მრგვალი მაგიდები (54)

მრგვალი მაგიდა – შეხვედრები, შეკრებები გარკვეული პრობლემების განხილვისა და ადვოკატირებისათვის. მრგვალი მაგიდა საინფორმაციო-პროპაგანდისტულ როლსაც ასრულებს და კონკრეტული გადაწყვეტილებების შემუშავებას ემსახურება.

  

ქალთა სოლიდარობის კვირეულისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა ჩატარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მასწავლებლები, სკოლის დირექტორი, ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტი ქალბატონები.

მრგვალი მაგიდის დროს მონაწილეებმა ბევრი რამ გაიგეს: ინფორმაცია ქალთა სოლიდარობის კვირეულის შესახებ, სოლიდარობის წარმატებული მაგალითები, ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობის შედეგები და გეგმები.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორების ინიციატივით საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე „ქალთა სოლიდარობა - უკეთესი მომავლისათვის“.

ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. შეხვედრაზე ითქვა ქალთა სოლიდარობის კვირეულის და ქალთა მხარდაჭერის ცენტრის საქმიანობის შესახებ.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ქალების მიმართ პატივისცემა არ გამოიხატება 8 მარტს მირთმეული ყვავილებით, რომ ქალთა უფლებების დაცვა აქტუალური საკითხია, რისთვისაც აუცილებელია სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის ძალისხმევის გაერთიანება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

   

 

ქუთაისში, სასტუმრო „არგოში“, ერთობლივი ქართულ-აფხაზური პროექტის ფარგლებში ჩატარდა მრგვალი მაგიდა „ქალთა ხმის გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების დონეზე“. შედგა საუბარი ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე და გაიმართა გადაღებული ფილმის  პრეზენტაცია.

მრგვალ მაგიდას დაესწრნენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები - მათ შორის დევნილები, ახალგაზრდები, აგრეთვე არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ქუთაისისა და სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები. დისკუსიას ინტერესით  ადევნებდნენ თვალს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

როგორც ფონდის ხელმძღვანელმა აღნიშნა, „მთელი ჩვენი ერთობლივი საქმიანობა იწყებოდა სიტყვით რთული (трудный). თუმცა ის, რაც გვაერთიანებდა, იყო მყარი მშვიდობის სურვილი და მისწრაფება“.

მრგვალი მაგიდის მონაწილეების შეფასებით, კვლევამ გამოკვეთა ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობა სამშვიდობო პროცესებში. აღინიშნა ფონდი „სოხუმის“ წვლილი  იმ კუთხით, რომ „ის არავის აძლევს საშუალებას, მოდუნდეს და გვერდზე გადადოს კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული პრობლემები“.

 

პროექტი ხორციელდება  შვეიცარიის საგარეო საქმეთა
ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით
  
13 ივლისს ფონდ „სოხუმში“ ჩატარდა მრგვალი მაგიდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. მათთვის სპეციალურად იყვნენ მოწვეული ექიმები, ფსიქოლოგი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ხონის  ა(ა)იპ „ნაბიჯი ხონის“ წარმომადგენელი, რომელიც მუშაობს ასეთი კატეგორიის ადამიანებთან. მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის აქტივისტი ქალბატონები.
გაიმართა საინტერესო დიალოგი. სტუმრებმა მათ მიაწოდეს ინფორმაცია, რათა ისინი უკეთ გაერკვნენ თავიანთ უფლებებში - განსაკუთრებით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხების კუთხით, რაც ბენეფიციარებს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
  
ფონდი „სოხუმის“ და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით განხორციელებული პროექტის „სამოქალაქო განათლება გენდერული თანასწორობისა და ჯანსაღი გარემოსათვის სენაკის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში“  ფარგლებში გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ სენაკში გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე „გენდერული ძლადობა დაძალადობრივი გარემოს გავლენა მოზარდის განვითარებაზე“.
შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი და მისი მოადგილე, გამგეობის წარმომადგენლები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, სენაკის სკოლამდელი განათლების დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი, საბავშვო ბაღების ხელმძღვანელები, პედაგოგები, პროექტის მონაწილენი, მასმედიის წარმომადგენლები და აგრეთვე ქუთაისის სკოლამდელი განათლების დაწესებულებების გაერთიანების სამი წარმომადგენელი.
გენდერული აღზრდისა და გენდერული ძალადობის კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი გააკეთა ექსპერტმა სოფიო ჯანაშიამ (სენაკის პოლიციის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი). პრობლემის ფსიქო-სოციალური ასპექტები განიხილა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა თამარ კალანდაძემ.
ექსპერტების გამოსცლამ აქტიური დისკუსია გამოიწვია. სენაკისა და ქუთაისის სკოლამდელი განათლების დაწესებულებების გაერთიანების წარმომადგენლმა სამუშაო გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს  პროექტს დადებითი შეფასება მისცეს.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

1როგორ უნდა იქნეს მიწოდებული ასაკობრივი ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიის, სქესობრივი განათლების საკითხები, რომლებიც მოზარდებს აინტერესებთ  და რომელსაც ყველა  -  მშობელი, მასწავლებელი, ექიმი - ცდილობს ერთმანეთს „მიუგდოს“; რას მოიცავს გენდერული განათლება; რა განაპირობებს საკითხებისადმი გენდერულ მიდგომას - ანუ - გამოკვეთილად ჰარმონიულ ადამიანურ ურთიერთობებს მრავალრიცხოვან ოჯახებში, მოვალეობებისა და როლების ოპტიმალურ და სამართლიან  განაწილებას; რა საფრთხეებს შეიცავს არსებული ხარვეზები მოზარდების აღზრდა-განათლებაში და როგორ უნდა ითანამშრომლონ ამ კუთხით  სკოლამ, ოჯახმა, საზოგადოებამ...

ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ამ თემებზე სასაუბროდ ფონდი „სოხუმისა“ და ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაზე რამდენიმე თაობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ღონისძიებას სიუჟეტი მიუძღვნა ტელეკომპანია „აჭარამ“.

 2 3 4

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით

1ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, სადაც ცენტრის აქტივისტები შეიკრიბნენ, ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე „ქალთა სოლიდარობა - უკეთესი მომავლისათვის“.
მოწვეული იყვნენ სტუმრები: ზუგდიდის საკრებულოსა და გამგეობის წევრები, სოფლის რწმუნებულები, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, სკოლის მასწავლებლები და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.
მრგვალი მაგიდის მსვლელობის დროს გამოიკვეთა რეკომენდაციები მსხვერპლთა დაცვის და ძალადობის პრევენციის კუთხით, მათ შორის:
- ახალგაზრდების ინფორმირებულობა ოჯახში ძალადობის თემაზე
- სამართალდამცავი სტრუქტურების მეტი მობილიზაცია და საინფორმაციო მუშაობა საზოგადოებასთან
-სოფლის რწმუნებულების გადამზადება ოჯახური ძალადობის ფქტებზე რეაგირებისათვის.

 

2 3 4 5

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)

1ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩაატარა მრგვალი მაგიდა ადგილობრივი თვითმმართველობის - საკრებულო, გამგეობის - წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მონაწილეობით.
შეხვედრის დროს გაჟღერდა ინფორმაცია ქალთა სოლიდარობის დღის ისტორიაზე, გენდერულ სიტუაციაზე საქართველოში, ძალადობის პრობლემების კუთხით, ქალთა დისკრიმინაციაზე.
საუბარი შეეხო ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობას სენაკში, შედეგებზე და წარმატებულ მაგალითებზე.
მრგვალი მაგიდის დროს დაფიქსირდა რეკომენდაციები ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის მოგვარებისათვის, პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვის კუთხით.

2 3

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

19 მარტს ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით ფოთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა ქალთა სოლიდარობის კვირეულისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა.
მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.
განხილულ იქნა საკითხი ქალთა სოლიდარობის შესახებ. განსაკუთრებით საინტერესო იყო საუბარი ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობაზე და შემდგომ დისკუსია აქტუალურ გენდერულ პრობლემებზე.

 

2

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)


1

9 მარტს ქუთაისის საკრებულოს გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომათა დარბაზში მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბნენ საკრებულოს წევრები, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტი ქალბატონები.3მრგვალი მაგიდა მიეძღვნა ყოველწლიურ ტრადიციულ თემას „ქალთა სოლიდარობა - უკეთესი მომავლისათვის“. ითქვა, რომ ქალთა სოლიდარობას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ უფრო მეტად იყოს დაცული ქალთა და გოგონათა უფლებები, მეტი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგას ძალადობის პრევენციისათვის. როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, ამ საქმეში გარკვეული წვლილი მიუძღვის ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები