჩანაწერში წარმოდგენილია პროექტში ჩართული ხუთივე მუნიციპალიტეტი - ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი და ზუგდიდი. ამ მუნიციპალიტეტებში აქტიურად მოქმედებდა საინიციატივო ჯგუფები. ამ ჯგუფების წარმომადგენელი ქალები საუბრობენ, თუ რა მისცა მათ პროექტმა და ქსელურმა მუშაობამ. ისინი მაყურებელს უზიარებენ თავიანთ წარმატებებს, იმას, თუ რა შედეგებს მიაღწიეს და როგორ ჩამოყალიბდნენ ლიდერებად, რომელთაც შეუძლიათ პრობლემების გამოვლენა, ადვოკატირება და მოგვარება თავიანთი თემის უკეთესი საცხოვრებელი პირობებისთვის.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი სოციალური კლიპი ასახავს იმ მნიშვნელოვან სტრატეგიებს და მოქმედებებს, რაც განმსაზღვრელია ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრევენციის ეფექტიანობისთვის და ჩვენი ორგანიზაციის მუშაობის უმთავრეს მიმართულებებს წარმოადგენს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)